კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ
თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს მო­ნარ­ქს, თა­მარ მე­ფის, სა­ხელს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი მე­ფეთ­მე­ფის შვი­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ბე­ბი­ის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მისი სა­ხე­ლი უწო­დეს. თა­მა­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით – გურ­ჯი-ხა­თუ­ნი, სელ­ჩუკ­თა გა­მორ­ჩე­უ­ლი დე­დო­ფა­ლი, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი პო­ე­ტის, ჯა­ლალ ად-დინ რუ­მის, მევ­ლა­ნას, მოს­წავ­ლე და მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ.

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა თა­მა­რი კო­ნი­ა­ში და რო­გო­რი იყო სელ­ჩუკ­თა სულ­თნის მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბა უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე­სა­მე ტომ­ში ვკი­თხუ­ლობთ. მე­სა­მე ტომი 11 იან­ვრი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. აქ წა­ი­კი­თხავთ იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო თურ­ქეთ­ში, ალ­ჟირ­სა თუ მა­რო­კო­ში აღ­მოჩ­ნდნენ.

ის­ტო­რი­კოს­მა და „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ თა­ვი­სი აღ­მო­სავ­ლუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გურ­ჯი-ხა­თუ­ნის შე­სა­ხებ ძვირ­ფას ცნო­ბებს მო­უ­ყა­რა თავი. ამ­დე­ნად, გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე­სა­მე ტო­მის ერთ-ერთი გმი­რი სწო­რედ მე­ფეთ­მე­ფე თა­მა­რის შვი­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­და­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი და სელ­ჩუკ­თა დე­დო­ფა­ლია –აღ­მო­სავ­ლე­თის მზე გურ­ჯი-ხა­თუ­ნი.

დი­ნას­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა

თა­მა­რი დი­ნას­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად რუ­მის სულ­თან ყიას ედ-დინ ქეი ხუს­რევ II-ის მე­უღ­ლე გახ­და. და­ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ ქარ­თველ­მა დე­დო­ფალ­მა რუ­სუ­დან­მა თავ­და­უს­ხმე­ლო­ბის გა­რან­ტია მი­ი­ღო და სელ­ჩუკ­თა სულ­თა­ნი იმა­საც შეჰ­პირ­და, რომ მის ასულს კო­ნი­ა­ში გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ რწმე­ნას არ გა­მო­აც­ვლე­ვი­ნებ­და. „მამა-პა­პა­თა რჯუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბამ პა­ტა­რა თა­მა­რი ალ­ბათ ვერ ანუ­გე­შა, 13 წლის გო­გო­ნა სა­კუ­თარ სა­სახ­ლეს, მე­გობ­რებს, მშობ­ლებს სა­მუ­და­მოდ გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. ბრწყინ­ვა­ლე, მაგ­რამ შო­რე­ულ და ჯერ კი­დევ შე­უც­ნო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­და. ის­ნის სა­სახ­ლის თა­ღებ­ქვეშ მდგა­რი, სა­ქორ­წი­ნოდ გა­მო­წყო­ბი­ლი თა­მა­რი ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს განსჭვრეტ­და იმ დი­დე­ბულ მერ­მისს, რო­მე­ლიც მას კო­ნი­ის მზის ქვეშ ელო­და...“ – წერს გი­ორ­გი კა­ლან­დია.

ახა­ლი მო­ნე­ტა, რო­გორც მე­უღ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ნი­შა­ნი

თა­მარ­მა მა­ლე­ვე დიდი გავ­ლე­ნა მო­ი­პო­ვა სელ­ჩუ­კეთ­ში. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, 1236 წელს მის პა­ტივ­სა­ცე­მად სულ­თან­მა მო­ნე­ტაც კი მოჭ­რა. ვერ­ცხლის ახალ ნო­მი­ნალ­ზე ქეი ხუს­რევს სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე უნ­დო­და გა­მო­ე­სა­ხა და ამით მი­სად­მი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, თუმ­ცა უზე­ნა­ე­სის სურ­ვილს წინ დიდი დაბ­რკო­ლე­ბა ედგა: ის­ლა­მის კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის გა­მო­სახ­ვას სას­ტი­კად კრძა­ლავ­და. ჭა­ბუკ­მა ქეი ხუს­რევ­მა, გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით, უბ­რა­ლო მო­ნე­ტა ხე­ლოვ­ნე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის ნი­მუ­შად აქ­ცია. მარ­თლმორ­წმუ­ნე მუს­ლი­მან­მა მო­ნე­ტა ისე გა­მო­ჭე­და, რომ გუ­ლის სა­წა­დე­ლიც აის­რუ­ლა და რე­ლი­გი­ის დოგმე­ბიც არ და­არ­ღვია.

სულ­თან­მა მო­ნე­ტის წინა მხა­რეს ვარ­სკვლა­ვე­ბი ამო­აკ­ვე­თი­ნა, ვარ­სკლა­ვებს შო­რის კი მზე ჩა­ხა­ტა,რო­მელ­საც ქვეშ ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი ლომი და­უ­ყე­ნა. მარ­თლაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ მიჯ­ნურ ვაჟს ხში­რად ლომს ადა­რებ­დნენ... ვისი იდეა იყო ეს – სულ­თნის, თუ გურ­ჯი-ხა­თუნ­მა შთა­ა­გო­ნა, არა­ვინ იცის... რაც უნდა იყოს, ისე გა­მო­ვი­და, რომ ფულ­ზე მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იყო ამოტვიფ­რუ­ლი, თუმ­ცა ქეი ხუს­რევ­მა ცი­უ­რი სხე­უ­ლის დის­კო­ში ნა­ტი­ფი და მშვე­ნი­ე­რი ქა­ლის სახე ამოკ­ვე­თა – ქა­ლი­სა,რო­მე­ლიც გურ­ჯი-ხა­თუნს ძა­ლი­ან ჰგავ­და.

სა­ბე­დის­წე­რო ტყუ­ი­ლი

გურ­ჯი-ხა­თუ­ნი სულ­თანს ისე შეჰ­ყვა­რე­ბია, რომ სხვა ცო­ლებ­ზე გული აც­რუ­ე­ბია. ამის გამო გა­ბო­რო­ტე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ცოლ­მა გურ­ჯი-ხა­თუ­ნის მო­წამ­ვლაც კი სცა­და, თუმ­ცა დე­დო­ფალს ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნი სა­კუ­თარ­მა დე­დამ მი­ა­ყე­ნა.

მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბით, დედა-დე­დო­ფალ­მა რუ­სუ­დან­მა ღვთის­ში­ში და­ი­ვი­წყა და ძმის­გან ან­დერ­ძით შე­ვედ­რე­ბუ­ლი ძმის­წუ­ლი და­ვი­თი კო­ნი­ა­ში სი­ძე­სა და ასულს მო­საკ­ლა­ვად გა­უგ­ზავ­ნა. ამით სა­ქარ­თვე­ლოს დე­დო­ფალს სურ­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის ტახ­ტის კონ­კუ­რენ­ტი მო­ე­შო­რე­ბი­ნა. თუმ­ცა კო­ნი­ა­ში მო­საკ­ლა­ვად გაგ­ზავ­ნი­ლი უფ­ლის­წუ­ლი და­ვი­თი გურ­ჯი-ხა­თუნ­მა და ყიას ედ-დინ­მა ძმა­სა­ვით შე­იყ­ვა­რეს და ყვე­ლა­ნა­ი­რად მფარ­ვე­ლო­ბას უწევ­დნენ.

რუ­სუ­და­ნი არ ის­ვე­ნებ­და, ყო­ველ­მხრივ ცდი­ლობ­და, პო­ტენ­ცი­უ­რი მე­ტო­ქე რო­გორ­მე თა­ვი­დან მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა. ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, სა­ნამ მან სელ­ჩუკ სი­ძეს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­სა­და ძმის­შვილს სიძ­ვა­ში სდებ­და ბრალს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი ყიას ედ-დინი გა­აფ­თრე­ბულ ლომს და­ემ­სგავ­სა, ჭა­ბუ­კი სულ­თა­ნი გურ­ჯი-ხა­თუნს სა­სახ­ლე­ში გამ­ხე­ცე­ბუ­ლი შე­უ­ვარ­და, იმ­დე­ნად უმო­წყა­ლოდ სცე­მა, რომ მთე­ლი სხე­უ­ლი ულა­მა­ზეს თა­მარს სის­ხლის­ფრად შე­ე­ღე­ბა. შემ­დეგ ყვე­ლა ხა­ტით უ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლიკ­ვია და­უ­ლე­წა, მღვდელმსა­ხუ­რე­ბი კი და­უ­ხო­ცა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის იყო, რომ ყიას ედ-დინ­მა მე­უღ­ლეს გა­მო­უ­ცხა­და, რომ, თუ რწმე­ნას არ შე­იც­ვლი­და, მა­შინ სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­და.

მევ­ლა­ნას მოს­წავ­ლე და მფარ­ვე­ლი

გურ­ჯი-ხა­თუ­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და რჯუ­ლი შე­ეც­ვა­ლა. გულ­მო­წყა­ლე დე­დო­ფა­ლი მთელ­მა ის­ლა­მურ­მა სამ­ყა­რომ შე­იყ­ვა­რა... და მა­ინც, სამ­შობ­ლოს­გან შორს მყოფ, სარ­წმუ­ნე­ბა­შეც­ვლილ დე­დო­ფალს მშვი­დი ცხოვ­რე­ბის­თვის რა­ღაც აკ­ლდა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და იგი აღ­მო­სავ­ლე­თის უდი­დე­სი პო­ე­ტის, ჯა­ლალ ად-დინ მუ­ჰამ­მად რუ­მის, იმა­ვე მევ­ლა­ნას, სწავ­ლე­ბით. რო­გორც პრო­ფე­სო­რი მა­გა­ლი თო­დუა გან­მარ­ტავს: „რუ­მიმ მოხ­სნა ყო­ველ­გვა­რი თემი: ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, იუ­დე­ვე­ლუ­რი, მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი; გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა პი­როვ­ნე­ბა ყო­ველ­გვა­რი ზე­მა­ღა­ლი დოქ­ტრი­ნი­სა­გან და გა­მო­ა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნი იყო უფა­ლი. ამი­ტომ, თუ მევ­ლე­ველ­თა ორ­დენ­ში შე­დი­ო­დი, გქონ­და უფ­ლე­ბა, ქრის­ტი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყა­ვი და შენი ქცე­ვით გე­ღი­ა­რე­ბი­ნა მევ­ლა­ნას იდე­ო­ლო­გია“. ასე რომ, თა­მარ­მა მევ­ლა­ნას იდე­ებ­ში ხსნა და­ი­ნა­ხა, სუ­ფი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში კი ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ენა­თე­სა­ვე­ბო­და მის ქრის­ტი­ა­ნულ სულს.

გურ­ჯი-ხა­თუნს მევ­ლა­ნას სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით შე­იქ­მნა პო­ე­ტის პირ­ვე­ლი პორ­ტრე­ტი. რაც მთა­ვა­რია, სწო­რედ დე­დოფ­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აშენ­და რუ­მის აკ­ლდა­მა, რო­მე­ლიც სელ­ჩუ­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის მარ­გა­ლი­ტად ით­ვლე­ბა. გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ აკ­ლდა­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, სხვა კავ­კა­სი­ელ ოს­ტა­ტებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ასე­თი იყო გურ­ჯი-ხა­თუ­ნის, ქარ­თვე­ლი თა­მა­რის, დიდი თა­მა­რის შვი­ლიშ­ვი­ლის, ცხოვ­რე­ბა შო­რე­ულ კო­ნი­ა­ში. გურ­ჯი-ხა­თუ­ნის, ასე­ვე თურ­ქე­თის, ალ­ჟი­რი­სა თუ მა­რო­კოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოღ­ვა­წე სხვა ქარ­თვე­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე­სა­მე ტომ­ში წა­ი­კი­თხავთ.

შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 12 ტომს აერ­თი­ა­ნებს. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს.

გა­მო­ცე­მის მე­სა­მე ტომი 11 იან­ვრი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50, გა­ზეთ­თან ერ­თად – 15.00 ლარი.

Data
0

Ra dro iko, sad gadaxvewes es ulamazesi tamari.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ

თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს მონარქს, თამარ მეფის, სახელს არაერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მეფეთმეფის შვილიშვილის შესახებ, რომელსაც ბებიის საპატივცემულოდ მისი სახელი უწოდეს. თამარი, მოგვიანებით – გურჯი-ხათუნი, სელჩუკთა გამორჩეული დედოფალი, მსოფლიოში აღიარებული უდიდესი პოეტის, ჯალალ ად-დინ რუმის, მევლანას, მოსწავლე და მეგობარი გახლდათ.

როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა თამარი კონიაში და როგორი იყო სელჩუკთა სულთნის მეუღლის ცხოვრება უცხო ქვეყანაში, ამის შესახებ გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მესამე ტომში ვკითხულობთ. მესამე ტომი 11 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. აქ წაიკითხავთ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თურქეთში, ალჟირსა თუ მაროკოში აღმოჩნდნენ.

ისტორიკოსმა და „ხელოვნების სასახლის“ დირექტორმა გიორგი კალანდიამ თავისი აღმოსავლური ექსპედიციის განმავლობაში გურჯი-ხათუნის შესახებ ძვირფას ცნობებს მოუყარა თავი. ამდენად, გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მესამე ტომის ერთ-ერთი გმირი სწორედ მეფეთმეფე თამარის შვილიშვილი, რუსუდანის ქალიშვილი და სელჩუკთა დედოფალია –აღმოსავლეთის მზე გურჯი-ხათუნი.

დინასტიური ქორწინება

თამარი დინასტიური ქორწინების შედეგად რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ის მეუღლე გახდა. დანათესავების სანაცვლოდ ქართველმა დედოფალმა რუსუდანმა თავდაუსხმელობის გარანტია მიიღო და სელჩუკთა სულთანი იმასაც შეჰპირდა, რომ მის ასულს კონიაში გათხოვების შემდეგ რწმენას არ გამოაცვლევინებდა. „მამა-პაპათა რჯულის შენარჩუნებამ პატარა თამარი ალბათ ვერ ანუგეშა, 13 წლის გოგონა საკუთარ სასახლეს, მეგობრებს, მშობლებს სამუდამოდ გამოემშვიდობა. ბრწყინვალე, მაგრამ შორეულ და ჯერ კიდევ შეუცნობელ ქვეყანაში წავიდა. ისნის სასახლის თაღებქვეშ მდგარი, საქორწინოდ გამოწყობილი თამარი ალბათ ვერასოდეს განსჭვრეტდა იმ დიდებულ მერმისს, რომელიც მას კონიის მზის ქვეშ ელოდა...“ – წერს გიორგი კალანდია.

ახალი მონეტა, როგორც მეუღლის სიყვარულის ნიშანი

თამარმა მალევე დიდი გავლენა მოიპოვა სელჩუკეთში. გადმოცემის თანახმად, 1236 წელს მის პატივსაცემად სულთანმა მონეტაც კი მოჭრა. ვერცხლის ახალ ნომინალზე ქეი ხუსრევს საკუთარი მეუღლე უნდოდა გამოესახა და ამით მისადმი უსაზღვრო სიყვარული დაემტკიცებინა, თუმცა უზენაესის სურვილს წინ დიდი დაბრკოლება ედგა: ისლამის კანონები, რომლებიც ადამიანის გამოსახვას სასტიკად კრძალავდა. ჭაბუკმა ქეი ხუსრევმა, გამჭრიახი გონების წყალობით, უბრალო მონეტა ხელოვნების, სიყვარულისა და ერთგულების ნიმუშად აქცია. მართლმორწმუნე მუსლიმანმა მონეტა ისე გამოჭედა, რომ გულის საწადელიც აისრულა და რელიგიის დოგმებიც არ დაარღვია.

სულთანმა მონეტის წინა მხარეს ვარსკვლავები ამოაკვეთინა, ვარსკლავებს შორის კი მზე ჩახატა,რომელსაც ქვეშ ყელმოღერებული ლომი დაუყენა. მართლაც, საქართველოში ხომ მიჯნურ ვაჟს ხშირად ლომს ადარებდნენ... ვისი იდეა იყო ეს – სულთნის, თუ გურჯი-ხათუნმა შთააგონა, არავინ იცის... რაც უნდა იყოს, ისე გამოვიდა, რომ ფულზე მზე ლომის ზოდიაქოში იყო ამოტვიფრული, თუმცა ქეი ხუსრევმა ციური სხეულის დისკოში ნატიფი და მშვენიერი ქალის სახე ამოკვეთა – ქალისა,რომელიც გურჯი-ხათუნს ძალიან ჰგავდა.

საბედისწერო ტყუილი

გურჯი-ხათუნი სულთანს ისე შეჰყვარებია, რომ სხვა ცოლებზე გული აცრუებია. ამის გამო გაბოროტებულმა ერთ-ერთმა ცოლმა გურჯი-ხათუნის მოწამვლაც კი სცადა, თუმცა დედოფალს ყველაზე დიდი ზიანი საკუთარმა დედამ მიაყენა.

მემატიანის ცნობით, დედა-დედოფალმა რუსუდანმა ღვთისშიში დაივიწყა და ძმისგან ანდერძით შევედრებული ძმისწული დავითი კონიაში სიძესა და ასულს მოსაკლავად გაუგზავნა. ამით საქართველოს დედოფალს სურდა, საკუთარი შვილისთვის ტახტის კონკურენტი მოეშორებინა. თუმცა კონიაში მოსაკლავად გაგზავნილი უფლისწული დავითი გურჯი-ხათუნმა და ყიას ედ-დინმა ძმასავით შეიყვარეს და ყველანაირად მფარველობას უწევდნენ.

რუსუდანი არ ისვენებდა, ყოველმხრივ ცდილობდა, პოტენციური მეტოქე როგორმე თავიდან მოეცილებინა. ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, სანამ მან სელჩუკ სიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საკუთარ ქალიშვილსადა ძმისშვილს სიძვაში სდებდა ბრალს. გაოგნებული და აღშფოთებული ყიას ედ-დინი გააფთრებულ ლომს დაემსგავსა, ჭაბუკი სულთანი გურჯი-ხათუნს სასახლეში გამხეცებული შეუვარდა, იმდენად უმოწყალოდ სცემა, რომ მთელი სხეული ულამაზეს თამარს სისხლისფრად შეეღება. შემდეგ ყველა ხატით უ ქრისტიანული რელიკვია დაულეწა, მღვდელმსახურები კი დაუხოცა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ყიას ედ-დინმა მეუღლეს გამოუცხადა, რომ, თუ რწმენას არ შეიცვლიდა, მაშინ სიკვდილით დასჯიდა.

მევლანას მოსწავლე და მფარველი

გურჯი-ხათუნი იძულებული გახდა რჯული შეეცვალა. გულმოწყალე დედოფალი მთელმა ისლამურმა სამყარომ შეიყვარა... და მაინც, სამშობლოსგან შორს მყოფ, სარწმუნებაშეცვლილ დედოფალს მშვიდი ცხოვრებისთვის რაღაც აკლდა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა იგი აღმოსავლეთის უდიდესი პოეტის, ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმის, იმავე მევლანას, სწავლებით. როგორც პროფესორი მაგალი თოდუა განმარტავს: „რუმიმ მოხსნა ყოველგვარი თემი: ქრისტიანული, იუდეველური, მაჰმადიანური; გაათავისუფლა პიროვნება ყოველგვარი ზემაღალი დოქტრინისაგან და გამოაცხადა, რომ ადამიანი იყო უფალი. ამიტომ, თუ მევლეველთა ორდენში შედიოდი, გქონდა უფლება, ქრისტიანი ყოფილიყავი და შენი ქცევით გეღიარებინა მევლანას იდეოლოგია“. ასე რომ, თამარმა მევლანას იდეებში ხსნა დაინახა, სუფიურ მიმდინარეობაში კი ის, რაც ყველაზე მეტად ენათესავებოდა მის ქრისტიანულ სულს.

გურჯი-ხათუნს მევლანას სახელის უკვდავყოფაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისი დამსახურებით შეიქმნა პოეტის პირველი პორტრეტი. რაც მთავარია, სწორედ დედოფლის აქტიური მონაწილეობით აშენდა რუმის აკლდამა, რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მარგალიტად ითვლება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აკლდამის მშენებლობაში, სხვა კავკასიელ ოსტატებთან ერთად, ქართველებიც მონაწილეობდნენ.

ასეთი იყო გურჯი-ხათუნის, ქართველი თამარის, დიდი თამარის შვილიშვილის, ცხოვრება შორეულ კონიაში. გურჯი-ხათუნის, ასევე თურქეთის, ალჟირისა თუ მაროკოს ტერიტორიებზე მოღვაწე სხვა ქართველების ისტორიებს გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მესამე ტომში წაიკითხავთ.

შეგახსენებთ, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს.

გამოცემის მესამე ტომი 11 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად – 15.00 ლარი.

მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე

ჟურნალ „გზასთან“ ერთად  ჯერომ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ არის ხელმისაწვდომი

4 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ გაიყიდება