მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რვა სახის ნარკოტიკის ოდენობები ზუსტდება და მათი გამოთვლის წესები იცვლება - "შესაძლოა, სასჯელები გადაიხედოს"
რვა სახის ნარკოტიკის ოდენობები ზუსტდება და მათი გამოთვლის წესები იცვლება - "შესაძლოა, სასჯელები გადაიხედოს"

რვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის ოდე­ნო­ბე­ბი ზუს­ტდე­ბა და ოდე­ნო­ბე­ბის გა­მოთ­ვლის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც სარ­ჯვე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მცი­რე, დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბე­ბი ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ისეთ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა:

  • ამ­ფე­ტა­მი­ნი
  • დე­ზო­მორ­ფი­ნი
  • ლი­ზელ­გი­ნის მჟა­ვა, მისი წარ­მო­ე­ბუ­ლე­ბი და პრე­პა­რა­ტე­ბი, მათ შო­რის, ლი­ზერ­გი­დი (ლსდ), მდმა, მეთ­კა­თი­ნო­ნი (ეფედ­რო­ნი), მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი, მე­თა­დო­ნი და ჰე­რო­ი­ნი.

„სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით „ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, პრე­კურ­სო­რე­ბი­სა და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ“ გან­სა­ზღვრუ­ლი ცალ­კე­უ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ოდე­ნო­ბე­ბი ზუს­ტდე­ბა. კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს 2013 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვის პრო­ცე­სის ლო­გი­კურ და ეტა­პობ­რივ გაგ­რძე­ლე­ბას.

მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის მცი­რე, დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბე­ბი, რაც, თა­ვის მხრივ, პრაქ­ტი­კა­ში და კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით ქმნის პრობ­ლე­მას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას არ აქვს მცი­რე ოდე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი, მცი­რე ოდე­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლებ­რივ სახ­დელს, იმ­თა­ვით­ვე ხდე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სუ­ბი­ექ­ტი, რო­გორც ეს დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, და მის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის სა­ხით.

ამ­დე­ნად, დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პირი ექ­ცე­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის მოქ­მე­დე­ბის სფე­რო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბი­სა და უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლო­ბი­დან ან ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა მცი­რე, დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბე­ბის ნუს­ხის დახ­ვე­წის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში.

„ამ­ჟა­მად, მომ­ზად­და და წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ხით კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 8 ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ოდე­ნო­ბებს ახ­ლე­ბუ­რად გან­სა­ზღვრავს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ოდე­ნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას­ზე მუ­შა­ობ­დნენ დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­დან, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან.

მცი­რე, დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბე­ბი ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ისეთ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ამ­ფე­ტა­მი­ნი, დე­ზო­მორ­ფი­ნი, ლი­ზელ­გი­ნის მჟა­ვა, მისი წარ­მო­ე­ბუ­ლე­ბი და პრე­პა­რა­ტე­ბი, მათ შო­რის, ლი­ზერ­გი­დი (ლსდ), მდმა, მეთ­კა­თი­ნო­ნი (ეფედ­რო­ნი), მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი, მე­თა­დო­ნი და ჰე­რო­ი­ნი.

ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა მცი­რე ოდე­ნო­ბის სა­ზო­მად აღე­ბულ იქნა ნარ­კო­ტი­კის ეპი­ზო­დუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მოხ­მა­რე­ბულ ერთ დო­ზა­ზე მეტი ოდე­ნო­ბა, რომ­ლის დათ­ვლა თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა სუფ­თა სუბსტან­ცი­ის სა­ხით; დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბე­ბის გა­მოთ­ვლის წეს­შიც შე­დის ცვლი­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს, თი­თო­ე­უ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის და გავ­ლე­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სუფ­თა სუბსტან­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ოდე­ნო­ბე­ბის გა­მოთ­ვლას.

ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბე­ბის ახა­ლი წე­სით გა­მოთ­ვლის შე­დე­გად და­იხ­ვე­წე­ბა და მე­ტად გან­ჭვრე­ტა­დი გახ­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ოდე­ნო­ბე­ბი დო­ზი­სა და თრო­ბის ეფექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც პრო­პორ­ცი­უ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ჰუ­მა­ნუ­რი სას­ჯე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ლე­გი­ტი­მურ სა­ფუძ­ველს შექ­მნის. ოდე­ნო­ბა­თა და­ან­გა­რი­შე­ბის მე­თო­დი­კა და­ეყ­რდნო, ერთი მხრივ, სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და მე­ო­რე მხრივ, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პრაქ­ტი­კას, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, თუ რო­გო­რი სუბსტან­ცი­ის ფორ­მით ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბა და მათი ოდე­ნო­ბე­ბის გა­მოთ­ვლა.

ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ოდე­ნო­ბე­ბი გა­მო­ით­ვა­ლა იმგვა­რად, რომ არ მოხ­დეს, ერთი მხრივ, მოხ­მა­რე­ბის და, მე­ო­რე მხრივ, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბა. ამას­თან, ოდე­ნო­ბე­ბის გან­სა­ზღვრი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ზი­ა­ნო შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2013 წლი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­და, რა­მაც ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ჰუ­მა­ნუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით:

  • „გა­ი­მიჯ­ნა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ფლო­ბი­სა და მათი გა­სა­ღე­ბი­სათ­ვის;
  • სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღარ არის ვალ­დე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნოს ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვის თა­ო­ბა­ზე, რაც ქმნი­და დიდ გა­მოწ­ვე­ვას პირ­თა ჯანრმთე­ლო­ბის დაც­ვის პრო­ცეს­ში;
  • შე­მუ­შავ­და და მი­ღე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი „ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­სტრუ­მენტს წარ­მო­ად­გენს ახალ ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ბრძო­ლის კუ­თხით;
  • ლი­ბე­რა­ლურ სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მი იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის/მცე­ნა­რე კა­ნა­ფის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, გა­და­ზიდ­ვი­სა და გა­და­ტა­ნის და ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­მა­რე­ბის­თვის;
  • ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრა მცე­ნა­რე კა­ნა­ფის, ნედ­ლი და გა­მომშრა­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის ოდე­ნო­ბე­ბი;
  • 2020 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა, რომ­ლი­თაც და­ფუძნ­და ნარ­კო­ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტი­აა ქვე­ყა­ნა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვი­სა და ნარ­კო­ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

2020 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ევ­რო­პის საბ­ჭოს ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვას­თან ბრძო­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჯგუფს (Pompidou Group), რაც, ასე­ვე, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მას უკავ­შირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
8

სასურველია თუ კანონი გამკაცრდება მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით, უკვე ზედმეტი მოსდით თითქმის ყველგან ეწევიან მოურიდებლად. აუცილებელია მოხდეს კანონის კრიმინალიზაცია ! 

მეგრე
0

დაბოლილები უშავებენ ქვეყანას და ლოთები აშენებენ - ლოგიკა უმაღლესი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რვა სახის ნარკოტიკის ოდენობები ზუსტდება და მათი გამოთვლის წესები იცვლება - "შესაძლოა, სასჯელები გადაიხედოს"

რვა სახის ნარკოტიკის ოდენობები ზუსტდება და მათი გამოთვლის წესები იცვლება - "შესაძლოა, სასჯელები გადაიხედოს"

რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა:

  • ამფეტამინი
  • დეზომორფინი
  • ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

„საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კანონის ცვლილებები წარმოადგენს 2013 წლიდან დაწყებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაბალანსებული და ლიბერალური მიდგომების დანერგვის პროცესის ლოგიკურ და ეტაპობრივ გაგრძელებას.

მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების კუთხით ქმნის პრობლემას. ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, მცირე ოდენობის შემთხვევაში პირი არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლებრივ სახდელს, იმთავითვე ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი, როგორც ეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, და მის მიმართ გამოიყენება არაპროპორციული სასჯელები, ხშირ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის სახით.

ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ექცევა სისხლის სამართლის მოქმედების სფეროში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებისა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწის მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.

„ამჟამად, მომზადდა და წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის სახით კანონპროექტი, რომელიც 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს ახლებურად განსაზღვრავს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან.

მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით; დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას.

ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახალი წესით გამოთვლის შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული, სამართლიანი და ჰუმანური სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის წახალისება. ამასთან, ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით:

  • „გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებათა ფლობისა და მათი გასაღებისათვის;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს ზედოზირების შემთხვევის თაობაზე, რაც ქმნიდა დიდ გამოწვევას პირთა ჯანრმთელობის დაცვის პროცესში;
  • შემუშავდა და მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ბრძოლის კუთხით;
  • ლიბერალურ სანქციათა რეჟიმი იქნა შემოღებული მარიხუანის/მცენარე კანაფის შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადატანის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის;
  • ახლებურად განისაზღვრა მცენარე კანაფის, ნედლი და გამომშრალი მარიხუანის ოდენობები;
  • 2020 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიაა ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის მიმართულებით;

2020 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფს (Pompidou Group), რაც, ასევე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მისაღწევად გატარებულ რეფორმას უკავშირდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური