სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები
"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

"ჯე­ო­ქე­ი­სის" მკვლე­ვა­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი ზვი­ად კირ­ტა­ვა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვექ­ნე­ბა ერთი ვაქ­ცი­ნა - იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ ორი ან სამი. ამას აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბი.

და­დე­ბი­ა­თია ის, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი მა­ინც გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და რაც უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­როვ­დე­ბა (და უკვე 2 ამე­რი­კუ­ლი, 1 ბრი­ტა­ნუ­ლი, 1 რუ­სუ­ლი და 2 ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა), მით უფრო მე­ტად გა­მოჩ­ნდე­ბა არა მხო­ლოდ ლო­ჯის­ტი­კუ­რი ან ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბა, არა­მედ ეფექ­ტუ­რო­ბის და გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა - სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­თან, თუ რისკ ჯგუ­ფებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ცით, რომ ყვე­ლა ვაქ­ცი­ნას ორ­ჯე­რა­დი აცრა სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა იან­ვრის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მეც­ნი­ე­რო ან­გა­რი­ში Johnson&Johnson - Janssen ვაქ­ცი­ნა­ზე, რომ­ლის ერთჯე­რა­დი დო­ზაც შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი იყოს. ვფიქ­რობ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა იქ­ნე­ბა.

უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტია ის, რომ სა­ნამ და­ზუს­ტე­ბით არ ვი­ცით, რა და რამ­დე­ნი შე­მოგ­ვაქვს, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. იმე­დია, ამას მალე გა­ვარ­კვევთ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას და ვაქ­ცი­ნის მი­მართ ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას რამ­დე­ნი­მე კვი­რა ან თვეც კი შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს.

ახლა ით­ქვა, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ პფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა - 20,000 დოზა, რაც 10,000 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 ად­გილ­ზე - თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში და ქუ­თა­ის­ში გვაქვს ამ რე­ჟი­მის -80°С შე­სა­ნა­ხი სა­მა­ცივ­რე სა­წყო­ბე­ბი, მაგ­რამ გა­სათ­ვლე­ლია, რო­გორ მოხ­დე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბა - სა­ყი­ნუ­ლი­დან გა­მო­ღე­ბის შემ­დეგ ეს ვაქ­ცი­ნა მხო­ლოდ 5 დღე ინა­ხე­ბა, ხოლო ფლა­კო­ნი გახ­სნი­დან 5 სა­ათ­ში უნდა და­ი­ხარ­ჯოს. ასე რომ, ან აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლის ამ სამ ქა­ლაქ­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბა­ზე. რაც მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია, ან ზუს­ტად გათ­ვლა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი ისე და­ვაგ­ზავ­ნოთ ყვე­ლა პუნ­ქტში, რომ ზუს­ტი სია გვქონ­დეს, ვინ რო­დის და რო­მელ სა­ათ­ზე იკე­თებს.

სა­ყი­ნუ­ლი­დან გა­მო­ღე­ბის შემ­დეგ ეს ვაქ­ცი­ნა მხო­ლოდ 5 დღე ინა­ხე­ბა, ხოლო ფლა­კო­ნი გახ­სნი­დან 5 სა­ათ­ში უნდა და­ი­ხარ­ჯოს

ისიც გა­სათ­ვლე­ლია, რომ ალერ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებს 15-30 წუთი დაკ­ვირ­ვე­ბა სჭირ­დე­ბათ და ისიც, რომ თუ პრო­ცე­სი თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყე­ბა, მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლი­ა­ნო­ბამ ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს კო­რექ­ტი­ვე­ბი. თა­ნაც ამ პე­რი­ოდ­ში ღია სივ­რცე­ებს ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის, რაც ზა­ფხულ­ში საკ­მა­ოდ მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბის ად­გი­ლებ­ში დის­ტან­ცი­რე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ასე რომ ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მი შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს, რომ შევ­ძლებთ მო­სახ­ლო­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც საკ­მა­ოდ ფრთხი­ლი - გეგ­მაც არ გვი­ნა­ხავს", - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად კირ­ტა­ვამ.

ექი­მი თა­ვად ვაქ­ცი­ნე­ბის და­დე­ბით და უარ­ყი­ფით მხა­რე­ებ­ზეც სა­უბ­რობს და ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი და ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა არ მოხ­დე­ბა.

"მე მო­ვის­მი­ნე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ქალ­ბა­ტონ ირმა ხო­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ არა მარ­ტო ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის, ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, და­ნია, არა­მედ აშშ-ს ცალ­კე­უ­ლი შტა­ტე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მე­ბი შე­ის­წავ­ლეს, ისე­ვე რო­გორც ჯან­მოს, აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის, იუ­ნი­სე­ფის და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ისე მო­ამ­ზა­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა. ეს იმე­დით გან­გვა­წყობს. მე­ო­რე მხრივ, კარ­გი და დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი გეგ­მა იმის საფრ­თხეს შე­ი­ცავს, რომ მრა­ვა­ლი დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­კი­თხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. ამ მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ხუმ­როთ, რომ სუს­ტი გეგ­მის კარ­გად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სი შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც კი იყოს.

ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბით Moderna-ს და Johnson&Johnson ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­თა 1 (Moderna) ან 3 (Johnson&Johnson) თვემ­დე შე­ნახ­ვა 2-8 გრა­დუს­ზეც კი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ცი­ვარ­ში, ხოლო უფრო დიდი ხნით -20 გრა­დუს­ზე, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყი­ნუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა - უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლია ჩვენ­თვის ლო­ჯის­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

AstraZeneca/Oxford-ის შემ­თხვე­ვა­ში ამას ემა­ტე­ბა ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლი ფა­სიც. თან ას­ტრა­ზე­ნე­კა და ჯონ­სონ და ჯონ­სო­ნის ვაქ­ცი­ნე­ბი ჯან­მოს და ვაქ­ცი­ნე­ბის ალი­ან­სის COVAX პლატ­ფორ­მის პროგ­რა­მა­ში ყვე­ლა­ზე დიდი მო­ცუ­ლო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კარ­გია, რომ სა­მი­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი ხელ­მი­საწ­ვდო­მია და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იმე­დია, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­ირ­კვე­ვა, რო­მე­ლი რა რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ვა და ყვე­ლა პრი­ო­რი­ტე­ტულ ჯგუფ­ში - მედ­პერ­სო­ნა­ლი, 75 წელ­ზე მეტი ასა­კის პი­რე­ბი, 65-75 წლის ასა­კის პი­რე­ბი, სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი - არა მარ­ტო ის უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, ვის და რო­მელ ცენ­ტრში რა ვაქ­ცი­ნა უკეთ­დე­ბა, არა­მედ დე­ტა­ლუ­რი სი­ე­ბი, სა­ა­თობ­რი­ვი გან­რი­გი, და ისიც, ვინ იქ­ნე­ბა სა­რე­ზერ­ვო სი­ებ­ში.

რად­გან არც ის იქ­ნე­ბა კარ­გი, რომ გახ­სნილ ფლა­კონ­ში გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი დო­ზე­ბი დარ­ჩეს, და არც ის, რომ ამ დო­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დად­გე­ნი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის გა­რეთ მოხ­დეს, რაც გა­უ­გებ­რო­ბის და ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, ვფიქ­რობ, რუ­სუ­ლი სპუტ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოხ­დე­ბა და არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის­გან მო­წო­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა შევ­თა­ვა­ზოთ მო­სახ­ლე­ო­ბას, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ობი­ექ­ტუ­რად არ­სე­ბობ­და ბევ­რი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ამ ვაქ­ცი­ნის რე­გის­ტრა­ცი­ის სის­წრა­ფის, კვლე­ვე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბის კუ­თხით, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ასა­ვე თა­ვად რუ­სულ სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში.

ამ თე­მას ბი­ბი­სი-მ სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვა მი­უ­ძღვნა სა­თა­უ­რით - „არ გვაჩ­ვე­ნე­ბენ, ესე იგი არის რა­ღაც და­სა­მა­ლი“.

ჩი­ნეთ­მა ვაქ­ცი­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ზე ჯერ კი­დევ კვლე­ვე­ბის მე­სა­მე ფა­ზის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ი­წყო. რაც ასე­ვე საკ­მაო ეჭვს აღ­ძრავს პრო­ცე­სის ტრან­სპა­რენ­ტუ­ლო­ბა­ზეც და იმა­ზეც, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი იყო, გათ­ვლი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში მა­სი­ურ გავ­რცე­ლე­ბა­ზე, სა­დაც ჩი­ნეთს შორ­სმი­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებს.

ამავდრო­უ­ლად, რამ­დე­ნა­დაც ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი მკვდა­რი ვირუ­სის ნა­წი­ლა­კე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ით იქნა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მათი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი უფრო ხელ­საყ­რე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხე­ლი კლი­მა­ტი­სა და არას­რულ­ყო­ფი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში, გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კის, აფ­რი­კის და აზი­ის რიგ ქვეყ­ნებ­ში, ეს ვაქ­ცი­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბას ჰპო­ვებს.

აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­და­წყვი­ტა ის, რაც გა­და­წყვი­ტა თურ­ქეთ­მა - ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვა­კის (სი­ნო­ვა­კის) გა­მო­ყე­ნე­ბა. მას­ვე იყე­ნებს ინ­დო­ნე­ზია და ბრა­ზი­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მე­სა­მე ფა­ზის კვლე­ვე­ბით და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - 50.4% (ბრა­ზი­ლია), 65.3% (ინ­დო­ნე­ზია) და 91.25% თურ­ქე­თი", - აცხა­დებს ზვი­ად კირ­ტა­ვა.

მკვლე­ვა­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სკეპ­ტი­ციზ­მი­სა და უნ­დობ­ლო­ბის თე­მა­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ მხრივ სა­ხელ­მწი­ფოს დიდი შრო­მის გა­წე­ვა მო­უ­წევს. ექი­მი ასე­ვე ასა­ხე­ლებს ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საძ­ლო გვედ­რით ეფექ­ტებ­საც.

"ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ არ­სე­ბულ უნ­დობ­ლო­ბას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გან­მარ­ტე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტე­ბის და სტა­ტის­ტი­კის მოშ­ვე­ლი­ე­ბა, ად­ვო­კა­ტი­რე­ბა. ე.წ. ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და ვაქ­ცი­ნებ­ზე ყოყ­მა­ნი საკ­მა­ოდ დიდ ძა­ლას იკ­რებს მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო.

  • ჯერ ერთი, ვაქ­ცი­ნებს ნამ­დვი­ლად გა­აჩ­ნი­ათ გარ­კვე­უ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი - საკ­მა­ოდ ხში­რია გა­სი­ვე­ბა და ტკი­ვი­ლი ნა­ნემ­სა­რის არე­ში, ისე­ვე რო­გორც თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, სი­სუს­ტე, შემ­ცივ­ნე­ბა. ეს სა­ხი­ფა­თო არაა და 48 სა­ათ­ში, რო­გორც წესი თა­ვი­სით გა­დის.
  • იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, პფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნის დროს ეს და­ფიქ­სირ­და 80,000-დან 1 შემ­თხვე­ვა­ში, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნის დრო­უ­ლად შე­ჩე­რე­ბა მო­ხერ­ხდა 15-30 წუ­თი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და/ან ად­რე­ნა­ლი­ნის ინექ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

მსოფ­ლი­ო­ში უკვე ვაქ­ცი­ნე­ბის 52 მი­ლი­ო­ნი დოზა იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი - მე­ო­რე დოზა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ვაქ­ცი­ნის გამო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა.

ნორ­ვე­გი­ა­ში 23 ასა­კო­ვა­ნი და გა­მო­ფი­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლი გა­მოკ­ვლე­ულ იქნა და ვაქ­ცი­ნის გამო ლე­ტა­ლო­ბა არ და­დას­ტურ­და. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი ეფექ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით იყო სა­ხის ნერ­ვის ე.წ. ბე­ლის დამ­ბლა. კვლე­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე 73,000 პი­რი­დან ასე­თი 7 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი - 4 პფა­ი­ზე­რის და 3 მო­დერ­ნასკვლე­ვებ­ში.

იმის თქმა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი და სიკ­ვდი­ლი არა­სო­დეს მოჰ­ყო­ლია, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია წამ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მძი­მე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. კლი­ნი­კურ ფარ­მა­კო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს სამ­წუ­ხა­რო ოქ­როს წესი - რაც უფრო ეფექ­ტუ­რია და ძლი­ე­რი წა­მა­ლი, მით უფრო ძლი­ე­რი და პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლოც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს მისი არა­სა­სურ­ვე­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი.

მა­შინ რა­ტომ ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და უფრო მეტი აჟი­ო­ტა­ჟია ვაქ­ცი­ნე­ბის დროს? საქ­მე იმა­შია, რომ წა­მალს ავად­მყოფს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის დროს უნიშ­ნა­ვენ და შე­საძ­ლო სარ­გებ­ლის და პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კის თა­ნა­ფარ­დო­ბის ხილ­ვა უფრო ად­ვი­ლია. ხოლო ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის რის­კის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ხდე­ბა - და ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის კი ეს ბა­ლან­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ხში­რად რთუ­ლია გა­ნე­წყოს აც­რის სა­სარ­გებ­ლოდ. ამის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ცო­ფის და ტე­ტა­ნუ­სის აცრა - ყვე­ლამ იცის რა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ღა­ლია აც­რის გა­რე­შე ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სას სიკ­ვდი­ლო­ბა - და მა­ინც, ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი ფიქ­რო­ბენ, იქ­ნებ ისე­დაც გა­დავ­რჩე... იგი­ვე ლო­გი­კა მით უფრო მოქ­მე­დებს კო­ვი­დის დრო­საც, როცა სიკ­ვდი­ლო­ბა 1-3%-ია. მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი გარ­დაც­ვლი­ლი, და რომ სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლე­ტა­ლო­ბა გა­ზა­ფხულ­ზე 15-20%-ს აღ­წევ­და.

ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ ეჭ­ვებს გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელს უწყობს ის, რომ მე­დია გა­ცი­ლე­ბით მეტი მონ­დო­მე­ბით აშუ­ქებს იმ თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას, რო­მელ­საც გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა, და უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის იგი­ვე მო­ცუ­ლო­ბით, ან - ნაკ­ლე­ბა­დაც გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაქ­ცი­ნე­ბის მი­ლი­ო­ნო­ბით წარ­მა­ტე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე.

ათე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით გა­დარ­ჩე­ნილ სი­ცო­ცხლე­ზე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის, წი­თე­ლას, ყი­ვა­ნახ­ვე­ლას, B ჰე­პა­ტი­ტის, მე­ნინ­გი­ტის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ყვა­ვი­ლის ერა­დი­კა­ცი­ა­ზე, მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის და­ზო­გილ თან­ხებ­ზე, რაც იმუ­ნი­ზა­ცი­ის ფას­და­უ­დე­ბელ სარ­გე­ბელს წარ­მო­ად­გენს. რე­ა­ლო­ბაა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია და იმუ­ნი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თეა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბით პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს ვი­ცავთ, მაგ­რამ ასე­ვე მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბას, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კას. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე ვერ მო­ხერ­ხდე­ბა ეკო­ნო­მი­კის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გან­წი­რუ­ლი დარ­ჩე­ბა შიმ­ში­ლი­სათ­ვის, ხოლო და­სუ­სუ­ტე­ბულ ქვეყ­ნებს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, კრი­მი­ნა­ლის ზრდა, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კო­ლაფ­სი ემუქ­რე­ბათ.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ბოლო წლებ­ში სულ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გროვ­დე­ბა, რომ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ მოძ­რა­ო­ბას აძ­ლი­ე­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის მიერ და­ფი­ნა­სე­ბუ­ლი ტრო­ლე­ბი და ბო­ტე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ კვლე­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს, ტრო­ლე­ბის ქარ­ხნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. ამი­ტომ რათ­ქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერთი მხრივ, ნე­ბის­მი­ე­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტის და ლე­ტა­ლო­ბის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უწრა­ფე­სად ინ­ფორ­მი­რე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბა და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა უნდა მოჰ­ყვეს", - აცხა­დებს ზვი­ად კირ­ტა­ვა. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
4

ვინ თუ არა თქვენ ხომ იცით აცრილი არ ნიშნავს რომ არ არის დაავადებული და არ გადააქვს დაავადება კოვიდით ვაქცინირებულის პასპორტზე რომ ლაპარაკობთ?დახედეთ ციფრებს თქვენ თქვით მე ხომ არა რა ეფექტურობა აქვს ვაქცინების ნაწილს.საზღვარზე ვინმე ამბობთ რომ დაიწყებთ გარჩევას ვინ რა ვაქცინით აიცრა?არა მგონია. 50%ეფექტურობით აცრილი რამდენად ნორმალური გგონიათ შემოვიდეს საზღვარზე?თქვენს თავზე როგორ იღებთ ამ სისულელეს როგორ ამბობთ?

მოქალაქე
11

უცებ უმეტესობას არაფერი მოუვაა.1 ან 2 წლის მერე დადგება რეალური შედეგები.არაერთი ექიმი მოგვიწოდებს რომ არ ვენდოთ ამ ვაქცინას.ასე რომ მე არ ვაპირებ ამ აცრის ჩატარებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

"ჯეოქეისის" მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ზვიად კირტავა "ინტერპრესნიუსს" ვაქცინაციის პროცესის სირთულეებისა და ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ ესაუბრა.

"საქართველოში არ გვექნება ერთი ვაქცინა - იქნება მინიმუმ ორი ან სამი. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები.

დადებიათია ის, რომ ვაქცინები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და რაც უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება (და უკვე 2 ამერიკული, 1 ბრიტანული, 1 რუსული და 2 ჩინური ვაქცინის აქტიურად გამოყენება ხდება), მით უფრო მეტად გამოჩნდება არა მხოლოდ ლოჯისტიკური ან ეკონომიკური ფაქტორების განსხვავება, არამედ ეფექტურობის და გვერდითი ეფექტების დივერსიფიცირება - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან, თუ რისკ ჯგუფებთან მიმართებაში.

ჯერჯერობით ვიცით, რომ ყველა ვაქცინას ორჯერადი აცრა სჭირდება. თუმცა იანვრის ბოლოს შეიძლება იყოს სამეცნიერო ანგარიში Johnson&Johnson - Janssen ვაქცინაზე, რომლის ერთჯერადი დოზაც შეიძლება საკმარისი იყოს. ვფიქრობ, ეს სერიოზული უპირატესობა იქნება.

უარყოფითი მომენტია ის, რომ სანამ დაზუსტებით არ ვიცით, რა და რამდენი შემოგვაქვს, საინფორმაციო კამპანია სრულყოფილი ვერ იქნება. იმედია, ამას მალე გავარკვევთ, რადგან საზოგადოების მომზადებას და ვაქცინის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას რამდენიმე კვირა ან თვეც კი შეიძლება დასჭირდეს.

ახლა ითქვა, რომ პირველ ეტაპზე შეიძლება მივიღოთ პფაიზერის ვაქცინა - 20,000 დოზა, რაც 10,000 სამედიცინო პერსონალისთვის იქნება გამოყენებული.

მართალია, საქართველოში 3 ადგილზე - თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვაქვს ამ რეჟიმის -80°С შესანახი სამაცივრე საწყობები, მაგრამ გასათვლელია, როგორ მოხდება ვაქცინირება - საყინულიდან გამოღების შემდეგ ეს ვაქცინა მხოლოდ 5 დღე ინახება, ხოლო ფლაკონი გახსნიდან 5 საათში უნდა დაიხარჯოს. ასე რომ, ან აქცენტი გაკეთდება მედპერსონალის ამ სამ ქალაქში ვაქცინირებაზე. რაც მოუხერხებელია, ან ზუსტად გათვლა, რომ ვაქცინები ისე დავაგზავნოთ ყველა პუნქტში, რომ ზუსტი სია გვქონდეს, ვინ როდის და რომელ საათზე იკეთებს.

საყინულიდან გამოღების შემდეგ ეს ვაქცინა მხოლოდ 5 დღე ინახება, ხოლო ფლაკონი გახსნიდან 5 საათში უნდა დაიხარჯოს

ისიც გასათვლელია, რომ ალერგიულ პაციენტებს 15-30 წუთი დაკვირვება სჭირდებათ და ისიც, რომ თუ პროცესი თებერვალში დაიწყება, მაღალმთიან რაიონებში თოვლიანობამ ჯერ კიდევ შეიძლება შეიტანოს კორექტივები. თანაც ამ პერიოდში ღია სივრცეებს ვერ გამოვიყენებთ ვაქცინაციისთვის, რაც ზაფხულში საკმაოდ მისაღები იქნება, ვაქცინირების ადგილებში დისტანცირების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

ასე რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლოების საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით მაინც საკმაოდ ფრთხილი - გეგმაც არ გვინახავს", - აღნიშნა ზვიად კირტავამ.

ექიმი თავად ვაქცინების დადებით და უარყიფით მხარეებზეც საუბრობს და ვარაუდობს, რომ საქართველოში რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანა არ მოხდება.

"მე მოვისმინე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ქალბატონ ირმა ხონელიძის განცხადება, რომ არა მარტო ცალკეული ქვეყნების, ბრიტანეთი, გერმანია, დანია, არამედ აშშ-ს ცალკეული შტატების ვაქცინაციის გეგმები შეისწავლეს, ისევე როგორც ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იუნისეფის და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციათა რეკომენდაციები და ისე მოამზადეს ვაქცინაციის გეგმა. ეს იმედით განგვაწყობს. მეორე მხრივ, კარგი და დეტალიზებული გეგმა იმის საფრთხეს შეიცავს, რომ მრავალი დეტალიზებული საკითხის განხორციელება მოკლე დროში ადვილი არ იქნება. ამ მხრივ, შეიძლება ვიხუმროთ, რომ სუსტი გეგმის კარგად განხორციელების შანსი შეიძლება მეტიც კი იყოს.

ჩემი პირადი მოსაზრებით Moderna-ს და Johnson&Johnson ვაქცინები, რომელთა 1 (Moderna) ან 3 (Johnson&Johnson) თვემდე შენახვა 2-8 გრადუსზეც კი შეიძლება ჩვეულებრივ მაცივარში, ხოლო უფრო დიდი ხნით -20 გრადუსზე, რაც ჩვეულებრივი საყინულის მდგომარეობაა - უფრო გამართლებულია ჩვენთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

AstraZeneca/Oxford-ის შემთხვევაში ამას ემატება ძალიან ხელსაყრელი ფასიც. თან ასტრაზენეკა და ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინები ჯანმოს და ვაქცინების ალიანსის COVAX პლატფორმის პროგრამაში ყველაზე დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი. კარგია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმი ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის გეგმა ყველა შესაძლებლობას ითვალისწინებს.

იმედია, რამდენიმე კვირაში უფრო დეტალურად გაირკვევა, რომელი რა რაოდენობით შემოვა და ყველა პრიორიტეტულ ჯგუფში - მედპერსონალი, 75 წელზე მეტი ასაკის პირები, 65-75 წლის ასაკის პირები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციონირების სამსახურების თანამშრომლები, ქრონიკული დაავადებების და რისკ-ფაქტორების მქონე პირები - არა მარტო ის უნდა განისაზღვროს, ვის და რომელ ცენტრში რა ვაქცინა უკეთდება, არამედ დეტალური სიები, საათობრივი განრიგი, და ისიც, ვინ იქნება სარეზერვო სიებში.

რადგან არც ის იქნება კარგი, რომ გახსნილ ფლაკონში გამოუყენებელი დოზები დარჩეს, და არც ის, რომ ამ დოზების გამოყენება დადგენილი პრიორიტეტული ჯგუფების გარეთ მოხდეს, რაც გაუგებრობის და ინსინუაციების საფუძველი შეიძლება გახდეს.

რაც შეეხება ვაქცინას, ვფიქრობ, რუსული სპუტნიკის გამოყენება საქართველოში არ მოხდება და არა მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად მიუღებელი იქნება აგრესორი ქვეყნისგან მოწოდებული ვაქცინა შევთავაზოთ მოსახლეობას, არამედ იმიტომაც, რომ ობიექტურად არსებობდა ბევრი კითხვის ნიშნები ამ ვაქცინის რეგისტრაციის სისწრაფის, კვლევების გამჭვირვალობის და გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის კუთხით, როგორც მსოფლიოში, ასავე თავად რუსულ სამეცნიერო წრეებში.

ამ თემას ბიბისი-მ სპეციალური მიმოხილვა მიუძღვნა სათაურით - „არ გვაჩვენებენ, ესე იგი არის რაღაც დასამალი“.

ჩინეთმა ვაქცინების მასობრივი გამოყენება მილიონობით მოქალაქეზე ჯერ კიდევ კვლევების მესამე ფაზის დასრულებამდე დაიწყო. რაც ასევე საკმაო ეჭვს აღძრავს პროცესის ტრანსპარენტულობაზეც და იმაზეც, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი იყო, გათვლილი განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში მასიურ გავრცელებაზე, სადაც ჩინეთს შორსმიმავალი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს.

ამავდროულად, რამდენადაც ჩინური ვაქცინების უმეტესობა უფრო ტრადიციული მკვდარი ვირუსის ნაწილაკების მეთოდოლოგიით იქნა დამზადებული და მათი შენახვის პირობები უფრო ხელსაყრელია, განსაკუთრებით ცხელი კლიმატისა და არასრულყოფილი ინფრასტრუქტურის პირობებში, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის რიგ ქვეყნებში, ეს ვაქცინები, სავარაუდოდ, ფართო გამოყენებას ჰპოვებს.

აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა თურქეთმა - ჩინური ვაქცინა კორონავაკის (სინოვაკის) გამოყენება. მასვე იყენებს ინდონეზია და ბრაზილია. საინტერესოა, რომ ამ ქვეყნებში ჩატარებული მესამე ფაზის კვლევებით დასახელებული ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებლები საკმაოდ განსხვავებული იყო - 50.4% (ბრაზილია), 65.3% (ინდონეზია) და 91.25% თურქეთი", - აცხადებს ზვიად კირტავა.

მკვლევარი ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების სკეპტიციზმისა და უნდობლობის თემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს დიდი შრომის გაწევა მოუწევს. ექიმი ასევე ასახელებს ვაქცინების შესაძლო გვედრით ეფექტებსაც.

"ვაქცინების მიმართ არსებულ უნდობლობას სჭირდება სერიოზული განმარტებითი მუშაობა, ფაქტების და სტატისტიკის მოშველიება, ადვოკატირება. ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობა და ვაქცინებზე ყოყმანი საკმაოდ დიდ ძალას იკრებს მსოფლიოში რამდენიმე მიზეზის გამო.

  • ჯერ ერთი, ვაქცინებს ნამდვილად გააჩნიათ გარკვეული გვერდითი ეფექტები - საკმაოდ ხშირია გასივება და ტკივილი ნანემსარის არეში, ისევე როგორც თავის და კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მატება, სისუსტე, შემცივნება. ეს სახიფათო არაა და 48 საათში, როგორც წესი თავისით გადის.
  • იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები, მაგალითად, პფაიზერის ვაქცინის დროს ეს დაფიქსირდა 80,000-დან 1 შემთხვევაში, თუმცა ყველა მათგანის დროულად შეჩერება მოხერხდა 15-30 წუთიანი დაკვირვებისა და/ან ადრენალინის ინექციის მეშვეობით.

მსოფლიოში უკვე ვაქცინების 52 მილიონი დოზა იქნა გამოყენებული, მათ შორის 4 მილიონზე მეტი - მეორე დოზა. ჯერჯერობით არ არის ვაქცინის გამო დადასტურებული სიკვდილის არცერთი შემთხვევა.

ნორვეგიაში 23 ასაკოვანი და გამოფიტული პაციენტის სიკვდილი გამოკვლეულ იქნა და ვაქცინის გამო ლეტალობა არ დადასტურდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი ჯერჯერობით იყო სახის ნერვის ე.წ. ბელის დამბლა. კვლევების მონაწილე 73,000 პირიდან ასეთი 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული - 4 პფაიზერის და 3 მოდერნას კვლევებში.

იმის თქმა, რომ ვაქცინების გამოყენებას მძიმე გართულებები და სიკვდილი არასოდეს მოჰყოლია, არ იქნება სწორი. მაგრამ გაცილებით მაღალია წამლებთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი ეფექტები. კლინიკურ ფარმაკოლოგიაში არსებობს სამწუხარო ოქროს წესი - რაც უფრო ეფექტურია და ძლიერი წამალი, მით უფრო ძლიერი და პოტენციურად სასიკვდილოც კი შეიძლება იყოს მისი არასასურველი გვერდითი ეფექტები.

მაშინ რატომ ნაკლებად ნერვიულობენ პაციენტები წამლების მიღებისა და უფრო მეტი აჟიოტაჟია ვაქცინების დროს? საქმე იმაშია, რომ წამალს ავადმყოფს მძიმე მდგომარეობის დროს უნიშნავენ და შესაძლო სარგებლის და პოტენციური რისკის თანაფარდობის ხილვა უფრო ადვილია. ხოლო ვაქცინის გამოყენება პოტენციური დაავადების რისკის პრევენციისთვის ხდება - და ჯანმრთელი ადამიანისთვის კი ეს ბალანსი განსხვავებულია და ხშირად რთულია განეწყოს აცრის სასარგებლოდ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ცოფის და ტეტანუსის აცრა - ყველამ იცის რა კატასტროფულად მაღალია აცრის გარეშე ამ დაავადებების განვითარებისას სიკვდილობა - და მაინც, ზოგჯერ საკმაოდ ინფორმირებული ადამიანებიც კი ფიქრობენ, იქნებ ისედაც გადავრჩე... იგივე ლოგიკა მით უფრო მოქმედებს კოვიდის დროსაც, როცა სიკვდილობა 1-3%-ია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი, და რომ სწრაფი გავრცელების შემთხვევაში პანდემიასთან დაკავშირებული ლეტალობა გაზაფხულზე 15-20%-ს აღწევდა.

ვაქცინების მიმართ ეჭვებს გარკვეულწილად ხელს უწყობს ის, რომ მედია გაცილებით მეტი მონდომებით აშუქებს იმ თითოეულ შემთხვევას, რომელსაც გართულება მოჰყვა, და უკეთეს შემთხვევაში თითქმის იგივე მოცულობით, ან - ნაკლებადაც გვაწვდის ინფორმაციას ვაქცინების მილიონობით წარმატებულ შემთხვევაზე.

ათეულ მილიონობით გადარჩენილ სიცოცხლეზე ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, წითელას, ყივანახველას, B ჰეპატიტის, მენინგიტის და სხვა დაავადებებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ ყვავილის ერადიკაციაზე, მილიარდობით დოლარის დაზოგილ თანხებზე, რაც იმუნიზაციის ფასდაუდებელ სარგებელს წარმოადგენს. რეალობაა, რომ ვაქცინაცია და იმუნიზაცია საზოგადოებრივი სიკეთეა, ვაქცინირებით პირველ რიგში საკუთარ თავს ვიცავთ, მაგრამ ასევე მთელ საზოგადოებას, როგორც ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკას. ვაქცინაციის გარეშე ვერ მოხერხდება ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა და მილიონობით ადამიანი განწირული დარჩება შიმშილისათვის, ხოლო დასუსუტებულ ქვეყნებს არასტაბილურობა, კრიმინალის ზრდა, დემოგრაფიული კოლაფსი ემუქრებათ.

საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება, რომ დასავლურ ქვეყნებში ანტივაქსერულ მოძრაობას აძლიერებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინასებული ტროლები და ბოტები. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსული ინტერნეტ კვლევების სააგენტოს, ტროლების ქარხნის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები. ამიტომ რათქმა უნდა, აუცილებელია ერთი მხრივ, ნებისმიერი გვერდითი ეფექტის და ლეტალობის საეჭვო შემთხვევის სერიოზული კვლევა და საზოგადოების უწრაფესად ინფორმირება, ხოლო მეორე მხრივ, დეზინფორმაციის გამოვლენა, სოციალურ ქსელებში დამაჯერებელი არგუმენტირება და განეიტრალება უნდა მოჰყვეს", - აცხადებს ზვიად კირტავა. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - რას წერს ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე