კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა
"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

ჩო­ხა­ტა­უ­რის მე­რი­ა­ში დას­რულ­და შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის მუფ­ტი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თის და ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც მუფტ­მა აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლია და ხვალ ტრა­დი­ცუ­ლი ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძის თქმით, სა­კი­თხი უნდა მოგ­ვარ­დეს და გა­ნურ­ჩევ­ლად რე­ლი­გი­ი­სა ადა­მი­ა­ნებს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს.

"ჩვენ გვინ­და რომ სო­ფელ­ში გა­უ­გებ­რო­ბა არ მოხ­დეს, ყვე­ლამ გა­აგ­რძე­ლოს ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი, რომ ხვა­ლი­დან და­ვი­წყოთ ეს სა­კი­თხი, ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ და სწო­რედ ამი­ტომ ჩა­მო­ვე­დი, ხვალ თქვენ­თა­ნაც მო­ვალ სა­ლო­ცავ­ში, სა­დაც სა­ჭი­რო არის, დავ­სხდეთ სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ . ამის გა­რან­ტია ჩვენც ვართ, თქვენც ხართ. ამის შემ­დეგ თუ ვინ­მე გა­ბე­დავს ჩემ­გა­ნაც იქ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და თქვენ­გა­ნაც “, - აღ­ნიშ­ნა ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ბუკ­ნა­რის სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ . მათი თქმით, მან „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტუ­სი, რა­საც მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

"დი­რექ­ტო­რის სა­კი­თხი, რომ­ლის „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტუს­მა გა­მო­იწ­ვია ეს ამ­ბა­ვი. ჩვენ არ ვა­პი­რებთ იმ სკო­ლა­ში ბავ­შვის გაშ­ვე­ბას, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც არის მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი და ფიქ­რობს, რომ ჩვენ ვართ თათ­რე­ბი, გა­სა­რე­კი სოფ­ლი­დან. ჩვენ არ ვართ თათ­რე­ბი, ჩვენ ვართ ქარ­თვე­ლე­ბი. ის დი­რექ­ტო­რი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და ახა­ლი და­ი­ნიშ­ნოს“, - აცხა­დე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

დე­პუ­ტა­ტის შე­ფა­სე­ბით, ეს გან­ცხა­დე­ბა არას­წო­რია . მისი თქმით, მოხ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის შეს­წავ­ლა.

"ამ სა­კითხს გა­არ­კვე­ვენ, ბა­ტო­ნი მერი საქ­მის კურ­სშია. ამ საქ­მეს თუ გა­მო­ძი­ე­ბა დას­ჭირ­და, ესეც მოხ­დე­ბა. ყვე­ლა თა­ვის საქ­ცი­ელ­ზე აგებს პა­სუხს. ჩვენ ჯერ გა­დავ­დგათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რომ სო­ფელ­ში შე­ვა­რი­გოთ ეს ხალ­ხი, გა­ვაგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ ხალ­ხმა ილო­ცოს თა­ვი­ანთ სა­ლო­ცა­ვებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომემტარი
2

მშიშრები ვართ და ვიმკით!!!

ქართველი
7

კარგია თუ შერიგდენ, გასაყოფი არაფერი არ აქვთ-კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო ნათქვამია, თუ ადამიანები სხვას არ უშავენენ არაფერს რაც უნდა ის აკეთონ, გინდ მეჩეთში ილოცინ გინდ სინაგოგაში... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა

ჩოხატაურის მერიაში დასრულდა შეხვედრა, რომელსაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის მუფტი, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ესწრებოდნენ.

როგორც მუფტმა აღნიშნა, პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიცული ლოცვა შესრულდება.

ვასილ ჩიგოგიძის თქმით, საკითხი უნდა მოგვარდეს და განურჩევლად რელიგიისა ადამიანებს შორის სიყვარული და მეგობრობა უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენ გვინდა რომ სოფელში გაუგებრობა არ მოხდეს, ყველამ გააგრძელოს ძმური ურთიერთობა. დავაყენეთ საკითხი, რომ ხვალიდან დავიწყოთ ეს საკითხი, ჩართულები ვართ და სწორედ ამიტომ ჩამოვედი, ხვალ თქვენთანაც მოვალ სალოცავში, სადაც საჭირო არის, დავსხდეთ სიყვარული და მეგობრობა გავაგრძელოთ . ამის გარანტია ჩვენც ვართ, თქვენც ხართ. ამის შემდეგ თუ ვინმე გაბედავს ჩემგანაც იქნება რეაგირება და თქვენგანაც “, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

აქციის მონაწილეები ბუკნარის სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ . მათი თქმით, მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა სტატუსი, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.

"დირექტორის საკითხი, რომლის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია ეს ამბავი. ჩვენ არ ვაპირებთ იმ სკოლაში ბავშვის გაშვებას, რომლის ხელმძღვანელიც არის მუსლიმების წინააღმდეგი და ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ თათრები, გასარეკი სოფლიდან. ჩვენ არ ვართ თათრები, ჩვენ ვართ ქართველები. ის დირექტორი უნდა გათავისუფლდეს და ახალი დაინიშნოს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დეპუტატის შეფასებით, ეს განცხადება არასწორია . მისი თქმით, მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა.

"ამ საკითხს გაარკვევენ, ბატონი მერი საქმის კურსშია. ამ საქმეს თუ გამოძიება დასჭირდა, ესეც მოხდება. ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს. ჩვენ ჯერ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, რომ სოფელში შევარიგოთ ეს ხალხი, გავაგრძელოთ ურთიერთობები, რომ ხალხმა ილოცოს თავიანთ სალოცავებში“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

როგორ გამოიყურება ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ძვირადღირებული გარდერობი - ნუნუკა თამაზაშვილის დრესკოდი

სენაკში მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახი მამა-პაპისეულ სახლს ყიდის - მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია"