საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)
დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)

ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უგო (გუ­ა­რამ) ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ფო­ტო­ებს აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ. ქარ­თვე­ლი პრინ­ცი, რო­მე­ლიც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკის ქორ­წი­ნე­ბის დროს გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ძა­ლი­ან მალე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ უგოს უფ­როს ძმას და­ვითს მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტზე პრე­ტენ­ზია აქვს და წლე­ბის წინ მისი და ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქორ­წი­ნე­ბაც სწო­რედ ამ მი­ზე­ზით შედ­გა. მარ­თა­ლია, ანა­სა და და­ვი­თის ქორ­წი­ნე­ბა ცოტა ხანს გაგ­რძელ­და, მაგ­რამ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა მარ­ტო, ცოტა ხსნის წინ მე­ო­რედ პრინ­ცე­სა (რო­გორც მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი მო­იხ­სე­ნი­ებს) ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ამით ანა­სა და და­ვი­თის შე­რი­გე­ბის უკა­ნას­კნე­ლი შან­სიც კი აღარ არ­სე­ბობს.

და­ვით და უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­ვი­თის მა­გი­ერ უგო ბაგ­რა­ტი­ონს ისურ­ვებ­დნენ მე­ფედ. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა ჯერ კი­დევ ხუმ­რო­ბი­სა და კრი­ტი­კის თე­მად რჩე­ბა, მაგ­რამ ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ უგო, იგი­ვე გუ­ა­რამ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში, ეს­პა­ნეთ­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

თუმ­ცა უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნის გა­მე­ფე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მუმ და­ვით­მა და და­ვი­თი­სა და ანას სა­ერ­თო შვილ­მა გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ონ­მა უნდა თქვან ტახ­ტზე უარი, რაც ცხა­დია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

1921 წელს, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის დროს, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში გა­და­სახ­ლდა. მათ შო­რის იყო გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი და მისი ძე ირაკ­ლი. ირაკ­ლის შვი­ლი გი­ორ­გი, ანუ ხორ­ხე იტა­ლი­ა­ში და­ი­ბა­და. მისი დედა გრა­ფის ქა­ლიშ­ვი­ლი, მარი ან­ტუ­ა­ნეტ პას­კუ­ი­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა. ხორ­ხეს მა­მის­გან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კა­რის თავ­კა­ცო­ბა გა­და­ე­ცა. ის გახ­ლდათ ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი და ორ­ჯერ "ფორ­მუ­ლა 1" -შიც სცა­და მოხ­ვედ­რა.

ხორ­ხე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა პირ­ვე­ლად მა­რია დე ლონ­ზე იქორ­წი­ნა. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა სამი შვი­ლი: და­ვი­თი, ირაკ­ლი და მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა. ხორ­ხე ბაგ­რა­ტი­ონ­მა მე­ო­რედ ნუ­რია ლო­პეს ოლი­არ­ტე­ზე იქორ­წი­ნა და 1985 წლის 14 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და მე­ო­თხე შვი­ლი - უგო (გუ­ა­რამ) ბაგ­რა­ტი­ო­ნი. უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი გი­ორ­გი (ხორ­ხე) ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მე­ო­თხე შვი­ლია მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან.

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნის მშობ­ლე­ბი - ხორ­ხე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი და ნუ­რია ლო­პეს ოლი­არ­ტე

ქარ­თვე­ლი პრინ­ცი დე­დის მხრი­დან ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­შია ეს­პა­ნელ დიდ­გვა­როვ­ნებ­თან. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბით წყა­ლო­ბით უგო სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოა, არამ­ხო­ლოდ ეს­პა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­შიც. მის შე­სა­ხებ ხში­რად წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია. უყ­ვარს გარ­თო­ბა, მოგ­ზა­რო­ბა, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ტექ­ნო მუ­სი­კით.

ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს და მე­გობ­რობს ბევრ თბი­ლი­სელ­თან. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს უფ­როს ძმა და­ვით­თან. ძმე­ბი ხში­რად ჩნდე­ბი­ან ერ­თად სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ზე. ბო­ლოს და­ვი­თი და უგო სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზეც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძეს­თან ერ­თად, თა­ვი­სი ძმის­შვი­ლის, გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნის ნათ­ლი­აა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის მსურ­ველ­თათ­ვის მო­მა­ვალ მე­ფედ მო­ი­აზ­რე­ბა. ის და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბის დროს შე­ე­ძი­ნათ.

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი ძმიშ­ვილ­თან ერ­თად

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი ძი­რი­თა­დად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და ქო­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ა­გენ­ტოს, Berkshire Hathaway HomeServices Marbella-ს გუნ­დის წევ­რია და მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა აქვს.

"წარ­მო­მავ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი, გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მელ­საც ათწლე­უ­ლე­ბია გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს გლო­ბა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტში“, - ვკი­თხუ­ლობთ უგოს შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნი Marbella-ს გუნდთან ერ­თად

უგო ბაგ­რა­ტი­ონს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს მად­რი­დის, პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის ბიზ­ნეს სკო­ლებ­ში, სა­დაც ეუფ­ლე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს მე­ნე­ჯმენტს. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მან გა­ნა­ვი­თა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან აქვს მყა­რი კონ­ტაქ­ტე­ბი.

ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ეს­პა­ნურ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე - "გარ­და ამი­სა, არის სან­დო და სა­ი­მე­დო მრჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნაგ­რძობს პარტნი­ო­რო­ბას მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად", - ვკი­თხუ­ლობთ Marbella-ს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უგო ბაგ­რა­ტი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნაა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ქარ­თვე­ლი პრინ­ცი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს.

უგო ცუ­დად ფლობს ქარ­თულ ენას, თუმ­ცა რო­გორც მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ამა­ში დიდი წვლი­ლი, დე­დას მი­უ­ძღვის.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ქართული არ იციან და პრეტენზია აქვთ საქართველოს ტახტზე,სირცხვილით როგორ აცხადებენ ბაგრატიონობას.ერთი საუკუნეც ვერ შეინახეს ქართველობა,როცა 400წლის წინ გაძევებული,ფერეიდანში მყოფი ნებისმიერი ქართველი ქართულად საუბრობს.ათას ჭირ-ვარამ,გაჭირვება გამოვლილები,მაინც არ კარგავენ ენას და ქართველობას.

ლალი გურგენაძე. 73 წლის. ქ. ლანჩხუთი
0

თუ კი სადმე არსებობენ ბაგრატიონები, ჩვენი სამეფო შტო , უნდა გვიხაროდეს! მოვეფეროთ მათ !! !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)

დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)

ორი დღეა სოციალურ ქსელში მომხმარებლები უგო (გუარამ) ბაგრატიონ-მუხრანელის ფოტოებს აქტიურად აზიარებენ. ქართველი პრინცი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ქორწინების დროს გაიცნო საზოგადოებამ, ძალიან მალე გახდა პოპულარული.

ცნობილია, რომ უგოს უფროს ძმას დავითს მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზია აქვს და წლების წინ მისი და ანა ბაგრატიონის ქორწინებაც სწორედ ამ მიზეზით შედგა. მართალია, ანასა და დავითის ქორწინება ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დიდხანს არ დარჩენილა მარტო, ცოტა ხსნის წინ მეორედ პრინცესა (როგორც მას საქართველოს სამეფო სახლი მოიხსენიებს) ირინა ბეგაშვილზე იქორწინა. ამით ანასა და დავითის შერიგების უკანასკნელი შანსიც კი აღარ არსებობს.

დავით და უგო ბაგრატიონები

სოციალურ ქსელში წერენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, დავითის მაგიერ უგო ბაგრატიონს ისურვებდნენ მეფედ. მართალია, საქართველოში მონარქიის აღდგენა ჯერ კიდევ ხუმრობისა და კრიტიკის თემად რჩება, მაგრამ ახლოს გავიცნოთ უგო, იგივე გუარამ ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მეორე სამშობლოში, ესპანეთშიც ძალიან პოპულარულია.

თუმცა უგო ბაგრატიონის გამეფების შემთხვევაში, მინიმუმ დავითმა და დავითისა და ანას საერთო შვილმა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონმა უნდა თქვან ტახტზე უარი, რაც ცხადია, წარმოუდგენელია.

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა. მათ შორის იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ძე ირაკლი. ირაკლის შვილი გიორგი, ანუ ხორხე იტალიაში დაიბადა. მისი დედა გრაფის ქალიშვილი, მარი ანტუანეტ პასკუინი გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. ხორხეს მამისგან საქართველოს სამეფო კარის თავკაცობა გადაეცა. ის გახლდათ ავტომოყვარული და ორჯერ ''ფორმულა 1'' -შიც სცადა მოხვედრა.

ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელმა პირველად მარია დე ლონზე იქორწინა. პირველ ქორწინებაში შეეძინა სამი შვილი: დავითი, ირაკლი და მარია ანტუანეტა. ხორხე ბაგრატიონმა მეორედ ნურია ლოპეს ოლიარტეზე იქორწინა და 1985 წლის 14 თებერვალს დაიბადა მეოთხე შვილი - უგო (გუარამ) ბაგრატიონი. უგო ბაგრატიონი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის მეოთხე შვილია მეორე ქორწინებიდან.

უგო ბაგრატიონის მშობლები - ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელი და ნურია ლოპეს ოლიარტე

ქართველი პრინცი დედის მხრიდან ნათესაურ კავშირშია ესპანელ დიდგვაროვნებთან. კარგი გარეგნობით წყალობით უგო სასურველი სასიძოა, არამხოლოდ ესპანეთსა და საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მის შესახებ ხშირად წერს ესპანური მედია. უყვარს გართობა, მოგზარობა, გატაცებულია ტექნო მუსიკით.

ხშირად სტუმრობს საქართველოს და მეგობრობს ბევრ თბილისელთან. მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს უფროს ძმა დავითთან. ძმები ხშირად ჩნდებიან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ბოლოს დავითი და უგო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც იმყოფებოდნენ.

უგო ბაგრატიონი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად, თავისი ძმისშვილის, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის ნათლიაა. მოგეხსენებათ, რომ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მონარქიის აღდგენის მსურველთათვის მომავალ მეფედ მოიაზრება. ის დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ხანმოკლე ქორწინების დროს შეეძინათ.

უგო ბაგრატიონი ძმიშვილთან ერთად

უგო ბაგრატიონი ძირითადად ესპანეთში ცხოვრობს და ქონების საკითხებში საკონსულტაციო სააგენტოს, Berkshire Hathaway HomeServices Marbella-ს გუნდის წევრია და მრჩევლის თანამდებობა აქვს.

"წარმომავლობით ქართველი, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ათწლეულებია გამოცდილება აქვს გლობალური ბიზნესის განვითარების, გაყიდვებისა და ურთიერთობების მენეჯმენტში“, - ვკითხულობთ უგოს შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უგო ბაგრატიონი Marbella-ს გუნდთან ერთად

უგო ბაგრატიონს განათლება მიღებული აქვს მადრიდის, პარიზისა და ლონდონის ბიზნეს სკოლებში, სადაც ეუფლებოდა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს. სწავლის პერიოდში მან განავითარა საერთაშორისო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან და მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან აქვს მყარი კონტაქტები.

ბაგრატიონების წარმომადგენელი თავისუფლად საუბრობს ესპანურ და ინგლისურ ენებზე - "გარდა ამისა, არის სანდო და საიმედო მრჩეველი, რომელიც განაგრძობს პარტნიორობას მომხმარებლის საჭიროებების შესასრულებლად", - ვკითხულობთ Marbella-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უგო ბაგრატიონის ამჟამინდელი რჩეული ევროპული წარმოშობის გოგონაა, რომელთან ერთადაც ქართველი პრინცი ბევრს მოგზაურობს.

უგო ცუდად ფლობს ქართულ ენას, თუმცა როგორც მასთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, ძალიან არის შეყვარებული საქართველოზე და ამაში დიდი წვლილი, დედას მიუძღვის.