მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე
ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

ფი­ნეთ-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ომის დროს (1939-1940წწ.), რო­მელ­საც ხში­რად „ზამ­თრის ომს“ უწო­დე­ბენ, საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებს ში­შის ზარს სცემ­და ფი­ნე­ლი სნა­ი­პე­რი სიმო ჰა­ი­ჰა ზედ­მეტ­სა­ხე­ლად “თეთ­რი სიკ­ვდი­ლი”.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცით, მან მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნით მოკ­ლულ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით. მხო­ლოდ შაშ­ხა­ნით მან 505 საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი მოკ­ლა, სა­ერ­თო ჯამ­ში კი მან 705 მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მოკ­ვლა შეძ­ლო. საბ­ჭო­თა არ­მი­ის მე­თა­უ­რებს მის მოკ­ვლა­ზე ჯილ­დო ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი.

სიმო ჰა­ი­ჰა სო­ფელ რა­უ­ტი­არ­ვი­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ რუ­სეთ-ფი­ნე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ომის და­წყე­ბამ­დე იგი მო­ნა­დი­რე და ფერ­მე­რი იყო. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მისი სახ­ლი სავ­სე იყო სრო­ლით შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­გე­ბუ­ლი პრი­ზე­ბით. ის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან იღებ­და.

ჰა­ი­ჰა სი­მაღ­ლით 1.60 მეტ­რი იყო, რის გა­მოც მისი სი­მაღ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის საბ­ჭო­თა მო­სი­ნის შაშ­ხა­ნის ფი­ნურ ვა­რი­ანტ M/28-ს იყე­ნებ­და. სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­სა­მა­ლად ოპ­ტი­კუ­რი სა­მიზ­ნის მა­გივ­რად ფი­ნე­ლი რკი­ნის სა­მიზ­ნეს იყე­ნებ­და, რის გა­მოც მას სრო­ლი­სას თა­ვის წა­მო­წე­ვა აღარ უწევ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ომის პირ­ვე­ლი­ვე დღეს მან მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 25 ჯა­რის­კა­ცი გა­ა­ნად­გუ­რა. ბრძო­ლის დროს ჰა­ი­ჰა პირ­ში თოვლს იდებ­და, რათა სუნ­თქვი­სას ორ­თქლი არ გა­მო­ეშ­ვა. ომის პე­რი­ოდ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა -40 და -20°C-ს შო­რის მერ­ყე­ობ­და, ჰა­ი­ჰა კი მუდ­მი­ვად თეთრ ფორ­მა­ში იყო ჩაც­მუ­ლი, რათა თოვლში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

ჰა­ი­ჰას წარ­მა­ტე­ბე­ბი ფი­ნე­ლებ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლის ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნეს. ომის დროს რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მას "თეთ­რი სიკ­ვდი­ლი" (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შე­არ­ქვეს. საბ­ჭო­ე­ლე­ბი მის მო­სა­შო­რებ­ლად რე­სურ­სებს არ ზო­გავ­დნენ და არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლსა და სნა­ი­პე­რებს იყე­ნებ­დნენ. 1940 წლის 6 მარტს ბრძო­ლის დროს ჰა­ი­ჰა ყბა­ში და­იჭ­რა, ტყვია მოხ­ვედ­რი­სას და­ი­შა­ლა და ლო­ყი­დან გა­მო­ვი­და... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუ
34

ისეთი გახარებული ხართ თითქოს ის 500 ჯარისკაცი ჩვენი მტრები იყვნენ, 

DC
20

Qartvelebs ar klavda? to im omshi chvenebi ar ibrdzodnen! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს (1939-1940წწ.), რომელსაც ხშირად „ზამთრის ომს“ უწოდებენ, საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰაიჰა ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”.

ოფიციალური ინფორმაცით, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით. მხოლოდ შაშხანით მან 505 საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა, საერთო ჯამში კი მან 705 მოწინააღმდეგის მოკვლა შეძლო. საბჭოთა არმიის მეთაურებს მის მოკვლაზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.

სიმო ჰაიჰა სოფელ რაუტიარვიში დაიბადა, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით. ის ომში მონაწილეობას პირველივე დღეებიდან იღებდა.

ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა.

როგორც ცნობილია, ომის პირველივე დღეს მან მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი გაანადგურა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა, რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა -40 და -20°C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა კი მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული, რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას "თეთრი სიკვდილი" (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ. 1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა... წაიკითხეთ ვრცლად

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

"ომის დროს გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეთ ცხინვალში, დაზვერვის ოფიცრები კი რუსეთში - მე  ვაწარმოე მოლაპარაკება და ყველა გამოუშვეს. მე ეს გავაკეთე! თქვენ რა გააკეთეთ?" - პრემიერი "ნაციონალებს"

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი