საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - რა თანხას იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის და როგორ შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას შვილები
"ჩვენს განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - რა თანხას იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის და როგორ შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას შვილები

ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც ამ მი­ლი­არ­დნა­ხევ­რის მიღ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი სახ­სრე­ბის სა­ხით არ­სე­ბობ­და, - ასე პა­სუ­ხობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჟურ­ნალ Entrepreneur-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­თხვას - რა ფი­ნან­სურ რე­სურს იტო­ვებს ის და მისი ოჯა­ხი პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, შვი­ლებს უტო­ვებს იმ­დენს, რომ მათ არ და­კარ­გონ ახ­ლის შექ­მნის, სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია, რა­შიც დი­ვი­დენ­დე­ბის იმე­დად ცხოვ­რე­ბა, შე­საძ­ლოა, ხე­ლის­შემ­შლე­ლიც კი ყო­ფი­ლი­ყო.

„ეს მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას. სწო­რედ ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო გა­სუ­ლი წლის 30-31 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც თქვენს მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი გა­და­ვი­და ფონ­დის გან­კა­რუ­ლე­ბა­ში და ეს პრო­ცე­სი ეტაპ-ეტაპ შე­უქ­ცე­ვა­დად გაგ­რელ­დე­ბა. ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც ამ მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რის მიღ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი სახ­სრე­ბის სა­ხით არ­სე­ბობ­და. შვი­ლებს ვუ­ტო­ვებ იმ­დენს, რომ მათ არ და­კარ­გონ ახ­ლის შექ­მნის, სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია, რა­შიც დი­ვი­დენ­დე­ბის იმე­დად ცხოვ­რე­ბა, შე­საძ­ლოა, ხე­ლის­შემ­შლე­ლიც კი ყო­ფი­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რო­გორ შეხ­ვდნენ შვი­ლე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ ისი­ნი სრუ­ლი­ად იზი­ა­რე­ბენ მის მიდ­გო­მას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მათ­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღო.

ასევე დაგაინტერესებთ
17:09 / 11-01-2021

ქონების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს" გადასცა - "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", შპს "ბიზნეს ცენტრი" და ა.შ.

11:38 / 12-01-2021

ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს" ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია - როგორ გამოიყურება სია

23:16 / 12-01-2021

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

12:04 / 13-01-2021

რა პირობით გადასცა ივანიშვილმა ქონება "ფონდ ქართუს" და რა ელის ამ აქტივებს? -  "იმედია, არ მოხდება ზარალიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა და მათი ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება"

„მი­ხა­რია, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ. მთა­ვა­რი, რაც მათ მი­ვე­ცი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბაა და რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­ჩე­ვა­ნის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გვსურ­და, თა­ვად შე­ერ­ჩი­ათ მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო, რად­გან წარ­მა­ტე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გუ­ლით გიყ­ვარ­დეს ის საქ­მე, რა­საც აკე­თებ და ემ­სა­ხუ­რე­ბი. ჭარბ ფულ­ზე კი, ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ისი­ნიც იზი­ა­რე­ბენ და ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რო­ბენ. სხვა­თა შო­რის, ჭარ­ბი ფუ­ლის ჭარბ წო­ნას­თან შე­და­რე­ბის პა­სა­ჟიც ამო­ი­ღო თქვენს მიერ ნახ­სე­ნე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­დან „ვე­დო­მოსტმა“ და არც „ფორბსმა“ და­ბეჭ­და ეს აქ­ცენ­ტი, რო­მელ­საც იმა­ვე 2005 წელს მი­ვე­ცი მოკ­ლე ინ­ტერ­ვიუ“ , - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 130 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოპაა
132

ესე იგი რაო ?? ეს 200 მილიონიო და მეტი ჩემი აღარც არის და აღარც მინდაო??? ნუ კი გვიყურებს როგორც ბრბოს მაგრამ ამ საქმით მთლად ნახირიც ვგინივართ.. აი ამას უკვე აღარ ველოდი.. გამეღიმა..(ოღონდ სიმწრით)

ggg
285

ganumeorebeli,qvelmokmedi adamiani.gmertma gacilebit meti mogces

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენს განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - რა თანხას იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის და როგორ შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას შვილები

"ჩვენს განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - რა თანხას იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის და როგორ შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას შვილები

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევრის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა, - ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ Entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას - რა ფინანსურ რესურს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.

„ეს მილიარდნახევარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეხვდნენ შვილები ამ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ისინი სრულიად იზიარებენ მის მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მიიღო.

„მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ. სხვათა შორის, ჭარბი ფულის ჭარბ წონასთან შედარების პასაჟიც ამოიღო თქვენს მიერ ნახსენები ინტერვიუდან „ვედომოსტმა“ და არც „ფორბსმა“ დაბეჭდა ეს აქცენტი, რომელსაც იმავე 2005 წელს მივეცი მოკლე ინტერვიუ“ , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ - "გადადგეს ნათია თურნავა"

რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება

OMV Petrom - რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს?