მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბანში მამაკაცს, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებაში, დედა და 2 ახლობელი ქალი დაეხმარა - დაკავებულია 4 ადამიანი
გარდაბანში მამაკაცს, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებაში, დედა და 2 ახლობელი ქალი დაეხმარა - დაკავებულია 4 ადამიანი

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე, 4 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შს სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ე.ბ.-მ თა­ვი­სი­ვე დე­დი­სა და 2 ახ­ლო­ბე­ლი ქა­ლის დახ­მა­რე­ბით, ცო­ლად შერ­თვის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან თა­ნა­სოფ­ლელ გო­გოს - 2005 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ბ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე, 4 პირი: 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ბ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ც.ა., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ე.ბ.-მ თა­ვი­სი­ვე დე­დი­სა და 2 ახ­ლო­ბე­ლი ქა­ლის დახ­მა­რე­ბით, ცო­ლად შერ­თვის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან თა­ნა­სოფ­ლელ გო­გო­ნას - 2005 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ბ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა.

პო­ლი­ცი­ამ ოთხი­ვე პირი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ არას­რულ­წლოვ­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა" და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

მადლობა ღმერთს, აზერი გოგოები თავისუფლებისაკენ მოდიან, აღარ უნდათ შუსაუკუნოებრივი სიბნელე და უაზრო მორჩილება თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

Simartle
0

მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, არ მაინტერესებს ეთნიკური უმცირესობა, საქართველოს კონსტიტუცია უზენაესია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გარდაბანში მამაკაცს, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებაში, დედა და 2 ახლობელი ქალი დაეხმარა - დაკავებულია 4 ადამიანი

გარდაბანში მამაკაცს, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცებაში, დედა და 2 ახლობელი ქალი დაეხმარა - დაკავებულია 4 ადამიანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

"არაფერს ლაპარაკობდა, ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა, ოჯახის მხრიდან ძალადობას გამოვრიცხავ" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს