რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს.
BBC-ის ინფორმაციით, ის უკვე ბერლინში Pobeda-ს ავიახაზების თვითმფრინავში იმყოფება.
"ჩვენ სახლში მივფრინავთ", - დაწერა ნავალნიმ "ინსტაგრამზე"
მან მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ დახვდნენ. "ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც "შევხვდეთ ნავალნის" , სადაც ათასობით ადამიანმა გამოხატა ინტერესი.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.
ნავალნისაც პუტინივით იმპერიული აზროვნება აქვს.
ესეც ყველაფერი დადგმულია! ისევე როგორც სობჩაკი რომ პუტინის ოპოზიციად ასაღებდა თავს! აი, ხოდორკოვსკი კი მართლა მოსაკლავად ყავდათ გამეტებული, მაგრამ ბრდღვნად არ ჩათვალეს და გაფცქვნეს...