საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ვის დაავალა ექსმაღალჩინოსანმა დანაშაულის ჩადენა?
კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ვის დაავალა ექსმაღალჩინოსანმა დანაშაულის ჩადენა?

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოპო­ზი­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. 2007 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა და­ი­ბა­რა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და­ვით ქარ­სე­ლა­ძე, რო­მე­ლიც კუ­რი­რებ­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენტს.

ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა და­ვით ქარ­სე­ლა­ძეს და­ა­ვა­ლა, რომ მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმს და ოპე­რა­ტი­ულ და­ნა­ყოფს გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ ისე­თი ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი რო­გო­რი­ცაა ე.წ. „ელი­ა­ვას“, „ვაგ­ზლის“ და „ლი­ლოს“ ბაზ­რო­ბე­ბი, ასე­ვე ად­გილ­ზე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, აღეკ­ვე­თათ მათი მხრი­დან ბაზ­რო­ბებ­ზე აგი­ტა­ცია და მი­ტინგზე წამ­სვლე­ლი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია ორ­ჯერ იქნა დარ­ბე­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ, რა დრო­საც გა­ნად­გურ­და აქ­ცი­ის გა­სა­მარ­თად სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ერ­თერ­თი ლი­დე­რი, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი რა­მო­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად ელექტრო­გე­ნე­რა­ტო­რის შე­სა­ძე­ნად მი­ვი­და ე.წ. „ელი­ა­ვას“ ბაზ­რო­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, მათ ხელ­მძღვა­ნე­ლი და­უ­კავ­შირ­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, რომ­ლის­გა­ნაც მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი­სათ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და მისი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ხელ­კე­ტე­ბით სცე­მეს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის ნაც­ვლად წა­იყ­ვა­ნეს გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს თა­ვის არე­ში.

კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის დროს მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 20 იან­ვრის გა­ნა­ჩე­ნით, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და­უს­წრებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბა) და 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, 2012 წლის 28 დე­კემ­ბერს ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დგომ, გა­ნე­სა­ზღვრა 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
1

ქარსელაძეს არაფერი? მადლობა გამოუცხადეს? 

აქამდე სად იყავით?!
19

8 წელი დაგჭირდათ ამის გამოძიებისთვის არა? ცხონებულ კობას ვერ მოასწრეთ ის მაინც ენახა, რომ ნაძირლები მისი სიცოსხლის ხელყოფისთვის და ცოლშვილის დაობლებისთვის პასუხს აგებდნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ვის დაავალა ექსმაღალჩინოსანმა დანაშაულის ჩადენა?

კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკად ცემის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - ვის დაავალა ექსმაღალჩინოსანმა დანაშაულის ჩადენა?

კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე, რომელიც კურირებდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

ზურაბ ადეიშვილმა დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება. 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ იქნა დარბეული სამართალდამცავების მიერ, რა დროსაც განადგურდა აქციის გასამართად საჭირო აპარატურა.

ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამოდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში.

კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბათუმში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა