საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ყოფილი პოლიციელია - "რუსეთში გადასვლას ითხოვდა, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა"
პირი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ყოფილი პოლიციელია - "რუსეთში გადასვლას ითხოვდა, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა"

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც კას­პში მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა, და­კა­ვე­ბუ­ლია. სპე­ცო­პე­რა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ცოტა ხნის წინ და­ას­რუ­ლა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე თა­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ყვე­ლა ფაქ­ტი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­უ­ლი. პირ­ველ ეტაპ­ზე ეს ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, მაგ­რამ შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა მას­თან ჩა­ტარ­და.

იგი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. 2018 წელს და­ტო­ვა პლი­ცი­ის რი­გე­ბი და წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან, პი­რა­დი პა­ტა­კით. მას გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­და კონ­კრე­ტულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კი­თხე­ბა" - ამ­ბობს ბორ­ცვა­ძე.

რო­გორც ბორ­ცვა­ძემ გან­მარ­ტა, ის აღელ­ვე­ბუ­ლი და მძი­მე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა მძევ­ლე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრა­ლად ედე­ბა მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, ის იმ­ყო­ფე­ბო­და საკ­მა­ოდ მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იყო საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, გა­ტარ­და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო მაქ­სი­მა­ლუ­რად, რომ ყვე­ლას უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო არც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. მისი მო­თხოვ­ნა იყო, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­ეყ­ვა­ნათ მან­ქა­ნა და აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სწო­რედ ეს იყო, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის უკან, მან მოგ­ვმარ­თა გან­ცხა­დე­ბით, გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ეს ფაქ­ტიც რა თქმა უნდა, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ბორ­ცვა­ძემ.

მოქალაქე
2

და რა პრობლემა იყო რუსეთში გადასვლა თუ უნდოდა? რაში სჭირდებოდა მძევლების აყვანა? მისულიყო, გადაეკვეთა მავთულხლართები და ჩაბარებულიყო ოკუპანტს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პირი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ყოფილი პოლიციელია - "რუსეთში გადასვლას ითხოვდა, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა"

პირი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ყოფილი პოლიციელია - "რუსეთში გადასვლას ითხოვდა, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა"

მამაკაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკავებულია. სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა, ბრალდებულმა მძევლები მოლაპარაკების ნიადაგზე თავად გაათავისუფლა.

"ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ყველა ფაქტი იქნება გამოკვლეული. პირველ ეტაპზე ეს ადამიანი თანამშრომლობაზე უარს ამბობდა, მაგრამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება მასთან ჩატარდა.

იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. 2018 წელს დატოვა პლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან, პირადი პატაკით. მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ყველა ადამიანი გამოიკითხება" - ამბობს ბორცვაძე.

როგორც ბორცვაძემ განმარტა, ის აღელვებული და მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება, ის იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული, გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად, რომ ყველას უფლება დაცული ყოფილიყო და არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს ფაქტიც რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა ბორცვაძემ.

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

ყოფილი პოლიციელი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დუმილის უფლებას იყენებს და დაცვაზე უარს ამბობს - რას ამბობს ადვოკატი

მკვლელობა პანკისში - ნათესავებს შორის შელაპარაკება ტრაგიკულად დასრულდა