კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა
თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა

ბოლო პე­რი­ოდ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არა­ერ­თხელ გახ­დნენ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლნი. ცოტა ხნის წინ გახ­მა­ურ­და ფაქ­ტი, რო­დე­საც ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის გია ჯა­ჯა­ნი­ძი­სა და ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის სა­ხელს ამე­რი­კის ყალ­ბი ვი­ზე­ბის დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით იყე­ნებ­დნენ. მა­შინ თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს. ახ­ლა­ხანს კი ცნო­ბი­ლი გახ­და ახა­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ - "ლა­ტა­რია", რომ­ლის მსხვერ­პლი ლელა წურ­წუ­მია და სოფო ნი­ჟა­რა­ძე გახ­დნენ, გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რია და მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყავს.

ერთი თვის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" სოფო ნი­ჟა­რა­ძის ყალ­ბი გვერ­დით ლა­ტა­რია შედ­გა. გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა უხმო ვი­დეო, სა­დაც სოფო ნი­ჟა­რა­ძე და მომ­ღე­რა­ლი გიგი ადა­მაშ­ვი­ლი ჩან­დნენ. მომ­ღერ­ლის ყალ­ბი გვერ­დი ითხოვ­და, რომ გულ­შე­მატ­კივ­რებს ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­ე­წე­რათ ნე­ბის­მი­ე­რი რი­ცხვი, შემ­დგომ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ კონ­კრე­ტულ სა­იტ­ზე, შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შე­არ­ჩევ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბულს, რო­მე­ლიც მი­ი­ღებ­და 5 ათას დო­ლარს. ფეიკ-გვერ­დი "ლა­ტა­რი­ის" დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­უქ­მდა.

თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შემ­დე­გი მსხვერ­პლი ლელა წურ­წუ­მია აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, მისი სა­ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ყალ­ბი გვერ­დი მხო­ლოდ ფულს არა, მან­ქა­ნას და ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივ­თებ­საც ათა­მა­შებ­და. მათი მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ხალ­ხს კი, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რათ.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ხალ­ხი ბრმად და­ი­ჯე­რებ­და ყალ­ბი გვერ­დის მიერ გა­თა­მა­შე­ბულ ლა­ტა­რი­ას, თუმ­ცა, დღეს საქ­მემ იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო, რომ საქ­მით პო­ლი­ცია და­ინ­ტე­რეს­და:

- ლე­ლას ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე, ასე­ვე ჩემს ფე­ის­ბუქ­ზე ყო­ველ­დღე გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ სქ­რი­ნებს, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რა­ღაც გა­თა­მა­შე­ბა და ხალ­ხი ვი­თომ ფულს იგებ­და. თა­ვი­დან არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, ვნა­ხე ეს ვი­თომ გა­თა­მა­შე­ბის ლა­ი­ვი, ლე­ლას სა­ხე­ლით შექ­მნილ ყალბ გვერ­დზე, თა­ნაც ვი­დეო, რო­მელ­საც უშ­ვებ­დნენ ჩვე­ნი ერთი წლის წი­ნან­დე­ლი ლა­ი­ვი იყო, სრუ­ლი­ად სხვა თე­მა­ზე.

ციფ­რო­ბა­ნა ჰქვია გა­და­ცე­მას, რა­ღაც ციფ­რებს წერს ხალ­ხი კო­მენ­ტა­რებ­ში და შემ­დეგ სა­იტ­ზე სთა­ვა­ზო­ბენ რე­გის­ტრა­ცი­ას, რის შემ­დე­გაც ფულს აჭ­რი­ან.

თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დე, რომ ლე­ლას აქვს ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, რო­მელ­საც აქვს ლურ­ჯი ნი­შა­ნი, ე.წ ვე­რი­ფი­კა­ცია. იმ­დე­ნი მწერ­და, მივ­ხვდი, რომ ეს ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ უყუ­რებს სად და რას თა­მა­შო­ბენ. ლე­ლას "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზეც დავ­წე­რეთ და მეც ჩა­ვერ­თე ლა­ივ­ში ჩემი პრო­ფი­ლი­დან. ამის შემ­დეგ ლე­ლას პო­ლი­ცი­ი­დან და­უ­რე­კეს და და­კი­თხვა­ზე დაგ­ვი­ბა­რეს.

ეს უკვე თა­მა­ში აღარ არის, გან­წყო­ბებს ქმნი­ან ჩვენს მი­მართ, ვი­ღა­ცებს ჰგო­ნი­ათ, რომ ფული გვაქვს მათ­თვის მი­სა­ცე­მი. მე­უბ­ნე­ბი­ან რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი თა­ვი­ანთ ჯგუ­ფებ­ში აზი­ა­რე­ბე­ნო, ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი. მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა, ბიჭო, ჩემ­მა ნაც­ნობ­მა თქვე­ნი გა­თა­მა­შე­ბა მო­ი­გო და ფული თქვენ უნდა მის­ცე­თო?

- თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც ფულს იგებ­დნენ?

- ყვე­ლა­ფერს. ყალბ სა­ი­ტებს რომ ვა­სა­ჩივ­რებ­დით, ცვლიდ­ნენ და ახალ-ახალ სა­ი­ტებს ქმნიდ­ნენ. ეს უკვე ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან გვაქვს საქ­მე და ერთი კაცი ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

- რა მა­სა­ლე­ბი გაქვთ პო­ლი­ცი­ის­თვის?

- ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა დაგ­ვიგ­როვ­და - ლე­ლას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორს აქვს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ყვე­ლა­ფერს მი­ვაწ­ვდით პო­ლი­ცი­ას.

- პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდით თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი?

- დიახ, პირ­ვე­ლად გვაქვს ასე­თი შემ­თხვე­ვა. ისეთ სა­ხე­ებს ირ­ჩე­ვენ ვინც ძა­ლი­ან დიდ ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს ხალ­ხში. თა­ვი­დან ლე­ლამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და და­წე­რა არ ენ­დო­თო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო და­წე­რა არ შვე­ლის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვ.ტ
34

ბარიგებო,თქვენი მოგონილია ეს სქემა

ილია
2

აუ რამდენი სულელია რა. იმიტოა ეს ქვეყანა კაი დღეში. მართლა ქვე ყანაა რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა

თაღლითობა ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით - ორგანიზებულმა ჯგუფმა ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუა

ბოლო პერიოდში ცნობილი ქართველები არაერთხელ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი. ცოტა ხნის წინ გახმაურდა ფაქტი, როდესაც ტელეწამყვანების გია ჯაჯანიძისა და ნოე სულაბერიძის სახელს ამერიკის ყალბი ვიზების დამზადების მიზნით იყენებდნენ. მაშინ თაღლითური ჯგუფი დააკავეს. ახლახანს კი ცნობილი გახდა ახალი თაღლითური სქემის შესახებ - "ლატარია", რომლის მსხვერპლი ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე გახდნენ, გაცილებით მასშტაბურია და მეტი დაზარალებული ჰყავს.

ერთი თვის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სოფო ნიჟარაძის ყალბი გვერდით ლატარია შედგა. გვერდზე გამოქვეყნდა უხმო ვიდეო, სადაც სოფო ნიჟარაძე და მომღერალი გიგი ადამაშვილი ჩანდნენ. მომღერლის ყალბი გვერდი ითხოვდა, რომ გულშემატკივრებს ვიდეოს კომენტარებში დაეწერათ ნებისმიერი რიცხვი, შემდგომ დარეგისტრირებულიყვნენ კონკრეტულ საიტზე, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევდნენ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებდა 5 ათას დოლარს. ფეიკ-გვერდი "ლატარიის" დასრულებისთანავე გაუქმდა.

თაღლითური სქემის შემდეგი მსხვერპლი ლელა წურწუმია აღმოჩნდა. თუმცა, მისი სახელით გაკეთებული ყალბი გვერდი მხოლოდ ფულს არა, მანქანას და ძვირადღირებულ ნივთებსაც ათამაშებდა. მათი მიერ შეთავაზებულ საიტზე დარეგისტრირებულ ხალხს კი, საბანკო ანგარიშებიდან თანხა ჩამოეჭრათ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში პროდიუსერი კახა მამულაშვილი ამბობს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ხალხი ბრმად დაიჯერებდა ყალბი გვერდის მიერ გათამაშებულ ლატარიას, თუმცა, დღეს საქმემ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ საქმით პოლიცია დაინტერესდა:

- ლელას ინსტაგრამის გვერდზე, ასევე ჩემს ფეისბუქზე ყოველდღე გვიგზავნიდნენ სქრინებს, რომ ჩვენი სახელით მიმდინარეობდა რაღაც გათამაშება და ხალხი ვითომ ფულს იგებდა. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, ვნახე ეს ვითომ გათამაშების ლაივი, ლელას სახელით შექმნილ ყალბ გვერდზე, თანაც ვიდეო, რომელსაც უშვებდნენ ჩვენი ერთი წლის წინანდელი ლაივი იყო, სრულიად სხვა თემაზე.

ციფრობანა ჰქვია გადაცემას, რაღაც ციფრებს წერს ხალხი კომენტარებში და შემდეგ საიტზე სთავაზობენ რეგისტრაციას, რის შემდეგაც ფულს აჭრიან.

თავიდანვე განვაცხადე, რომ ლელას აქვს ერთი ოფიციალური გვერდი, რომელსაც აქვს ლურჯი ნიშანი, ე.წ ვერიფიკაცია. იმდენი მწერდა, მივხვდი, რომ ეს ხალხი საერთოდ არ უყურებს სად და რას თამაშობენ. ლელას "ინსტაგრამის" გვერდზეც დავწერეთ და მეც ჩავერთე ლაივში ჩემი პროფილიდან. ამის შემდეგ ლელას პოლიციიდან დაურეკეს და დაკითხვაზე დაგვიბარეს.

ეს უკვე თამაში აღარ არის, განწყობებს ქმნიან ჩვენს მიმართ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ფული გვაქვს მათთვის მისაცემი. მეუბნებიან რომ ბევრი ადამიანია ჩართული თავიანთ ჯგუფებში აზიარებენო, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. მეგობარმა დამირეკა, ბიჭო, ჩემმა ნაცნობმა თქვენი გათამაშება მოიგო და ფული თქვენ უნდა მისცეთო?

- თქვენს შემთხვევაშიც ფულს იგებდნენ?

- ყველაფერს. ყალბ საიტებს რომ ვასაჩივრებდით, ცვლიდნენ და ახალ-ახალ საიტებს ქმნიდნენ. ეს უკვე ორგანიზებულ ჯგუფთან გვაქვს საქმე და ერთი კაცი ამას ვერ მოახერხებდა.

- რა მასალები გაქვთ პოლიციისთვის?

- ძალიან ბევრი მასალა დაგვიგროვდა - ლელას ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორს აქვს სრული ინფორმაცია და ყველაფერს მივაწვდით პოლიციას.

- პირველად აღმოჩნდით თაღლითობის მსხვერპლი?

- დიახ, პირველად გვაქვს ასეთი შემთხვევა. ისეთ სახეებს ირჩევენ ვინც ძალიან დიდ ნდობას იმსახურებს ხალხში. თავიდან ლელამ ყურადღება არ მიაქცია და დაწერა არ ენდოთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო დაწერა არ შველის.

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას