კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს - რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები
აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს - რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები

"ქე­შიქჩი­და­ღის“ სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ნაკ­რძა­ლი­სა­კენ ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა შენ­დე­ბა“, - იუ­წყე­ბი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, კერ­ძოდ "ხალკ გა­ზე­თი“ («Xalq qəzeti»//"სა­ხალ­ხო გა­ზე­თი“) და ქვეყ­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმოწ­მებს და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "ახა­ლი გზა "ქე­შიქჩი­და­ღი­სა­კენ“. აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ და­ვით­გა­რე­ჯის ქარ­თულ სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი "ქე­შიქჩი­დაღს“ უწო­დე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ მა­სა­ლას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"იმ ღო­ნის­ძი­ე­ბათ გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ შე­მუ­შავ­და და რომ­ლის მი­ხედ­ვით 2021 წელს გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რე­კონ­სტრუქ­ცია და კა­პი­ტა­ლუ­რი აღ­დგე­ნა უნდა მოხ­დეს, აღსტა­ფის რა­ი­ონ­ში სტარ­ტი მი­ე­ცა კომ­პლექ­სურ სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო და აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ოს - ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ნაკ­რძა­ლი­სა­კენ - "ქე­შიქჩი­და­ღი­სა­კენ" მი­დის.

ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა იწყე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ავ­ტოგ­ზის "აღსტა­ფა-ფო­ი­ლო-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის“ 38-ე კი­ლო­მეტრზე. გზის სიგ­რძე იქ­ნე­ბა 32 კი­ლო­მეტ­რი და აი­გე­ბა "II ტექ­ნი­კუ­რი დო­ნის“ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. პრო­ექ­ტის ჩარ­ჩო­ებ­ში მი­წაყ­რი­ლის სი­გა­ნე იქ­ნე­ბა 15 მეტ­რი, ხოლო ას­ფალტ-ბე­ტო­ნის სა­ფა­რი­სა - 9 მეტ­რი.

"ქე­შიქჩი­და­ღის“ სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ნაკ­რძა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, [რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი] VI სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი, ახა­ლი გზა დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს არა­მარ­ტო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის შექ­მნი­სათ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის­თვის - პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვი­საც.

სხვა­თა შო­რის, იმა­ვე "ხალკ გა­ზეთ­ში“ ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პუბ­ლი­კა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა "ქე­შიჩ­ქი­და­ღის" ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი იპო­ვეს, რაც, მათი მტკი­ცე­ბით, ადას­ტუ­რებს იმას, რომ "ქე­შიჩ­ქი­და­ღი" მი­ე­კუთ­ვნე­ბა გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ო­სა და ად­რე­უ­ლი რკი­ნის ხა­ნა­ში (მე­ო­რე ათას­წლე­უ­ლი ჩვენს ერამ­დე) არ­სე­ბულ ხო­ჯალ-გი­ა­და­ბე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კულ­ტუ­რას. წყა­რო

ფო­ტო­ე­ბის წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამშობლოსათვის!
5

სად არიან ჩვენი სახელმწიფო ორგანოები, პრემიერი, პრეზიდენტი,ვისაც ევალებათ ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა?!

ესეც ჩვენი მეგობარი ქვეყანა
163

რუსეთი მტერია ტერიტორიები წაგვართვა და ეს მოყვარეა? ორივე გვმტრობს და თავის სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს - რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები

აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს - რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები

"ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალისაკენ ახალი თანამედროვე საავტომობილო გზა შენდება“, - იუწყებიან აზერბაიჯანული გამოცემები, კერძოდ "ხალკ გაზეთი“ («Xalq qəzeti»//"სახალხო გაზეთი“) და ქვეყნის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებს და აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ახალი გზა "ქეშიქჩიდაღისაკენ“. აქვე განვმარტავთ, რომ დავითგარეჯის ქართულ სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები "ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

"იმ ღონისძიებათ გეგმის შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავდა და რომლის მიხედვით 2021 წელს გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და კაპიტალური აღდგენა უნდა მოხდეს, აღსტაფის რაიონში სტარტი მიეცა კომპლექსურ სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოს - ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, რომელიც სახელმწიფო კულტურულ-ისტორიული ნაკრძალისაკენ - "ქეშიქჩიდაღისაკენ" მიდის.

ახალი საავტომობილო გზა იწყება ადგილობრივი მნიშვნელობის ავტოგზის "აღსტაფა-ფოილო-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ 38-ე კილომეტრზე. გზის სიგრძე იქნება 32 კილომეტრი და აიგება "II ტექნიკური დონის“ სტანდარტის შესაბამისად. პროექტის ჩარჩოებში მიწაყრილის სიგანე იქნება 15 მეტრი, ხოლო ასფალტ-ბეტონის საფარისა - 9 მეტრი.

"ქეშიქჩიდაღის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით, [რომლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ობიექტები] VI საუკუნეშია აგებული, ახალი გზა დიდ როლს შეასრულებს არამარტო ტურიზმის განვითარებისა და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნისათვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის - პოტენციური შესაძლებლობების გაფართოებისთვისაც.

სხვათა შორის, იმავე "ხალკ გაზეთში“ ასევე გამოქვეყნებულია პუბლიკაცია, რომლის თანახმად, აზერბაიჯანელმა არქეოლოგებმა "ქეშიჩქიდაღის" ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვანი მასალები იპოვეს, რაც, მათი მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ "ქეშიჩქიდაღი" მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანაში (მეორე ათასწლეული ჩვენს ერამდე) არსებულ ხოჯალ-გიადაბეის არქეოლოგიურ კულტურას. წყარო

ფოტოების წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?