სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში
ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ მკაც­რი კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს. ე.წ. ლო­ქ­და­უ­ნი, რო­მე­ლიც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ცხად­და, ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა და უფრო მე­ტიც, ბევ­რმა უფრო მე­ტად გა­ამ­კაც­რა შე­ზღუდ­ვე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მო­ღე­ბულ წე­სებს თან ახ­ლავს სა­ზო­გა­დე­ო­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ვი­თა­რე­ბა ამ დრო­ის­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

  • საფ­რან­გე­თი

დე­კემ­ბრი­დან საფ­რან­გეთ­ში ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებ­და, რაც კრძა­ლავ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ღა­მოს 20:00-დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე. 16 იან­ვრი­დან ეს წესი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და და ახლა "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თი­დან იწყე­ბა - ამ დროს მა­ღა­ზი­ე­ბი, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­კე­ტი­ლი უნდა იყოს და ყვე­ლა უნდა იყოს სახ­ლში.

ასე­ვე, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან შევა, სა­ზღვარ­ზე უნდა წა­რად­გი­ნოს დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც წე­რია, რომ კო­ვიდ უარ­ყო­ფი­თია, ამას­თა­ნა­ვე უნდა გა­ი­ა­როს 7-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი. ბა­რე­ბი რეს­ტორ­ნე­ბი, თე­ატ­რე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი და­კე­ტი­ლი რჩე­ბა. რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი" წერს, შე­საძ­ლოა, საფ­რან­გეთ­ში კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი კი­დევ უფრო გა­ამ­კაც­რონ, რაც ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, 73 494 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში "ლო­ქ­და­უ­ნის" წე­სე­ბი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც უფრო გა­დამ­დე­ბია. ყო­ვე­ლი­ვემ კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლა უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ე­წე­სე­ბი­ნა. გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი 5 იან­ვრი­დან მოქ­მე­დებს. ადა­მი­ა­ნებს აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ იმუ­შა­ონ სახ­ლე­ბი­დან, სკო­ლე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს, და­ხუ­რუ­ლია ბა­ღე­ბი. სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ამ დრო­ის­თვის გა­მოვ­ლე­ნი­ლია 3,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა შო­რი­საც 98 531 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • გერ­მა­ნია

გერ­მა­ნი­ამ გა­ა­ხან­გრძლი­ვა და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კა­რან­ტი­ნის მკაც­რი წე­სე­ბი 16 დე­კემ­ბრი­დან მოქ­მე­დებს. და­ხუ­რუ­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ლო­ნე­ბი, სკო­ლე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ბა­რე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი. გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იან სპე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­გე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. რო­გორც ის აცხა­დებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია, შე­ზღუდ­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

გერ­მა­ნი­ა­ში ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე 2,1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 53 402 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • სა­ბერ­ძნე­თი

სა­ბერ­ძნე­თი იმ ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­და. მა­გა­ლი­თად, გა­იხ­სნა ბა­ღე­ბი და და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბი. ქვე­ყა­ნა კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ნო­ემ­ბრი­დან ცხოვ­რობს და ამ დრომ­დე მოქ­მე­დებს "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" - 22:00 სა­ა­თი­დან 5:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში.

"ლო­ქ­და­უნ­მა" შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ახლა ზო­გი­ერთ შე­ზღუდ­ვას ხსნი­ან. მთავ­რო­ბა ამ ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლავს გახ­სნან თუ არა მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა ბიზ­ნე­სე­ბი. გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებს პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში, ვირუ­სის 152 412 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლი­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, 5 671 გარ­და­იც­ვა­ლა.

  • იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­ლა­სო ოთხებს და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ მოქ­მე­დებს. მათ შო­რის, "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" 22:00 სა­ა­თი­დან 5:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. ქვეყ­ნის 20 რე­გი­ონს შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა 15 თე­ბერ­ვლამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა - რო­გორც ღია, ასე­ვე და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, ისი­ნი სკო­ლის შე­ნო­ბებს და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა გაკ­ვე­თილ­ზე ჯგუ­ფე­ბად იყო­ფი­ან ისე, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოს. იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2,4 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ვირუ­სით 85 881 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ეს­პა­ნე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ეს­პა­ნეთ­შიც გრძელ­დე­ბა. იქ "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" 2021 წლის მა­ი­სამ­დეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რე­გი­ო­ნულ ლი­დე­რებს აქვთ უფ­ლე­ბა, რომ თა­ვად და­ად­გი­ნონ "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" პე­რი­ო­დი, ასე­ვე აკ­რძა­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბის შეშ­ვე­ბა რე­გი­ო­ნულ სა­ზღვრებ­ზე. ექვს წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ეს­პა­ნეთ­ში ვალ­დე­ბუ­ლია, ეკე­თოს პირ­ბა­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ასე­ვე სხვა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. პირ­ბა­დე ეს­პა­ნე­თის ბევრ რე­გი­ონ­ში გარე სივ­რცე­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში 2,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და 56 208 პა­ცი­ენ­ტი გარ­დაც­ვლი­ლია.

  • პორ­ტუ­გა­ლია

15 იან­ვარს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში "ლო­ქ­და­უ­ნი“ გა­მო­ცხად­და და ეს 2020 წლის მა­ი­სის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს. სა­ვალ­დე­ბუ­ლოა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა, და­კე­ტი­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი. ღია რჩე­ბა სკო­ლე­ბი. შე­ზღუდ­ვე­ბი სულ მცი­რე, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა ყო­ველ ორ კვი­რა­ში გა­და­ი­ხე­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში 643 113 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 10 721 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო

ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში კა­რან­ტი­ნის მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ 9 თე­ბერ­ვლამ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვა. და­ხუ­რუ­ლია არა­ა­უ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ლო­ნე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, ასე­ვე სკო­ლე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­ჩევს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ 31 მარ­ტამ­დე არ და­გეგ­მონ მოგ­ზა­უ­რო­ბა. ყო­ვე­ლი­ვეს ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, დე­მონ­სტრან­ტე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­შა­ლეს და ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში 952 950 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და მათ შო­რის 13 579 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • და­ნია

შე­ზღუდ­ვე­ბი 7 თე­ბერ­ვლამ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვეს და­ნი­ა­შიც. და­კე­ტი­ლია ყვე­ლა სა­ხის მა­ღა­ზია, გარ­და აფ­თი­ა­ქე­ბი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა. და­ხუ­რუ­ლია სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა სახ­ლი­დან მუ­შა­ობს. სა­ჯა­რო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბუ­ლია მაქ­სი­მუმ 5 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა და პირ­ბა­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში.

და­ნი­ა­ში ვირუ­სის 195 296 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 2 010 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • შვე­დე­თი

შვე­დე­თი დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს არი­დებ­და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას, თუმ­ცა 10 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და სა­გან­გე­ბო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ა­წე­სოს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­ზღუდ­ვე­ბი. აქამ­დე შვე­დე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძი­რი­თა­დად რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­და. ახლა მთავ­რო­ბას შე­ეძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქეს და­ა­კის­როს ჯა­რი­მა.

შვე­დეთ­ში "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში მოქ­მე­დებს ისე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა მა­გა­ლი­თად, ერთ სივ­რცე­ში 10 კაც­ზე მე­ტის ყოფ­ნა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო. შვე­დეთ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 547 166 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ვირუ­სით 11 005 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 100 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, მათ შო­რის 2,1 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 72,3 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
George
8

Evropas tavisi gza aqvs, amerikas tavisi rusecsac tavisi chnetsac da nebismier sxvas, chven chveni gza gvaqvs da ar aris aucilebeli evropis an rusetis degradacias mivyvet, corona globaliri tyvilia COVID =CERTIFICAT OF VACCINATION I.D. 

ზვიადი
5

ტრანსპორტი ყველგან მუშაობს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში

ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ჯერ კიდევ მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ე.წ. ლოქდაუნი, რომელიც ბევრ ქვეყანაში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა, ამ დრომდე გრძელდება და უფრო მეტიც, ბევრმა უფრო მეტად გაამკაცრა შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ შემოღებულ წესებს თან ახლავს საზოგადეობის მხრიდან პროტესტი.

ვნახოთ, როგორია ვითარება ამ დროისთვის ევროპის ქვეყნებში.

  • საფრანგეთი

დეკემბრიდან საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა, რაც კრძალავდა გადაადგილებას საღამოს 20:00-დან დილის 6:00 საათამდე. 16 იანვრიდან ეს წესი კიდევ უფრო გამკაცრდა და ახლა "კომენდანტის საათი" საღამოს 18:00 საათიდან იწყება - ამ დროს მაღაზიები, ყველა დაწესებულება დაკეტილი უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს სახლში.

ასევე, ყველა ადამიანმა, რომელიც საფრანგეთში ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან შევა, საზღვარზე უნდა წარადგინოს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კოვიდ უარყოფითია, ამასთანავე უნდა გაიაროს 7-დღიანი კარანტინი. ბარები რესტორნები, თეატრები, კინოთეატრები და სამთო-სათხილამურო კურორტები დაკეტილი რჩება. როგორც "ბლუმბერგი" წერს, შესაძლოა, საფრანგეთში კარანტინის წესები კიდევ უფრო გაამკაცრონ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელებითაა გამოწვეული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა შორისაც, 73 494 პაციენტი გარდაიცვალა.

  • დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში "ლოქდაუნის" წესები კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი, ბრიტანული ვარიანტი გავრცელდა, რომელიც უფრო გადამდებია. ყოველივემ კი ხელისუფლება აიძულა უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა. გამკაცრებული წესები 5 იანვრიდან მოქმედებს. ადამიანებს აქვთ ვალდებულება, რომ იმუშაონ სახლებიდან, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს, დახურულია ბაღები. სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის გამოვლენილია 3,6 მილიონი შემთხვევა, რომელთა შორისაც 98 531 პაციენტი გარდაიცვალა.

  • გერმანია

გერმანიამ გაახანგრძლივა დაწესებული შეზღუდვები. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის მკაცრი წესები 16 დეკემბრიდან მოქმედებს. დახურულია მაღაზიები, სალონები, სკოლები, რესტორნები, ბარები, დასასვენებელი ცენტრები. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იან სპენი საზოგადოებას გაგებისკენ მოუწოდებს. როგორც ის აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, შეზღუდვები ამ ეტაპზე მაინც აუცილებელია.

გერმანიაში ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე 2,1 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც 53 402 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საბერძნეთი

საბერძნეთი იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა. მაგალითად, გაიხსნა ბაღები და დაწყებითი სკოლები. ქვეყანა კარანტინის რეჟიმში ნოემბრიდან ცხოვრობს და ამ დრომდე მოქმედებს "კომენდანტის საათი" - 22:00 საათიდან 5:00 საათამდე პერიოდში.

"ლოქდაუნმა" შედეგი გამოიღო და ახლა ზოგიერთ შეზღუდვას ხსნიან. მთავრობა ამ ეტაპზე განიხილავს გახსნან თუ არა მაღაზიები და სხვა ბიზნესები. გეგმის მიხედვით, საშუალო სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს პირველი თებერვლიდან დაუბრუნდებიან. საბერძნეთში საერთო ჯამში, ვირუსის 152 412 შემთხვევაა გამოვლინილი, რომელთა შორისაც, 5 671 გარდაიცვალა.

  • იტალია

იტალიაში საშუალო სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. მათ შორის, "კომენდანტის საათი" 22:00 საათიდან 5:00 საათამდე პერიოდში. ქვეყნის 20 რეგიონს შორის მოგზაურობა 15 თებერვლამდე აკრძალულია. პირბადის ტარება სავალდებულოა - როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი სკოლის შენობებს დაუბრუნდნენ, თუმცა გაკვეთილზე ჯგუფებად იყოფიან ისე, რომ სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობა იყოს. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,4 მილიონს აჭარბებს. ვირუსით 85 881 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ესპანეთი

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ესპანეთშიც გრძელდება. იქ "კომენდანტის საათი" 2021 წლის მაისამდეა გამოცხადებული. რეგიონულ ლიდერებს აქვთ უფლება, რომ თავად დაადგინონ "კომენდანტის საათის" პერიოდი, ასევე აკრძალონ ადამიანების შეშვება რეგიონულ საზღვრებზე. ექვს წელს გადაცილებული ყველა ადამიანი ესპანეთში ვალდებულია, ეკეთოს პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე სხვა დახურულ საჯარო სივრცეში. პირბადე ესპანეთის ბევრ რეგიონში გარე სივრცეშიც სავალდებულოა.

ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში 2,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და 56 208 პაციენტი გარდაცვლილია.

  • პორტუგალია

15 იანვარს პორტუგალიაში "ლოქდაუნი“ გამოცხადდა და ეს 2020 წლის მაისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ამ ქვეყანაში მკაცრი წესები შემოიღეს. სავალდებულოა დისტანციურად მუშაობა, დაკეტილია მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ღია რჩება სკოლები. შეზღუდვები სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ყოველ ორ კვირაში გადაიხედება.

ამ დროისთვის პორტუგალიაში 643 113 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა შორისაც 10 721 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ნიდერლანდების სამეფო

ნიდერლანდების სამეფოში კარანტინის მკაცრი წესები მოქმედებს, რომელიც მთავრობამ 9 თებერვლამდე გაახანგრძლივა. დახურულია არააუცილებელი ნივთების მაღაზიები, სალონები, სპორტდარბაზები, კინოთეატრები, ასევე სკოლები. ხელისუფლება ურჩევს მოქალაქეებს, რომ 31 მარტამდე არ დაგეგმონ მოგზაურობა. ყოველივეს ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, დემონსტრანტები სამართალდამცველებმა დაშალეს და ათობით ადამიანი დააკავეს. კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში 952 950 შემთხვევაა აღწერილი და მათ შორის 13 579 პაციენტი გარდაიცვალა.

  • დანია

შეზღუდვები 7 თებერვლამდე გაახანგრძლივეს დანიაშიც. დაკეტილია ყველა სახის მაღაზია, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები და მოქალაქეების უმეტესობა სახლიდან მუშაობს. საჯარო სივრცეში დაშვებულია მაქსიმუმ 5 ადამიანის შეკრება და პირბადე სავალდებულოა დახურულ სივრცეებში.

დანიაში ვირუსის 195 296 შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც 2 010 პაციენტი გარდაიცვალა.

  • შვედეთი

შვედეთი დიდი დროის განმავლობაში თავს არიდებდა შეზღუდვების დაწესებას, თუმცა 10 იანვრიდან ამოქმედდა საგანგებო კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს შესაძლებლობას დააწესოს კორონავირუსის გამო შეზღუდვები. აქამდე შვედეთის ხელისუფლება ძირითადად რეკომენდაციებს გასცემდა. ახლა მთავრობას შეეძლება შეზღუდოს ხალხის რაოდენობა მაღაზიებში, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, ასევე წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს დააკისროს ჯარიმა.

შვედეთში "ლოქდაუნი" გამოცხადებული არ არის, თუმცა ზოგიერთ ქალაქში მოქმედებს ისეთი შეზღუდვები როგორებიცაა მაგალითად, ერთ სივრცეში 10 კაცზე მეტის ყოფნა, დისტანციის დაცვა სხვადასხვა დაწესებულებებში გახდა სავალდებულო. შვედეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 547 166 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 11 005 ადამიანი გარდაიცვალა.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის 2,1 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 72,3 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ჩინეთში კორონავირუსის გამოსავლენად ანალურ ტესტს აკეთებენ

კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი