მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება და მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისის მიღება 1-ელი თებერვლიდან აღდგება
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება და მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისის მიღება 1-ელი თებერვლიდან აღდგება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყვე­ლა სა­ხის შე­ზღუ­დუ­ლი სერ­ვი­სი 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან გა­ნაგ­რძობს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან შეძ­ლე­ბენ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლას.

„პირ­ველ თე­ბერ­ვლამ­დე კვლავ შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ფარ­გლებს გა­რეთ მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა (გარ­და სა­ბა­ჟო სა­წყო­ბის ზო­ნი­სა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (დი­ლე­რი/ცენ­ტრი) კომ­პა­ნი­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე). ასე­ვე, დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში.

ამ ეტაპ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო შემ­დეგ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას:

მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თონ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბის, რე­ექ­სპორ­ტის, ექ­სპორ­ტი­სა და რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მხო­ლოდ ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს, პა­რას­კევ­სა და შა­ბათს. მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­სა­ცემ ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის მიერ, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით (sa.gov.ge). მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში მზა დო­კუ­მენ­ტი გა­ი­ცე­მა გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბულ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში, კვი­რის შემ­დეგ დღე­ებ­ში: ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს, პა­რას­კევ­სა და შა­ბათს.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტის­გან, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ად­გილ­ზე სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ცხად­დნენ პირ­ბა­დით, თან­მხლე­ბი პი­რე­ბის გა­რე­შე“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება და მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისის მიღება 1-ელი თებერვლიდან აღდგება

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩატარება და მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისის მიღება 1-ელი თებერვლიდან აღდგება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ელი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქეები პირველი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

„პირველ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ასევე, დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტო შემდეგ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას:

მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში - ვინ არის მისი ავტორი? (ფოტო)

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება