წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი
რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი

ჩემ­თვის სა­გუ­ლის­ხმოა, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ია­კობ ბრეგ­ვა­ძის გუ­შინ­დე­ლი ვი­ზი­ტი და ბუ­ნებ­რი­ვია, დღეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­თან კი­თხვე­ბი მექ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ თენ­გიზ ბარ­ბა­ქა­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა არი­გებს, თუ რო­გო­რი ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. ამას­თან, ფო­ფხა­ძის თქმით, ფო­ტოგ­რა­ფის ჩვე­ნე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­საც არ ემ­თხვე­ვა და სა­სა­მარ­თლო­შიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად სა­უბ­რობს.

„ია­კობ ბრეგ­ვა­ძეს არა­ვის სა­ხე­ლი და გვა­რი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, ზო­გა­დად ისა­უბ­რა, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­შიც ცრუ­ობ­და, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბიც ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. აქ მო­ვი­და და აქ კი­დევ სულ სხვა რამე თქვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ადა­მი­ა­ნი ცრუ­ობს. წინა პრო­ცეს­ზე დას­რულ­და პრო­კუ­რო­რის მიერ პირ­და­პი­რი და­კი­თხვის წე­სით მისი და­კი­თხვა, ჩვენ ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვის წე­სით დავ­კი­თხავთ, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სი­მარ­თლე ამო­ტივ­ტივ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლოს, თუმ­ცა, ეშ­ლე­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა არ არის ვინ­მე და­ი­სა­ჯოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა პირ­ველ რიგ­ში ისაა, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დეს. ჩემ­თვის სა­გუ­ლის­ხმოა, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ია­კობ ბრეგ­ვა­ძის გუ­შინ­დე­ლი ვი­ზი­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, დღეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­თან კი­თხვე­ბი მექ­ნე­ბა. მე ად­ვო­კა­ტი ვარ და ეჭ­ვის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა მაქვს, მე­ო­რე დღეს, ად­ვო­კა­ტებ­მა ჯვა­რე­დი­ნი წე­სით უნდა და­კი­თხონ და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ადის, მა­ინც და მა­ინც ახლა მო­უნ­და ვი­ზი­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და დღეს მი­ეყ­ვა­ნათ?

სულ არი­გე­ბენ, მაგ­რამ ეს ბიჭი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ა­რი­გეს, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია ყო­ფი­ლი­ყო. და­რი­გე­ბუ­ლი რომ არის, ეს ნა­თე­ლია.

ის ერთ-ერთ ძი­რი­თად მოწ­მედ ით­ვლე­ბა სხვა მოწ­მე­ებ­თან ერ­თად, მათ შო­რის, სხვა ძი­რი­თად მოწ­მე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ცრუ­ო­ბენ, ეს ერთ-ერთი ამო­მა­ვა­ლი წერ­ტი­ლია. ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არ ემ­თხვე­ვა, ვი­ნა­ი­დან პრო­ცეს­ზე რაც ისა­უბ­რა, გა­მო­კი­თხვის ოქ­მებ­ში სა­ერ­თოდ არ იყო, ყვე­ლა­ფერს ცვლის. რას, რო­გორ აკე­თებს, თა­ვად არ იცის, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რის სტრა­ტე­გი­აა ასე­თი. ია­კობ ბრეგ­ვა­ძე რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა მას იყე­ნებს, ცდი­ლობს, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნოს, ეს აშ­კა­რაა“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ.

ია­კობ ბრეგ­ვა­ძის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ბრეგ­ვა­ძეს ჩვე­ნე­ბე­ბი არ შე­უც­ვლია. რო­გორც ჭკა­დუა გან­მარ­ტავს, მან გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა და ის დღე­საც მზად არის, ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გას­ცეს.

„ჩვე­ნე­ბის შეც­ვლას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ძა­ლი­ან კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი თო­თო­ე­უ­ლი მისი ჩვე­ნე­ბა, ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ორ­ჯერ არის და­კი­თხუ­ლი, მე­ო­რე და­კი­თხვი­სას უბ­რა­ლოდ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა. ის უპა­სუ­ხებს ყვე­ლა კი­თხვას, რაც დას­მუ­ლი იქ­ნე­ბა, ია­კო­ბი უკვე ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რე­ბის მიერ და­კი­თხუ­ლია, მხო­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლია დაც­ვის კი­თხვე­ბი. მან ყვე­ლა კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი და დღე­საც მზად არის, გას­ცეს პა­სუ­ხე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ის ასე­ვე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და ია­კობ ბრეგ­ვა­ძე გუ­შინ სა­ღა­მოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ჭკა­დუ­ას თქმით, ბრეგ­ვა­ძეს მისი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის გა­ნა­თე­ბის წა­მო­ღე­ბა სურ­და უწყე­ბი­დან, რაც მას პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ­დელ ამ­ბავს, თუ რა­ტომ არ ვი­ყა­ვი მას­თან ერ­თად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ის არ იკი­თხე­ბო­და, მას ფო­ტო­ა­პა­რა­ტის გა­ნა­თე­ბა სჭირ­დე­ბო­და, რად­გან ეს მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ავუხ­სე­ნი, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო არ დას­რულ­დე­ბო­და, არ და­უბ­რუ­ნებ­დნენ, მან მა­ინც თხო­ვა უწყე­ბას და მათ­გან უარი მი­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

რო­გორც ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ გუ­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­ზი­ტი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში იმის­თვის მი­ვი­და, რომ გა­ერ­კვია, რო­დის და­უბ­რუ­ნე­ბენ ნივ­თებს, რო­მე­ლიც ჩა­მო­არ­თვეს.

“ჩა­მო­მარ­თვეს კა­მე­რა და ტე­ლე­ფო­ნი და მა­გის გა­სარ­კვე­ვად ვი­ყა­ვი, რო­დის და­მიბ­რუ­ნე­ბენ. არ ვიცი, რო­დის და­მიბ­რუ­ნე­ბენ, არ უთ­ქვამთ, ალ­ბათ პრო­ცე­სი, როცა დას­რულ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნუგ­ზარ ჭი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. ოქ­როს მოწ­მემ, ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში წინა სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა.

რო­გორც ჭი­ტა­ძე გან­მარ­ტავს, ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან მოწ­მის დის­კრე­დი­ტა­ცია მხო­ლოდ იმ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვი­დან აი­რი­დონ.

„დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ბრალ­დე­ბის მხა­რე მოწ­მე ი.ბ.-ს და­კი­თხვით გა­აგ­რძე­ლებს, რო­მე­ლიც ჩვენ მიერ პირ­და­პი­რი წე­სით და­ი­კი­თხა. მან და­ა­დას­ტუ­რა ქა­ლაქ მცხე­თა­ში ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მოვ­ლე­ნე­ბი და აღ­წე­რა. მას­თან ასე­ვე მოხ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და დე­ტა­ლუ­რად მოხ­და მისი მხრი­დან აღ­წე­რი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მოწ­მემ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, თუ ვის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს ის არ იც­ნობ­და და აღ­წე­რა მათი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, რა­შიც მათ ბრა­ლი ედე­ბათ.

ასე­ვე დღე­ვან­დელ სა­სამ­რთლო პრო­ცეს­ზე ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი და­ი­კი­თხე­ბა, რო­მე­ლიც მის მიერ გა­ცე­მუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რებს, მას ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე აქვს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს.

დაც­ვის მხა­რის ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა მოწ­მე­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ზე, მიზ­ნად ისა­ხავს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არი­დე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია, დაც­ვის უფ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა“, - აცხა­დებს ჭი­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ფო­ტოგ­რა­ფი ია­კობ ბრეგ­ვა­ძე ე.წ. ოქ­როს მოწ­მეა. საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 5 პირს ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მაში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
0

მოკლედ რაა, სადღაც ""პადვალში " გახსნილი უნივერსიტეტების მიერ გამოშვებულ ადვოკატებს, ექიმებს, და ა.შ. მაგარი გაქანება აქვს ამ ქვეყანაშიი!:((

სირცხვილია
0

ადვოკატიც ისეთივე გარეწარია, როგორც თავად ბრეგვაზე. მოგეკითხებათ უფლისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი

რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი

ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში პროკურატურაში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, იაკობ ბრეგვაძეს პროკურატურა არიგებს, თუ როგორი ჩვენება მისცეს. ამასთან, ფოფხაძის თქმით, ფოტოგრაფის ჩვენებები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსაც არ ემთხვევა და სასამართლოშიც განსხვავებულად საუბრობს.

„იაკობ ბრეგვაძეს არავის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, ზოგადად ისაუბრა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც ცრუობდა, ვინაიდან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. აქ მოვიდა და აქ კიდევ სულ სხვა რამე თქვა. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ცრუობს. წინა პროცესზე დასრულდა პროკურორის მიერ პირდაპირი დაკითხვის წესით მისი დაკითხვა, ჩვენ ჯვარედინი დაკითხვის წესით დავკითხავთ, ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე ამოტივტივდება და ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს, თუმცა, ეშლებათ, საზოგადოების დაკვეთა არ არის ვინმე დაისაჯოს, საზოგადოების დაკვეთა პირველ რიგში ისაა, რომ სიმართლე დადგინდეს. ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფლება მაქვს, მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ?

სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ეს ნათელია.

ის ერთ-ერთ ძირითად მოწმედ ითვლება სხვა მოწმეებთან ერთად, მათ შორის, სხვა ძირითად მოწმეებში, რომლებიც ცრუობენ, ეს ერთ-ერთი ამომავალი წერტილია. ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ არ ემთხვევა, ვინაიდან პროცესზე რაც ისაუბრა, გამოკითხვის ოქმებში საერთოდ არ იყო, ყველაფერს ცვლის. რას, როგორ აკეთებს, თავად არ იცის, მაგრამ პროკურატურის სტრატეგიაა ასეთი. იაკობ ბრეგვაძე რა ინფორმაციის მატარებელია, ჩემთვის უცნობია, მაგრამ პროკურატურა მას იყენებს, ცდილობს, რომ წარმატებით გამოიყენოს, ეს აშკარაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრეგვაძეს ჩვენებები არ შეუცვლია. როგორც ჭკადუა განმარტავს, მან გამოძიების ეტაპზე გარკვეული დეტალები დააზუსტა და ის დღესაც მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება, ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა. ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება, იაკობი უკვე ამ სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ დაკითხულია, მხოლოდ დარჩენილია დაცვის კითხვები. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის, გასცეს პასუხები“, - განაცხადა ჭკადუამ.

ის ასევე განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ საღამოს პროკურატურაში. ჭკადუას თქმით, ბრეგვაძეს მისი ფოტოაპარატის განათების წამოღება სურდა უწყებიდან, რაც მას პროფესიული საქმიანობისთვის სჭირდებოდა.

„რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, თუ რატომ არ ვიყავი მასთან ერთად პროკურატურაში, ის არ იკითხებოდა, მას ფოტოაპარატის განათება სჭირდებოდა, რადგან ეს მისი პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მას ავუხსენი, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა, არ დაუბრუნებდნენ, მან მაინც თხოვა უწყებას და მათგან უარი მიიღო“, - განაცხადა ჭკადუამ.

როგორც იაკობ ბრეგვაძემ გუშინ პროკურატურაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში იმისთვის მივიდა, რომ გაერკვია, როდის დაუბრუნებენ ნივთებს, რომელიც ჩამოართვეს.

“ჩამომართვეს კამერა და ტელეფონი და მაგის გასარკვევად ვიყავი, როდის დამიბრუნებენ. არ ვიცი, როდის დამიბრუნებენ, არ უთქვამთ, ალბათ პროცესი, როცა დასრულდება”, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში წინა სხდომაზე დეტალურად აღწერა ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა.

როგორც ჭიტაძე განმარტავს, ადვოკატების მხრიდან მოწმის დისკრედიტაცია მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ დაკავებულებმა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდების მხარე მოწმე ი.ბ.-ს დაკითხვით გააგრძელებს, რომელიც ჩვენ მიერ პირდაპირი წესით დაიკითხა. მან დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები და აღწერა. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება და დეტალურად მოხდა მისი მხრიდან აღწერილი თითოეული ის ქმედება, რომელიც ბრალდებულებმა განახორციელეს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ.

ასევე დღევანდელ სასამრთლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი დაიკითხება, რომელიც მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებს, მას ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე აქვს ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ავტომაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე, მიზნად ისახავს ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას. შესაბამისად, მათი განცხადებები ბუნებრივია, დაცვის უფლებიდან გამომდინარეა“, - აცხადებს ჭიტაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ე.წ. ოქროს მოწმეა. საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

"მოსამართლე წუმპეშია ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს" - როგორ ეხმაურებიან შაქარაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მსჯავრდებულთა ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამი პირისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა - რა ვითარებაა მცხეთის სასამართლოში?

ჩუბინიძე იხსენებს, როგორ მოახდინა ბერას მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება - "ეს იყო 2010 წლის ბოლო... ჩემი მოვალეობა იყო და ჩავერთე"