სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება" - ინაშვილი
"კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება" - ინაშვილი

დღეს ვი­თომ და­სავ­ლუ­რი კო­ბა­ხი­ძე ძერ­ჟინ­სკი უკა­ნო­ნო პარ­ლა­მენ­ტი­დან გვე­ლა­პა­რა­კე­ბა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვა­ზე,- ამის შე­სა­ხებ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დერ­მა, ირმა ინაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს.

"მინ­და ვუ­პა­სუ­ხო ამ იარ­ლი­ყე­ბის მი­კე­რე­ბის თე­მას, რაც მან­კი­ე­რე­ბაა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და ჩვენ ბო­ლოს და ბო­ლოს უნდა და­ვამ­თავ­როთ პო­ლი­ტი­კუ­რი იარ­ლი­ყე­ბის მი­კე­რე­ბის ასე­თი უზ­ნეო პრაქ­ტი­კა. მეს­მის, რომ კო­ბა­ხი­ძე ძერ­ჟინ­სკი ბედ­ნი­ე­რია, რომ არ ვარ პარ­ლა­მენ­ტში. მინ­და ვუ­თხრა, რომ ის დრო­ე­ბი­თაა ბედ­ნი­ე­რი, ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდე­ბა მისი ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა. და­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და კო­ბა­ხი­ძე აღარ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი, რა­ზეც ის სა­უბ­რობს, მე პარ­ლა­მენ­ტში ვსა­უბ­რობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, ესაა რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი?

მე ვლა­პა­რა­კობ­დი მშვი­დო­ბა­ზე, შე­რი­გე­ბა­ზე აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან, ესაა რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი? ახლა მე მინ­და გი­თხრათ, რომ ვი­თონ და­სავ­ლუ­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მუ­ნის­ტურ სა­ქარ­თვე­ლოს აგებ­და და ბო­ლოს მი­აღ­წია, რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის რე­ჟიმ­ში მოქ­მე­დებს ახლა. ვი­თომ და­სავ­ლურ­მა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მოს­პო პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი.

ისე და­ა­მა­ხინ­ჯეს და ერთ პარ­ტი­ა­ზე მო­ირ­გეს რეგ­ლა­მენ­ტი, რომ მა­გა­ლი­თად, 4 დე­პუ­ტა­ტი ფრაქ­ცი­ას ვერ ქმნის და არა­ვი­თა­რი ბერ­კე­ტი არ აქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტი გა­უ­წი­ოს "კო­მუ­ნის­ტურ ოც­ნე­ბას". ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ მოხ­დე­ბა დიდი გა­მო­ფხიზ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში და თვა­ლის ახე­ლა იმა­ზე, რა სა­ხელ­მწი­ფოს ქმნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა",-აღ­ნიშ­ნა მან.

ცნო­ბის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი არ შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააააა
136

ვითომც ნაცებს ებრძოდი და მათი უერთგულესი მხარდამჭერი აღმოჩნდ ქვეყნის დაქცევა-ჩამოქცევის მცდელობაში, ბრავო ,,პატრიოტო" ირმა !!!!!!!!

მაკო
49

ნამეტანიც ნუ გამოიდებთ თავს, თქვენ მიიღეთ ის ხმები რაც მიიღეთ და ამომრჩევლის პატივისცემა რომ გქონოდათ პარლამენტში შეხვიდოდით. თქვენ სულ ილანძღებით და თქვენც გლანძღავენ. ისე კი ჯობდა ამის გარეშრ ახერხებდეთ ურთიერთობას.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება" - ინაშვილი

"კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება" - ინაშვილი

დღეს ვითომ დასავლური კობახიძე ძერჟინსკი უკანონო პარლამენტიდან გველაპარაკება დასავლური ღირებულებების და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაზე,- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს.

"მინდა ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი?

მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი? ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვითონ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი.

ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს "კომუნისტურ ოცნებას". ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის "ქართული ოცნება",-აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შევიდა პარლამენტში.

"ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს ამრევებთან, აზრი არ აქვს..." - ელისაშვილი პარლამენტში შესვლის პირობას ასახელებს

ჩოხატაურის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა - რას ამბობს ჩოხატაურის მერი ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

"მგონი, დროა უკვე შევიდეს პარლამენტში, ყველა დავიღალეთ!" - ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილზე