მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის მიერ საქველმოქმედოდ გადაცემული კომპანიების ნაწილი ზარალიანია - რომელ აქტივებზეა საუბარი?
ივანიშვილის მიერ საქველმოქმედოდ გადაცემული კომპანიების ნაწილი ზარალიანია - რომელ აქტივებზეა საუბარი?

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი ფონდ "ქარ­თუს" სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დას­ცა.

სა­უ­ბა­რია იმ ბიზ­ნე­სებ­სა და ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ფლობ­და. მფლო­ბე­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ებ­ში ძი­რი­თა­დად გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს და­ფიქ­სირ­და რე­ესტრში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ქარ­თუს“ ბა­ლანსზე ჯამ­ში 26 ობი­ექ­ტი გა­და­ა­ფორ­მა, 2 ობი­ექ­ტი კი გა­და­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­შია.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და თუ რა ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს იმ რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ფონდს გა­დას­ცა და რომ­ლე­ბიც მსხვილ პრო­ექ­ტებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გორც ან­გა­რიშ­გე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ამ კომ­პა­ნი­ა­თა უმე­ტე­სო­ბა ზა­რალ­ზე მუ­შა­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის, მათ შო­რის პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, „ბლექ სი რი­ვი­ე­რას“ ან­გა­რიშ­გე­ბა ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის. ზოგს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დე­ლი, კერ­ძოდ, 2017 წლის ან­გა­რიშ­გე­ბა აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და ა.შ.

მათ შო­რის, არის შპს "ბლექ სი რი­ზორთსი" (პა­რაგ­რა­ფი). სას­ტუმ­როს 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა, 2018 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებს, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის თა­ნახ­მად, შპს „ბლექ სი რი­ზორთსის“ (პა­რაგ­რა­ფი) ამო­ნა­გე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­დან - 21 209 000 ლარი იყო. მათ შო­რის ამო­ნა­გე­ბი სას­ტუმ­როს ოთა­ხე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან - 13 504 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი საკ­ვე­ბის და სას­მე­ლის გა­ყიდ­ვი­დან - 6 720 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და სპა ცენ­ტრი­დან - 839 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი სა­ო­პე­რა­ციო იჯა­რი­დან - 91 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი სას­ტუმ­როს სხვა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან და სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი კი - 55 000 ლარს შე­ად­გენ­და.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 31 583 000 ლარი; მათ შო­რის და­ქი­რა­ვე­ბით მო­მუ­შა­ვე პირ­თა გა­სამ­რჯე­ლო­ე­ბის ხარ­ჯე­ბი - 4 841 000 ლარი; კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი - 2 326 000 ლარი; ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცვე­თის ხარ­ჯე­ბი - 14 833 000 ლარი იყო. ამას­თან, ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ო­პე­რა­ციო ზა­რა­ლი - 21 506 000 ლარი; ხოლო წლის სრუ­ლი ზა­რა­ლი - 21 392 000 ლარი იყო. გარ­და ამი­სა, ან­გა­რიშ­გე­ბის თა­ნახ­მად, სას­ტუმ­როს სა­კუთ­რე­ბა­ში იყო - 215 046 000 ლა­რის აქ­ტი­ვე­ბი იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
19

"ელისაშვილი: მოლაპარაკებების დეტალები შეიძლება არცკი იცოდა ივანიშვილმა" ---- vazelin

ჟორა გაბრიჭიძე
31

5 000 წლიანი ოქროს მაღაროს დანგრევა ვერაფრით ანაზღაურდება, გარდა ყველა იმ ახვართა დასჯისა, ვინც ამ ვანდალიზმში და მავნებლობაში დაიდო წილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ივანიშვილის მიერ საქველმოქმედოდ გადაცემული კომპანიების ნაწილი ზარალიანია - რომელ აქტივებზეა საუბარი?

ივანიშვილის მიერ საქველმოქმედოდ გადაცემული კომპანიების ნაწილი ზარალიანია - რომელ აქტივებზეა საუბარი?

პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი ფონდ "ქართუს" საკუთრებაში გადასცა.

საუბარია იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. მფლობელების ცვლილება კომპანიებში ძირითადად გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა რეესტრში. ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ფინანსური მაჩვენებლები აქვს იმ რამდენიმე ძირითად კომპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ფონდს გადასცა და რომლებიც მსხვილ პროექტებთანაა დაკავშირებული. როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ამ კომპანიათა უმეტესობა ზარალზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანიის, მათ შორის პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებული კომპანიების, „ბლექ სი რივიერას“ ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ზოგს რამდენიმე წლის წინანდელი, კერძოდ, 2017 წლის ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული და ა.შ.

მათ შორის, არის შპს "ბლექ სი რიზორთსი" (პარაგრაფი). სასტუმროს 2019 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს. რაც შეეხება, 2018 წლის მაჩვენებლებს, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, შპს „ბლექ სი რიზორთსის“ (პარაგრაფი) ამონაგები მომსახურების გაწევიდან - 21 209 000 ლარი იყო. მათ შორის ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 13 504 000 ლარს; ამონაგები საკვების და სასმელის გაყიდვიდან - 6 720 000 ლარს; ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 839 000 ლარს; ამონაგები საოპერაციო იჯარიდან - 91 000 ლარს; ამონაგები სასტუმროს სხვა დეპარტამენტებიდან და სხვა შემოსავლები კი - 55 000 ლარს შეადგენდა.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გაწეული მომსახურების თვითღირებულება - 31 583 000 ლარი; მათ შორის დაქირავებით მომუშავე პირთა გასამრჯელოების ხარჯები - 4 841 000 ლარი; კომუნალური ხარჯები - 2 326 000 ლარი; ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები - 14 833 000 ლარი იყო. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, საოპერაციო ზარალი - 21 506 000 ლარი; ხოლო წლის სრული ზარალი - 21 392 000 ლარი იყო. გარდა ამისა, ანგარიშგების თანახმად, სასტუმროს საკუთრებაში იყო - 215 046 000 ლარის აქტივები იყო...წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას იწყებს - მერიაში ამბობენ, რომ ნებართვა გაცემული არ არის

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდგინდა - "პატარების მერე მთელ ოჯახს გვეწვია კორონა"