სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს" - სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე
"მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს" - სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პო­ლი­ტი­კი­დან სა­ბო­ლო­ოდ წას­ვლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მა.

რო­გორც ის „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 8 წე­ლია „არა­ფორ­მა­ლუ­რად მარ­თავს რეპ­რე­სი­ულ აპა­რატს“.

"გა­ვე­ცა­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის ე.წ. წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას. რამ­დენ­ჯერ უნდა ჩათ­ვა­ლოს ამ მარ­თლაც ბრიყვმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა სუ­ლე­ლად და ბრიყ­ვად. რამ­დენ­ჯერ უნდა ჩათ­ვა­ლოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არ გა­აჩ­ნია შე­ფა­სე­ბის, ანა­ლი­ზის უნა­რი?! რამ­დენ­ჯერ უნდა დაგ­ვცი­ნოს. ახლა ის ყვე­ბა იმა­ზე, რომ თურ­მე 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, კი მაგ­რამ, თუ გა­ყალბ­და, მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ნა­ი­ა­რად გა­და­ე­ცა?! ყვე­ბა, რომ ახლა არ­ჩევ­ნე­ბი კარ­გად ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც მან წა­ა­გო და იმის მა­გივ­რად, გა­და­ე­ცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოპო­ზო­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის­თვის, ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო.

ყვე­ლა­ზე მე­ტად აღ­მაშ­ფო­თა, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ თურ­მე სი­ღა­რი­ბე სა­ქარ­თვე­ლო­ში ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც უნდა შე­ვე­გუ­ოთ. ნუ­რას უკაც­რა­ვად! სი­ღა­რი­ბე არის პირ­და­პი­რი შე­დე­გი იმი­სა, რომ მან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას 5 მი­ლი­არ­დი ამო­ა­ცა­ლა ჯი­ბე­ე­ბი­დან ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სი­ღა­რი­ბე არის პირ­და­პი­რი შე­დე­გი იმი­სა, რომ მან და­ა­პა­უ­ზა და გა­ა­ჩე­რა ქვე­ყა­ნა, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა ნული პრო­ცენ­ტია. პირ­და­პი­რი შე­დე­გია იმი­სა, რომ ლა­რის კურ­სი ზუს­ტად ორ­ჯერ და­ე­ცა. პირ­და­პი­რი შე­დე­გია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იხ­რჩო­ბა ვა­ლებ­ში, მთა­ვა­რი მე­ვახ­შე და ბან­კი­რი სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლია, ის აკე­თებს ამ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ფულს. პირ­და­პი­რი შე­დე­გია იმი­სა, რომ ნე­პო­ტიზ­მია და თუ ნა­თე­სა­ვი, პატ­რო­ნი არ გყავს მის ბან­და­ში, ვე­რა­ფერს აღ­წევ. ვერ­სად ეწყო­ბი ნორ­მა­ლურ სამ­სა­ხურ­ში და კონ­ტრაქტს ვერ იღებ. ეს არის პირ­და­პი­რი შე­დე­გი უსა­მარ­თლო­ბის და უკა­ნო­ნო სის­ტე­მის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ბა­ტონ­და. პირ­და­პი­რი შე­დე­გია ფე­ო­და­ლიზ­მის, ყმე­ბად და მი­ლი­ო­ნე­რე­ბად ქვეყ­ნის და­ყო­ფის.

ამი­ტომ, არ გა­უ­ვა მას ეს გეგ­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, რო­გორც თვი­თონ მო­უ­წო­დებს, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ყა­როს. მას მარ­თლაც მო­უ­წევს წას­ვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ ფორ­მა­ლუ­რად ჩემს შნი­რებს გა­და­ვა­ბა­რე ხუ­ლი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ის მარ­თავს პრო­კუ­რო­რე­ბის, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, სუს-ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თაც ყო­ველ­თვი­უ­რად კონ­ვერ­ტით უხ­დის ხელ­ფასს და ამას არა­ფე­რი კავ­ში­რი არ აქვს არც ოფი­ცი­ა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და არც თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან. ამ­დე­ნი წე­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რად მარ­თავს რეპ­რე­სი­ულ აპა­რატს. მას მარ­თლაც მო­უხ­დე­ბა წას­ვლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხით­ვის, რო­მელ­მაც და­ა­მარ­ცხა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად მოს­ყიდ­ვის, და­ში­ნე­ბის და გა­ყალ­ბე­ბი­სა. მო­უხ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის­თვის. ასე­ვე მას მო­უხ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ქო­ნე­ბის მარ­თლაც დაბ­რუ­ნე­ბა, ეს ქო­ნე­ბა ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლოს, ეს ქო­ნე­ბა არის ბოლო 8 წლის ძარ­ცვის და თქვე­ნი დამ­ცი­რე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა არის გა­და­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი კი ფეხ­ქვეშ გა­თე­ლი­ლი. ეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­დგეს. ჩვენ მისი მო­ტყუ­ე­ბის კბი­ლი დიდი ხა­ნია მო­ვიც­ვა­ლეთ. არა მხო­ლოდ არა­ვინ მივ­დი­ვართ ამ ბრძო­ლი­დან, ბო­ლომ­დე აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თვე­ბით ამ ბრძო­ლა­ში, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ამ ურჩხუ­ლის მარ­წუ­ხე­ბის­გან. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ძალა ერ­თო­ბა­შია!“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს და პო­ლი­ტი­კი­და­ნაც მი­დის.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leo
3

და 2012წლის ოქტომბრამდე ურჩხული არ იყო?

Kosta
256

ეს ტიპი რამდენი წელია მის მიერ შემოღებულ ჩარეცხილობის ასაკს გადაცდა. შეგვეშვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს" - სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

"მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს" - სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი 8 წელია „არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს“.

"გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების, ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ახლა ის ყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა, კი მაგრამ, თუ გაყალბდა, მას ხელისუფლება რანაიარად გადაეცა?! ყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზოციური კოალიციისთვის, ჯიბეში ჩაიდო.

ყველაზე მეტად აღმაშფოთა, როდესაც ამბობს, რომ თურმე სიღარიბე საქართველოში ობიექტური რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად! სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნული პროცენტია. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი ზუსტად ორჯერ დაეცა. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში, მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნეპოტიზმია და თუ ნათესავი, პატრონი არ გყავს მის ბანდაში, ვერაფერს აღწევ. ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და კონტრაქტს ვერ იღებ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონო სისტემის, რომელიც საქართველოში გაბატონდა. პირდაპირი შედეგია ფეოდალიზმის, ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის.

ამიტომ, არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც თვითონ მოუწოდებს, საზღვარგარეთ გაყაროს. მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს შნირებს გადავაბარე ხულისუფლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, სუს-ის მეშვეობით, რომელთაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან და არც თანამდებობასთან. ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. მას მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხითვის, რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვის, დაშინების და გაყალბებისა. მოუხდება ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის. ასევე მას მოუხდება ქართველი ხალხის ქონების მართლაც დაბრუნება, ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვის და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის გადანადგურებული, ქართული ოჯახები კი ფეხქვეშ გათელილი. ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. არა მხოლოდ არავინ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია!“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

"ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც... მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ "ქართულ ოცნებას" - ალეკო ელისაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რა ნაწილში გაამტყუნა სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო

"ჩვენ გავიმარჯვეთ! სტრასბურგის სასამართლომ ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!" - თეა წულუკიანი