მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი
"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

როცა დაკ­ვე­თა პუ­ტი­ნი­დან და კრე­მი­ლი­დან მო­დის, ეს ასე არ სრულ­დე­ბა, მე არ მაქვს იმის ილუ­ზია, რომ ერთი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბით რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი დას­რულ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ სა­სა­მარ­თლო­ში მისი და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, მან დღეს პირ­ვე­ლად ნახა მის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­სამ­გებ ბო­კო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბულს მის­თვის კი­თხვე­ბი არ და­უს­ვამს.

„კი­თხვე­ბი შე­ე­ხე­ბო­და იმას, თუ სა­ი­დან მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემ­ზე თალ­თვა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ჩემი ლიკ­ვი­და­ცია იგეგ­მე­ბო­და და რო­დის მი­ვი­ღე ეს ინ­ფორ­მა­ცია. ორი­ვე მხრი­დან მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და და მო­სა­მარ­თლე­მაც და­მის­ვა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი, რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მას შემ­დეგ, რაც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში, ვიდ­რე ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა მოხ­დე­ბო­და და ახ­ლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი მაქვს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა, დაც­ვის გა­რე­შე აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს მოძ­რა­ო­ბა და ის პე­რი­ო­დი კი­დევ უფრო მძი­მე იყო, როცა დაც­ვის უფ­რო­სი ჩემ­თან სახ­ლში ცხოვ­რობ­და, რად­გან ძა­ლი­ან დიდი რის­კი იყო, სა­ნამ ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა მოხ­დებ­და.

ბრალ­დე­ბულს შეს­თა­ვა­ზეს, რომ ჩემ­თვის კი­თხვა და­ეს­ვა, მაგ­რამ მას არ ჰქონ­და ჩემ­თან კი­თხვა, უბ­რა­ლოდ გამ­ჭო­ლი მზე­რით მი­ყუ­რებ­და და მეც ვუ­ყუ­რებ­დი მას გამ­ჭო­ლი მზე­რით. პირ­ვე­ლად ვნა­ხე ასე პი­რა­დად, მა­ნამ­დე ფო­ტო­ებ­ზე მყავ­და ნა­ნა­ხი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო ეს შეგ­რძნე­ბა, რა თქმა უნდა არ არის, თუმ­ცა, მას შე­ეძ­ლო ჩემ­თვის კი­თხვე­ბის დას­მა, არა­ფე­რი უთ­ქვამს, უბ­რა­ლოდ, მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მა­ლო­ბა­ში ასე მი­ყუ­რებ­და და მეც ასე ვუ­ყუ­რებ­დი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მას იმ დო­ნის მტრე­ბი არ ჰყავს, რომ მისი მკვლე­ლო­ბა შე­ეკ­ვე­თათ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ბუ­ნია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის უკან რამ­ზან კა­დი­რო­ვი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დგა­ნან.

„ვერ ვი­ტყვი, ის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე ამ­ზა­დებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ თვი­თონ უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ბო­ლოს ეს, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლუ­რად რომ შე­ხე­დავთ, გავს - თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს თვი­თონ ქი­ლე­რი, რო­მელ­საც ლიკ­ვი­და­ცია უნდა მო­ეხ­დი­ნა. ამას მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვამ­ბობ, ინ­ფორ­მა­ცია სუს-მა მო­მა­წო­და, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მცნეს, რომ მას შე­სა­ბა­მი­სი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა აქვს გავ­ლი­ლი, ასე­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს და ის იძებ­ნე­ბა კი­დეც სხვა ქვეყ­ნებ­ში მკვლე­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე, რომ არ გა­მოვ­რი­ცხავ, დღეს, მე ჩემ პო­ტენ­ცი­ურ მკვლელს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში. როცა პუ­ტი­ნი­დან მო­დის და როცა დაკ­ვე­თა კრე­მი­ლი­დან მო­დის, ეს ასე არ სრულ­დე­ბა, მე არ მაქვს იმის ილუ­ზია, რომ ერთი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბით რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი ამით დას­რულ­და. თუმ­ცა, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი...სა­სა­მარ­თლო­ზეც ვთქვი, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი კრი­ტი­კუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი­სა, ვთვლი, რომ არც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მყავს იმ დო­ნის მტე­რი, რომ ჩემი მოკ­ვლა გა­და­წყი­ტონ და მი­თუ­მე­ტეს, სა­ზღვარ­გა­რეთ, ერ­თა­დერ­თი, ვინც ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, პუ­ტი­ნი და მისი საყ­ვა­რე­ლი კა­დი­რო­ვია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სი შო­ში­კე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბო­კო­ვის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა არ დას­ტურ­დე­ბა. რო­გორც შო­ში­კე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მათ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას გა­ა­ქარ­წყლებს.

„გრძელ­დე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, ახა­ლი არა­ფე­რი თქმუ­ლა, რაც დღეს გა­ცხა­დე­ბუ­ლი იქნა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე საქ­მის მა­სა­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია. დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ით ნამ­დვი­ლად არ დას­ტურ­დე­ბა ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის მხრი­დან წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა. ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია ალ­ბათ, ორი სამი პრო­ცე­სი, სა­დაც უკვე ჩვენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით წარ­ვად­გენთ პო­ზი­ცი­ას, რაც ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას გა­ა­ქარ­წყლებს“, - აცხა­დებს შო­ში­კე­ლაშ­ვი­ლი.

პრო­კუ­რორ მა­ი­ას სი­ლა­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დღეს და­კი­თხულ­მა მოწ­მე­ებ­მა სა­სა­მარ­თლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, მოწ­მე­ებ­მა იმ ზი­ან­ზე ისა­უბ­რეს, რაც გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ბრალ­დე­ბუ­ლის ადევ­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლის შე­დე­გად მი­ად­გა.

„დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­ი­კი­თხა დაზ­რა­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, და­ი­კი­თხნენ სხვა მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის, ნიკა გვა­რა­მია. გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმ ზი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მას მი­ად­გა ბრალ­დე­ბუ­ლის უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლის და მისი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად. ნიკა გვა­რა­მი­ამ და მის­მა დაც­ვის წევ­რებ­მაც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­შო­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­დეს ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 2020 წლის 27 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გი გა­ბუ­ნია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს, ხოლო ვა­სამ­ბეგ ბო­კოვს სსკ-ის 151 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 157-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სათ­ვის წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ადევ­ნე­ბას, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­ყო­ფას, თვალ­თვალს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­სა და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი არა ვა­სამ­გებ ბო­კო­ვი, არა­მედ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე - მა­გო­მედ გუ­ცი­ე­ვია, რო­მელ­მაც ბო­კო­ვის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტის გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას უკა­ნო­ნო თვალ­თვალს და მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
74

უზრდელი და მართვადი კაცი ხარ შნ გაბუნია! არ თქვა ეხლა, რომ გინება შენით დაგეგმე, თვარა წამოვიდა თავში კეტი...

nini
38

ვის რაში ჭირდები. თუ ვინმე დაიქირავა მკვლელი მიშა და გვარამია იქნება, სხვა არავინ. სცენების დადგმაში ხომ მაგრები არიან .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

როცა დაკვეთა პუტინიდან და კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, მან დღეს პირველად ნახა მის საქმეზე დაკავებული ვასამგებ ბოკოვი.

მისივე თქმით, ბრალდებულს მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

„კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა ამასთან დაკავშირებით კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. განსაკუთრებით, იმ პერიოდში, ვიდრე ბრალდებულის დაკავება მოხდებოდა და ახლაც მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა და ის პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იყო, როცა დაცვის უფროსი ჩემთან სახლში ცხოვრობდა, რადგან ძალიან დიდი რისკი იყო, სანამ ბრალდებულის დაკავება მოხდებდა.

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, უბრალოდ გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი, მაგრამ სასიამოვნო ეს შეგრძნება, რა თქმა უნდა არ არის, თუმცა, მას შეეძლო ჩემთვის კითხვების დასმა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მთელი პროცესის განმალობაში ასე მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის განმარტებით, საქართველოში მას იმ დონის მტრები არ ჰყავს, რომ მისი მკვლელობა შეეკვეთათ. შესაბამისად, გაბუნია დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობის მომზადების უკან რამზან კადიროვი და ვლადიმერ პუტინი დგანან.

„ვერ ვიტყვი, ის ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ ვიზუალურად რომ შეხედავთ, გავს - თავისუფლად შეიძლება იყოს თვითონ ქილერი, რომელსაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამას მხოლოდ ვიზუალიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაცია სუს-მა მომაწოდა, როცა დაზარალებულად მცნეს, რომ მას შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი, ასევე კრიმინალური წარსული აქვს და ის იძებნება კიდეც სხვა ქვეყნებში მკვლელობებთან დაკავშირებით. ასე, რომ არ გამოვრიცხავ, დღეს, მე ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში. როცა პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრულდა. თუმცა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არ ვიცი...სასამართლოზეც ვთქვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული გამოსვლებისა, ვთვლი, რომ არც საქართველოში არ მყავს იმ დონის მტერი, რომ ჩემი მოკვლა გადაწყიტონ და მითუმეტეს, საზღვარგარეთ, ერთადერთი, ვინც ეს შეიძლება იყოს, პუტინი და მისი საყვარელი კადიროვია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვასამბეგ ბოკოვის ადვოკატის, ალექსი შოშიკელაშვილის განცხადებით, ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება. როგორც შოშიკელაშვილი განმარტავს, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაკავებულის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს.

„გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ახალი არაფერი თქმულა, რაც დღეს გაცხადებული იქნა სასამართლო პროცესზე საქმის მასალებში წარმოდგენილია. დაცვის მხარის პოზიციით ნამდვილად არ დასტურდება ვასამბეგ ბოკოვის მხრიდან წაყენებული ბრალდება. ჩასატარებელია ალბათ, ორი სამი პროცესი, სადაც უკვე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარვადგენთ პოზიციას, რაც ვასამბეგ ბოკოვის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს“, - აცხადებს შოშიკელაშვილი.

პროკურორ მაიას სილაგაძის განცხადებით კი, გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმეებმა იმ ზიანზე ისაუბრეს, რაც გიორგი გაბუნიას ბრალდებულის ადევნებისა და უკანონო თვალთვალის შედეგად მიადგა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზრალებული გიორგი გაბუნია, დაიკითხნენ სხვა მოწმეები, მათ შორის, ნიკა გვარამია. გიორგი გაბუნიამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მას მიადგა ბრალდებულის უკანონო თვალთვალის და მისი პირადი ინფორმაციის მოპოვების შედეგად. ნიკა გვარამიამ და მისმა დაცვის წევრებმაც აღნიშნულთან დაკავშორებით სასამართლოს მიაწოდეს ბრალდების მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა სილაგაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 27 ნოემბერს, გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს, ხოლო ვასამბეგ ბოკოვს სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, თვალთვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არა ვასამგებ ბოკოვი, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

ლანჩხუთში, 50 წლამდე მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი ნახეს - წინასწარი ინფორმაციით, კაცი მოკლულია

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები