საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?
"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს "სრუ­ლად და გამჭვირ­ვა­ლედ გა­მო­ი­ძი­ოს 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო გა­დაც­დო­მა­ზე ბრალ­დე­ბე­ბი".

ასამ­ბლეა ასე­ვე მო­უ­წო­დებს "ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, და­ი­კა­ონ მათ მიერ ახალ პარ­ლა­მენ­ტში მო­პო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი და ძირი არ გა­მო­უ­თხა­რონ მის დე­მოკ­რა­ტი­ულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას". ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ასამ­ბლე­ის 2020 წლის მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც ასამ­ბლე­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის თა­ო­ბა­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი კვლავ პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი და სა­და­ვო რჩე­ბა.

ან­გა­რიშ­ში ნახ­სე­ნე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ერ­თხმად და­ას­კვნეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, ის ჩა­ტარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით და პარ­ტი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ კამ­პა­ნია თა­ვი­სუფ­ლად ეწარ­მო­ე­ბი­ნათ. აქვე სა­უ­ბა­რია, რომ დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა მი­უ­თი­თეს არა­თა­ნა­ბარ გა­რე­მო­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის და გამჭვირ­ვა­ლო­ბის სუსტ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე, რა­მაც აშ­კა­რა ფი­ნან­სუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მის­ცა გარ­კვე­ულ პარ­ტი­ებს, მათ შო­რის მმარ­თველ პარ­ტი­ას. დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა ასე­ვე მი­უ­თი­თეს ზო­გი­ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ოქ­მებ­ში შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ეს დარ­ღვე­ვე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე გავ­ლე­ნას ვერ იქო­ნი­ებ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა გა­დაც­დო­მის შე­სა­ხებ სრუ­ლად იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი აგონ“, - წე­რია ან­გა­რიშ­ში.

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ან­გა­რიშ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ იგი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კოტს.

„სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ფარ­თოდ გა­ყალბ­და, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ბო­ი­კოტს და­მო­უ­ცხა­დებ­დნენ მე­ო­რე ტურს და ახალ პარ­ლა­მენტს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­წუ­ხა­როა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­დე­გე­ბი მათ ძლი­ერ პო­ზი­ცი­ას მის­ცემ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. პარ­ლა­მენ­ტი არის პო­ლი­ტი­კი­სა და დე­ბა­ტე­ბის ად­გი­ლი, ამი­ტომ ასამ­ბლეა მუდ­მი­ვად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კო­ტებს. ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, შე­ას­რუ­ლონ სა­კუ­თა­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი“, – წე­რია ან­გა­რიშ­ში.

აქვე სა­უ­ბა­რია ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ზე.

„ვი­თა­რე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლავ უა­რეს­დე­ბა, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ამ რე­გი­ო­ნე­ბის მცო­ცა­ვი ანექ­სია გა­ნუ­წყვეტ­ლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. შე­დე­გად, ქარ­თვე­ლებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბი ამ ორ რე­გი­ონ­ში და მის გა­რეთ პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ამას მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს, რად­გან სულ უფრო რთულ­დე­ბა ამ ორ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა სას­კო­ლო ან (გა­და­უ­დე­ბე­ლი) სა­მე­დი­ცი­ნო მი­ზე­ზე­ბის გამო“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
141

დაანებონ თავი, ეყარონ ქუჩაში, პარლამენტში ხელის შეშლის მეტს არაფერს გააკეთებენ. თანაც ბოკერიას ქუჩაში მარტოს ხომ არ დატოვებენ.

mamuli
11

ჩაატარონ პლებისციტი-შეეკითხონ ხალხს და გაირკვევა მტყუან მართალი.მხოლოდ სახელისუფლებო პარტიაა წინააღმდეგი-ეშინია სიმართლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ყველა საარჩევნო გადაცდომაზე ბრალდებები".

ასამბლეა ასევე მოუწოდებს "ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკაონ მათ მიერ ახალ პარლამენტში მოპოვებული ადგილები და ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას". ამის შესახებ საუბარია ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეული შეთანხმებისა, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი კვლავ პოლარიზებული და სადავო რჩება.

ანგარიშში ნახსენებია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომელთაც ერთხმად დაასკვნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. აქვე საუბარია, რომ დამკვირვებლებმა მიუთითეს არათანაბარ გარემოზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კამპანიის დაფინანსების და გამჭვირვალობის სუსტ რეგულაციებზე, რამაც აშკარა ფინანსური უპირატესობა მისცა გარკვეულ პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას. დამკვირვებლებმა ასევე მიუთითეს ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ოქმებში შეუსაბამობებზე.

"მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ეს დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - წერია ანგარიშში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იგი ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები ფართოდ გაყალბდა, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს დამოუცხადებდნენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, შეასრულონ საკუთარი საპარლამენტო მანდატები“, – წერია ანგარიშში.

აქვე საუბარია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

„ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით კვლავ უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ქართველებს შორის კონტაქტები ამ ორ რეგიონში და მის გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩის" წინადადებას მიიღებს

"განვიხილეთ სამიზნე, პრიორიტეტული ჯგუფები და ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება" - რაზე ისაუბრეს დღეს პრემიერთან სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი