მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე
სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მე­რი­ამ ნაგ­ვის ურ­ნე­ბი სკა­მებ­ში ჩა­ა­მონ­ტა­ჟა - ამ სა­თა­უ­რით დღეს "ფე­ის­ბუ­ქი" მო­იც­ვა "მთა­ვა­რი არ­ხის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მელ­ზეც ქუ­ჩის ტრო­ტუ­არ­ზე მდგა­რი სკა­მე­ბია ასა­ხუ­ლი. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სკა­მე­ბი, რო­მელ­თაც შუ­ა­ში რკი­ნის ყუ­თე­ბი აქვთ და­მაგ­რე­ბუ­ლი, ყუ­თე­ბი კი სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნით არის ამოვ­სე­ბუ­ლი.

"მთა­ვარ­მა არ­ხმა" სამ­სა­ა­თი­ან კუ­რი­ერ­ში ამ თე­მას სი­უ­ჟე­ტიც მი­უ­ძღვნა, სა­დაც ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ ე.წ სმარტ-ურ­ნებ­თან ერ­თად, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე დად­გმულ სკამ-ურ­ნებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს.

ამ უც­ნა­ურ "ნო­უ­ჰა­უს" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რად­გან მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვინ­მეს სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს, და­ის­ვე­ნოს სკამ­ზე, რო­მელ­შიც ნაგ­ვის ურ­ნაა ჩა­შე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, საქ­მე გვაქვს მო­რიგ ფეიკ ნი­უს­თან. ფე­ის­ბუქ-სკან­დალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს და სკა­მე­ბიც მათ და­ა­მონ­ტა­ჟეს ტრო­ტუ­არ­ზე. ლადო პი­ტა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სკა­მებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ურ­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად, საყ­ვა­ვი­ლე­ე­ბია და სა­ნამ რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვა­ვი­ლე­ბის ჩარ­გვას მო­ას­წრებ­დნენ, გამ­ვლე­ლებ­მა ისი­ნი ნარ­ჩე­ნე­ბით ამო­ავ­სეს.

ფოტო: მა­რი­ნე აბუ­აშ­ვი­ლი

"მე­გობ­რე­ბო, აი, ასე­თი ამ­ბა­ვია: ერთი კვი­რა იქ­ნე­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის წინ ტრო­ტუ­ა­რი მო­ვა­წეს­რი­გეთ, გა­ვა­ლა­მა­ზეთ და დავ­დგით სკა­მე­ბი, რო­მელ­შიც მცე­ნა­რე­ე­ბის ქოთ­ნე­ბია ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გო­გე­ბაშ­ვილ­ზე რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მაა ტრო­ტუ­არ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი და ვი­ფიქ­რეთ ამით ჩვენც პა­ტა­რა წვლილს შე­ვი­ტან­დით იქა­უ­რო­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა­ში.

დღეს გა­ვიღ­ვი­ძე და ჰოი სა­ოც­რე­ბავ, მთელს ფე­ის­ბუქ­სივ­რცე­ში ჩვე­ნი სკა­მე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­გორც მე­რი­ის ნა­მოქ­მე­და­რი, ხოლო ქოთ­ნე­ბი ნაგ­ვის ურ­ნე­ბა­დაა გა­სა­ღე­ბუ­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რის ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ის გამო, ქოთ­ნებ­ში მცე­ნა­რე­ე­ბის ჩარ­გვა ვერ მო­ვას­წა­რით და ამ დღე­ებ­ში ვა­პი­რებ­დით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ თბი­ლის­ში ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სის­ხარ­ტით ამო­ვავ­სებთ ხოლ­მე ყვე­ლა ღრი­ჭოს, ორ­მო­სა თუ ჩაღ­რმა­ვე­ბას და სა­ნამ მცე­ნა­რე­ე­ბი დავრგეთ, ჩვე­ნი ქოთ­ნე­ბიც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნაგ­ვით დაგ­ვხვდა სავ­სე.

ეს ხომ თა­ვის­თა­ვად მშვე­ნი­ე­რი, მაგ­რამ აი მთე­ლი დღეა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს ფო­ტო­ებს და გა­ნი­ხი­ლავს რაში დას­ჭირ­და მე­რი­ას სკა­მებ­ში ურ­ნე­ბის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბა... რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თო არც ვიცი... მაგ­რამ კი­დევ ერთხელ მათ­თვის ვი­საც და­ნა­ხუ­ლის და წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მა აქვს: მე­რია არა­ფერ შუ­ა­შია! ეს ქოთ­ნე­ბია და არა ურ­ნე­ბი! ყველ­გან, სა­დაც ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გილს და­ი­ნა­ხავთ ნა­გა­ვი არ უნდა ჩა­ყა­როთ!!! მოკ­ლედ, ამ ამ­ბავს ახ­ლა­ვე მივ­ხე­დავთ რა თქმა უნდა და რო­გორც კი ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­იხ­სნე­ბა, ჩვენს ახალ, ლა­მაზ და გამ­წვა­ნე­ბულ რეს­ტო­რან­ში შევ­ხვდე­ბით გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე...“ - წერს პი­ტა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
2

აი რეკლამააა, უკვე მგონია, ფეიკნიუსნაგვიანსიტუაციისახსნიანად მათივე მოგონილი მგონია))))))

დ გ
7

რა ლამაზად გამოიყურება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მერიამ ნაგვის ურნები სკამებში ჩაამონტაჟა - ამ სათაურით დღეს "ფეისბუქი" მოიცვა "მთავარი არხის" გვერდზე გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ქუჩის ტროტუარზე მდგარი სკამებია ასახული. ფოტოებზე ჩანს, გოგებაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული სკამები, რომელთაც შუაში რკინის ყუთები აქვთ დამაგრებული, ყუთები კი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით არის ამოვსებული.

"მთავარმა არხმა" სამსაათიან კურიერში ამ თემას სიუჟეტიც მიუძღვნა, სადაც ჭავჭავაძეზე დამონტაჟებულ ე.წ სმარტ-ურნებთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე დადგმულ სკამ-ურნებზე საუბრობდნენ, რომელიც თბილისელების აღშფოთებას იწვევს.

ამ უცნაურ "ნოუჰაუს" სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რადგან მართლაც წარმოუდგენელია, ვინმეს სურვილი გაუჩნდეს, დაისვენოს სკამზე, რომელშიც ნაგვის ურნაა ჩაშენებული.

როგორც აღმოჩნდა, საქმე გვაქვს მორიგ ფეიკ ნიუსთან. ფეისბუქ-სკანდალს გამოეხმაურა იმ რესტორნის თანამშრომელი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და სკამებიც მათ დაამონტაჟეს ტროტუარზე. ლადო პიტავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სკამებზე დამონტაჟებული ურნები რეალურად, საყვავილეებია და სანამ რესტორნის თანამშრომლები ყვავილების ჩარგვას მოასწრებდნენ, გამვლელებმა ისინი ნარჩენებით ამოავსეს.

ფოტო: მარინე აბუაშვილი

"მეგობრებო, აი, ასეთი ამბავია: ერთი კვირა იქნება გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული. მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში.

დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელს ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე.

ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება... რა კომენტარი უნდა გააკეთო არც ვიცი... მაგრამ კიდევ ერთხელ მათთვის ვისაც დანახულის და წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს: მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები! ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ!!! მოკლედ, ამ ამბავს ახლავე მივხედავთ რა თქმა უნდა და როგორც კი ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნება, ჩვენს ახალ, ლამაზ და გამწვანებულ რესტორანში შევხვდებით გოგებაშვილის ქუჩაზე...“ - წერს პიტავა.

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"