კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ
დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არჩვე­ნო სიის 3 წევ­რი - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი: და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი, ფრი­დონ ინ­ჯია და გელა მი­ქა­ძე, პარ­ტი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბო­ი­კო­ტის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ. მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ უკვე სცნო. ამის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ოპო­ზი­ცია უკვე წარ­მოდ­გე­ნე­ლია. უმ­რავ­ლე­სო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ მათ სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბიც მი­მარ­თა­ვენ და შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენტს ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნე­ბა. ცნო­ბი­სათ­ვის: "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სიით გა­სულ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტმა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 4 იან­ვარს, შე­უ­წყვი­ტა. კერ­ძოდ, მან­და­ტე­ბი გა­უ­უქ­მდა პარ­ტი­ის სამ წევ­რს - ირმა ინაშ­ვილს, გი­ორ­გი ლო­მი­ა­სა და გოჩა თევ­დო­რა­ძეს, ხოლო გელა მი­ქა­ძემ, ფრი­დონ ინ­ჯი­ამ და და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თეს. სწო­რედ ამ ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის პრინ­ცი­პით მოხ­ვდნენ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში. პარ­ლა­მენ­ტში ასე­ვე შე­ვი­და "პატ­რი­ოტ­თა" სიის კი­დევ ერთი წევ­რი ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე.

ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი სამი ბიზ­ნეს­მე­ნის დო­სი­ეს, რო­მელ­თა შო­რის ორი მი­ლი­ო­ნე­რია:

  • გელა მი­ქა­ძე

გელა მი­ქა­ძე და­ი­ბა­და 1971 წლის 30 იან­ვარს. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­უ­რი, იუ­რი­დი­უ­ლი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენე­ბი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტე­ბი. 1993-2001 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტენ­ტო-სა­ლი­ცენ­ზიო გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ჟი­ნე­რი. 2007 წელს და­ა­ფუძნა შპს "მი­ქა­ძე, გე­გეჭ­კო­რი, თაქთა­ქიშ­ვი­ლი“. 2016-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია“. არის სა­ქარ­თვე­ლოს გოლ­ფის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

გელა მი­ქა­ძე მი­ლი­ო­ნერ­თა სი­ა­შია.

  • რას ვკი­თხუ­ლობთ მის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში?

გელა მი­ქა­ძის ქო­ნე­ბა, 2019 წლის 31 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, საკ­მა­ოდ თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ფაქ­ტია, რომ მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია, თუმ­ცა მისი დეკ­ლა­რა­ცია ამის სრულ წარ­მოდ­გე­ნას მა­ინც არ იძ­ლე­ვა, ვი­ნა­ი­დან მას­ში შე­ტა­ნი­ლი არ არის მო­ნა­ცე­მე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი და აგა­რა­კე­ბი. თუმ­ცა ჩა­მოთ­ვლი­ლია ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც, ან თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც მი­ქა­ძეა. ასე მა­გა­ლი­თად, მი­ქა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლია TBC და “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში”, შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხე­ბია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გელა მი­ქა­ძე უამ­რა­ვი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და მე­წი­ლეა და ესე­ნია: შპს ჰენ­კელ&ბე­ი­კერ (არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი), შპს “რაკ კე­რა­მიკს ჰოლ­დინგ” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ქარ­თულ-რუ­სუ­ლი სა­ვაჭ­რო სახ­ლი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “პრა­იმ კონ­სტრაქ­შე­ნი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ევ­რა­ზი­ის სა­პა­ტენ­ტო ჯგუ­ფი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “კო­კე­ი­ჟან ინ­ვეს­ტმენტ ელა­ი­ენ­სი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ალუ­მი­ნი­უმ ჯორ­ჯია”, შპს “ბეს­ტფორდ დე­ვე­ლოპ­მენტ ელ-ელ-ფი” (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), შპს “მენ­ლა­ინ პრო­ჯექთს ელელ-ფი” (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) და ა.შ. იხი­ლეთ დეკ­ლა­რა­ცია სრუ­ლად

აღა­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი სა­ხე­ლი ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სს საქ­მეს და ე.წ. თაღ­ლი­თურ სქე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რის გა­მოც მას არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში და­უს­წრებ­ლად 15 წლით პა­ტიმ­რო­ბაც აქვს მის­ჯი­ლი. "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტარ­მა და "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე თაღ­ლი­თო­ბის გამო წა­ა­გო. სა­სა­მარ­თლომ გელა მი­ქა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ჯორ­ჯია გოლფ ენდ რე­ზორ­ტი’’ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ და­უბ­რუ­ნოს თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბუ­ლი მი­წე­ბი და და­ფა­როს შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯე­ბი. საქ­მე ეხე­ბა 951 ჰა მი­წის ნაკ­ვეთს მუხ­რო­ვან­ში, რო­მე­ლიც მი­ქა­ძემ 2007 წელს "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ას მისი ახლო პარტნი­ო­რი­სა­გან 27.200.000 ლა­რად, რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ ძვი­რად აყი­დი­ნა, ხოლო პოს­ტის და­ტო­ვე­ბამ­დე 2012 წლის ივ­ლის­ში გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ას­თან და "რა­კი­ას“ კუთ­ვნი­ლი 27 მი­ლი­ო­ნად ნა­ყი­დი მი­წე­ბი 2 მი­ლი­ო­ნად მიჰ­ყი­და სა­კუ­თარ თავს და ეს თან­ხაც კი არ გა­და­ი­ხა­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის 2/3 თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­ზე ხა­ტერ მა­სა­ადსა და ალ სა­დექ­ზე მხო­ლოდ 2 დო­ლა­რად გა­ას­ხვი­სა. ეს ადას­ტუ­რებს, რომ ეს სამი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით მოქ­მე­დებ­დნენ და მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აღ­ძრუ­ლი. ასე­ვე, გელა მი­ქა­ძე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ფო­თის პორ­ტის გა­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, მო­სა­მარ­თლე სა­მეჰ ჰა­მედ შე­კე­რი ას­კვნის, რომ მი­ქა­ძემ, ხა­ტერ მა­სა­ად­მა და გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ რე­სურსსა და ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­შიც თა­ვად მუ­შა­ობ­დნენ. მი­ქა­ძემ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა ემი­რა­ტე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ იგი ბედს სხვა ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო­ში სცდი­და. ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­შიც გამ­ტყუნ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან გელა მი­ქა­ძეს უკვე ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, 2013 წელს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით და­აღ­წია თავი პა­ტიმ­რო­ბას და აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ”რა­კია ჯორ­ჯი­ას” მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სიის წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი გელა მი­ქა­ძე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს მიერ 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს: "ამ სა­ე­მი­როს ჰყავს შე­ი­ხი, რო­მე­ლიც თა­ვად არის მო­სა­მარ­თლეც, პრო­კუ­რო­რიც და ბრალ­მდე­ბე­ლიც, შე­სა­ბა­მი­სად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. სა­სა­მარ­თლო 7 წლის წი­ნან­დელ და ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ველ ამ­ბავ­ზე მე­და­ვე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, ფლობ­და კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც 2010 წელს გა­ყი­და და ამ დრომ­დე ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა. გელა მი­ქა­ძეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლომ 17 მი­ლი­ო­ნის მით­ვი­სე­ბის­თვის 15 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

პარ­ლა­მენ­ტში გელა მი­ქა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბა ერთი ნიშ­ნი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის 2018 წლის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფა­სა, ან­გა­რიშ­ში მოხ­ვდა დე­პუ­ტა­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა და აღ­მოჩ­ნდა, რომ სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბით სა­ერ­თოდ არ უსარ­გებ­ლია 30 დე­პუ­ტატს, რო­მელ­თა შო­რის გელა მი­ქა­ძეც იყო.

  • და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი

და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი რა­დი­ო­ფი­ზი­კი­სა და ელექტრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტია. 1979-2003 წლებ­ში ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში ინ­ჟინ­რის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გის, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი­სა და სე­ის­მუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შობ­და. 2003-2005 წლებ­ში მან, აკა­დე­მი­კოს ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძეს­თან ერ­თად, და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის ცენ­ტრი და იკა­ვებ­და ამ ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო 2003-2004 წლებ­ში და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტა­ლურ სად­გურ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის, LAZIO-SIRAD-ს თა­ნა­ავ­ტო­რი. 2004-2008 წლებ­ში კი წარ­მო­ად­გენ­და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტის EGLE-ს თა­ნა­ავ­ტორს.და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი 2011-2013 წლებ­ში NASA-ს "გო­დარ­დის“ ფრე­ნის ცენ­ტრში (მე­რი­ლენ­დი, აშშ) პრო­ფე­სორ პატ­რიკ ტე­ი­ლორ­თან, ახა­ლი და­ბა­ლი ორ­ბი­ტის სა­ტე­ლი­ტის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. 2014 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2012 წელს და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა კომ­პა­ნია "სტე­რეო პლუ­სი“ და­ა­ფუძნა, რომ­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს ტელე და რა­დიო-მა­უ­წყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და წარ­მო­ე­ბა, სა­მა­უ­წყებ­ლო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის შექ­მნა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია. მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა.

  • ფრი­დონ ინ­ჯია

ფრი­დონ ინ­ჯია - პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რია და ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, პრო­ფე­სო­რი (სტუ) გახ­ლავთ. რა­დი­ო­კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ჟინ­რო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი 1992–1998 წლებ­ში, მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.1992–1998 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის მი­ნის­ტრი. 1998–2000 წლებ­ში სს "ეგ­რი­სის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, დი­რექ­ტო­რი. ამავდრო­უ­ლად არის კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი წევ­რი. აკა­დე­მი­კო­სი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ჟინ­რო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი; სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­მა­ტუ­რი ელექტრო­კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი. ფრი­დონ ინ­ჯია 2000-2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს V მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (მარ­ტვი­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“). 2003 წლი­დან შპს "ახა­ლი ქსე­ლე­ბი­სა“ და შპს "ფოპტ­ნე­ტის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. 2006 წლი­დან სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მე­რა­ნის“ პრე­ზი­დენ­ტი . 2017–2020 წლებ­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის VI მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი (პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“). ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის წევ­რი. თა­ნამ­დე­ბო­ბა პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა.

ფრი­დონ ინ­ჯი­ამ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“ 60 000 ლარი შეს­წი­რა. მისი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის­თვის“ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი 2014, 2015 და 2016 წლებ­შიც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი (50, 000 ლარი/ 49, 0000 ლარი/ 94, 000 ლარი). ფრი­დონ ინ­ჯია არა­ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წილს. შპს "სის­ტემ ნეტ“, შპს "ივე­რია ქსე­ლი“, შპს "ახა­ლი ქსე­ლე­ბი“... ჯერ კი­დევ 2013 წელს, ფრი­დონ ინ­ჯია შეყ­ვა­ნი­ლი იქნა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თველ­თა სი­ა­ში (100 მი­ლი­ო­ნის მფლო­ბე­ლი იყო), 7 წლის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი ქო­ნე­ბა ბევ­რად მეტს უნდა შე­ად­გენ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
18

გუშინ რამდენიმნე წუთით ამათ საცოდაობას რომ უყრე ტელევიზორში პარლამენნტში რა დღეში იუყვნენ ტირილი მომინდა. ერთი კითხვა მიჩნდება ამ ქვეყანას ეშველება რამეე ამ ვაი პარლამენტარების ხელში. არააა არ მგონია. არა და არა

ელგუჯა
12

ოპოზიცია შემოდისო რომ იძახის ამათზე თალაკვაძე,გვეღადავება? 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ

"პატრიოტთა ალიანსის" საარჩვენო სიის 3 წევრი - ბიზნესმენები: დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე, პარტიის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შევიდნენ. მათი უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანომ უკვე სცნო. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია უკვე წარმოდგენელია. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მათ სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც მიმართავენ და შესაბამისად, პარლამენტს ერთპარტიულობის სტატუსი მოეხსნება. ცნობისათვის: "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასულ დეპუტატებს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება 4 იანვარს, შეუწყვიტა. კერძოდ, მანდატები გაუუქმდა პარტიის სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, ხოლო გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილმონაცვლეობის შესახებ მიმართეს. სწორედ ამ ადგილმონაცვლეობის პრინციპით მოხვდნენ ისინი პარლამენტში. პარლამენტში ასევე შევიდა "პატრიოტთა" სიის კიდევ ერთი წევრი ავთანდილ ენუქიძე.

ambebi.ge გთავაზობთ ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ წასული სამი ბიზნესმენის დოსიეს, რომელთა შორის ორი მილიონერია:

  • გელა მიქაძე

გელა მიქაძე დაიბადა 1971 წლის 30 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური, იურიდიული და დასავლეთ ევროპის ენებისა და ინგლისური ენის ლიტერატურის ფაკულტეტები. 1993-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო განყოფილების ინჟინერი. 2007 წელს დააფუძნა შპს "მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. არის საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი.

გელა მიქაძე მილიონერთა სიაშია.

  • რას ვკითხულობთ მის ქონებრივ დეკლარაციაში?

გელა მიქაძის ქონება, 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საკმაოდ თვალისმომჭრელად გამოიყურება. ფაქტია, რომ მილიონერი დეპუტატი უზარმაზარი ქონების პატრონია, თუმცა მისი დეკლარაცია ამის სრულ წარმოდგენას მაინც არ იძლევა, ვინაიდან მასში შეტანილი არ არის მონაცემები უძრავი ქონების შესახებ, მაგ. საცხოვრებელი ბინები და აგარაკები. თუმცა ჩამოთვლილია ის საბანკო ანგარიშები და კომპანიები, რომლის მფლობელიც, ან თანამფლობელიც მიქაძეა. ასე მაგალითად, მიქაძისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე, რომელიც გახსნილია TBC და “საქართველოს ბანკში”, შთამბეჭდავი თანხებია.

როგორც აღმოჩნდა, გელა მიქაძე უამრავი კომპანიის მფლობელი და მეწილეა და ესენია: შპს ჰენკელ&ბეიკერ (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), შპს “რაკ კერამიკს ჰოლდინგ” (საქართველო), შპს “ქართულ-რუსული სავაჭრო სახლი” (საქართველო), შპს “პრაიმ კონსტრაქშენი” (საქართველო), შპს “ევრაზიის საპატენტო ჯგუფი” (საქართველო), შპს “კოკეიჟან ინვესტმენტ ელაიენსი” (საქართველო), შპს “ალუმინიუმ ჯორჯია”, შპს “ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი” (დიდი ბრიტანეთი), შპს “მენლაინ პროჯექთს ელელ-ფი” (დიდი ბრიტანეთი) და ა.შ. იხილეთ დეკლარაცია სრულად

აღასანიშნავია, რომ მისი სახელი ერთ გახმაურებულ სს საქმეს და ე.წ. თაღლითურ სქემას უკავშირდება, რის გამოც მას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობაც აქვს მისჯილი. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, პარლამენტარმა და "რაკია ჯორჯიას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე თაღლითობის გამო წააგო. სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია "ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა "რაკია ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს შესაბამისი ხარჯები. საქმე ეხება 951 ჰა მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ 2007 წელს "რაკია ჯორჯიას“ დირექტორობის პერიოდში კომპანიას მისი ახლო პარტნიორისაგან 27.200.000 ლარად, რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირად აყიდინა, ხოლო პოსტის დატოვებამდე 2012 წლის ივლისში გააფორმა კონტრაქტი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიასთან და "რაკიას“ კუთვნილი 27 მილიონად ნაყიდი მიწები 2 მილიონად მიჰყიდა საკუთარ თავს და ეს თანხაც კი არ გადაიხადა.

მოგვიანებით კი, თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2 დოლარად გაასხვისა. ეს ადასტურებს, რომ ეს სამი ადამიანი საერთაშორისო თაღლითური სქემით მოქმედებდნენ და მათ წინააღმდეგ საქმე არაერთ ქვეყანაშია აღძრული. ასევე, გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დამნაშავედ ცნეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მრავალმილიონიან საქმეზე გადაწყვეტილებაში, რომელიც ფოთის პორტის გაყიდვას უკავშირდება, მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი ასკვნის, რომ მიქაძემ, ხატერ მასაადმა და გიორგი ჯანაშიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს კომპანიის ფინანსურ რესურსსა და ინტერესებს, რომელშიც თავად მუშაობდნენ. მიქაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ემირატების სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იგი ბედს სხვა ქვეყნის სასამართლოში სცდიდა. ის შემდეგ საქართველოს სასამართლოშიც გამტყუნდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან გელა მიქაძეს უკვე ჰქონდა პრობლემები, 2013 წელს იყო დაკავებული, საპროცესო შეთანხმებით დააღწია თავი პატიმრობას და აღიარა დანაშაული“, - ნათქვამია ”რაკია ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრი, დეპუტატი გელა მიქაძე გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: "ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება".

მისივე თქმით, ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა. გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პარლამენტში გელა მიქაძის მოღვაწეობა ერთი ნიშნითაც გამორჩეულია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" როდესაც პარლამენტის 2018 წლის მუშაობა შეაფასა, ანგარიშში მოხვდა დეპუტატების საქმიანობის შეფასება და აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 30 დეპუტატს, რომელთა შორის გელა მიქაძეც იყო.

  • დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტია. 1979-2003 წლებში ის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, განყოფილების უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე მუშობდა. 2003-2005 წლებში მან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში დავით ზილფიმიანი იყო საერთაშორისო ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის, LAZIO-SIRAD-ს თანაავტორი. 2004-2008 წლებში კი წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს.დავით ზილფიმიანი 2011-2013 წლებში NASA-ს "გოდარდის“ ფრენის ცენტრში (მერილენდი, აშშ) პროფესორ პატრიკ ტეილორთან, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა. 2014 წლიდან არის საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი. 2012 წელს დავით ზილფიმიანმა კომპანია "სტერეო პლუსი“ დააფუძნა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. მას სერიოზული პრობლემები შეექმნა წინა ხელისუფლების პირობებში და წლების განმავლობაში უწევდა საკუთარი ქონებისთვის ბრძოლა.

  • ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია - პროფესიით ინჟინერია და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (სტუ) გახლავთ. რადიოკავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი 1992–1998 წლებში, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.1992–1998 წლებში იყო საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი. 1998–2000 წლებში სს "ეგრისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორი. ამავდროულად არის კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. აკადემიკოსი; საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის პროფესორი. ფრიდონ ინჯია 2000-2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“). 2003 წლიდან შპს "ახალი ქსელებისა“ და შპს "ფოპტნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ "მერანის“ პრეზიდენტი . 2017–2020 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი (პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "პატრიოტთა ალიანსი“). ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ფრიდონ ინჯიამ გასული წლის მარტში "პატრიოტთა ალიანსს“ 60 000 ლარი შესწირა. მისი "პატრიოტთა ალიანსისთვის“ შემოწირულობები 2014, 2015 და 2016 წლებშიც აქვს გაკეთებული (50, 000 ლარი/ 49, 0000 ლარი/ 94, 000 ლარი). ფრიდონ ინჯია არაერთ კომპანიაში ფლობს წილს. შპს "სისტემ ნეტ“, შპს "ივერია ქსელი“, შპს "ახალი ქსელები“... ჯერ კიდევ 2013 წელს, ფრიდონ ინჯია შეყვანილი იქნა ყველაზე მდიდარი ქართველთა სიაში (100 მილიონის მფლობელი იყო), 7 წლის შემდეგ, ბუნებრივია, მისი ქონება ბევრად მეტს უნდა შეადგენდეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, რომ პატრულის მანქანებს  "თი პი პი" ეწეროს - "ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა"