სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა
94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, 94 წლის ფილ სფრინ­გე­რი "მთვა­რის სო­ნა­ტას“ ას­რუ­ლებს და მის შვილს ასე ულო­ცავს და­ბა­დე­ბის დღეს. ინ­ტერ­ვი­უს იდე­აც ზუს­ტად ამ ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დგომ და­ი­ბა­და.

მის შვილ­თან თა­მარ სფრინ­გერ­თან რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, ფილ სფრინ­გე­რი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას“ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმდა. სტა­ტია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. მა­ნამ­დე კი გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს 94 წლის კომ­პო­ზი­ტო­რის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მელ­შიც ის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რის "Santa Baby”- ის და­წე­რის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა.

"1953 წლის ზა­ფხუ­ლი იდგა, მე და ჩემი პარტნი­ო­რი ჯოან ჯე­ვით­სი (ავტ. მი­სი­კის ტექ­სტის ავ­ტო­რი) მიგ­ვიწ­ვი­ეს სა­შო­ბაო სიმ­ღე­რის და­სა­წე­რად. სპე­ცი­ა­ლუ­რად 26 წლის ბროდ­ვე­ის ვარ­სკვლავ - ერთა ქი­თის­თვის უნდა შეგ­ვექ­მნა მუ­სი­კა. ნიუ-იორკში, ბრი­ლის სა­ხელ­გან­თქმულ შე­ნო­ბა­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, რომ ახალ პრო­ექ­ტზე გვემ­სჯე­ლა. შეხ­ვედ­რა­ზე ჯოან ჯე­ვით­სი უკვე მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით მო­ვი­და - "სან­ტა ბე­ი­ბი“, ეს იქ­ნე­ბა სიმ­ღე­რის სა­ხე­ლიო და ყვე­ლა­ნი ერ­თხმად და­ვე­თან­ხმეთ, ერ­თას ემო­ცი­ურ და სექ­სუ­ა­ლურ ვო­კალს ეს სა­ხე­ლი უხ­დე­ბო­და.

იმ დღეს­ვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა მე და ჯო­ა­ნამ. შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე პრო­დი­უ­სე­რებს კომ­პო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე აკორ­დი და­ვუ­კა­რი, თუმ­ცა არც კი მი­ოც­ნე­ბია, რომ ეს მე­ლო­დია მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, სა­ნამ ხმა არ მო­მეს­მა - "ფილ, ძა­ლი­ან მა­გა­რია!“ - ყვე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რი.

ასე შე­იქ­მნა ცნო­ბი­ლი ჰიტი, რო­მე­ლიც უკვე 68 წე­ლია სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ფილ სფრინ­გე­რი ახლა 94 წლი­საა, ის კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და დღემ­დე წე­ლი­წად­ში, სულ ცოტა, 35 კომ­პო­ზი­ცი­ას ქმნის. ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი მუ­სი­კამ ძა­ლი­ან პა­ტა­რა, 6 წლის ასაკ­ში გა­ი­ტა­ცა, რო­დე­საც ის ბა­ხის ნა­წარ­მო­ე­ბებს სმე­ნით აწყობ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის უკ­რავ­და.

ფილ სფრინ­გერს შექ­მნი­ლი აქვს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ფრენკ სი­ნატ­რას­თვის, ჯუდი გარ­ლენ­დის­თვის, ელ­ვის პრეს­ლის­თვის, არე­ტა ფრანკლი­ნის­თვის.

სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის გარ­და, ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ცნო­ბი­ლია მისი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში წას­ვლის დროს გა­დახ­და.

ვრცე­ლი, გულ­წრფე­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ, კი ჩემს თხოვ­ნა­ზე ვი­დეო ჩა­ე­წე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის, უარი არ თქვა.

ფილ სფრინ­გე­რი მად­ლო­ბას უხ­დის ქარ­თველ მსმე­ნელს.

"ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, ახლა რამ­დე­ნი­მე აკორ­დი და­ვუ­კა­რი ჩემი სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რი­დან "Santa Baby”, ძა­ლი­ან გა­ფა­სებთ იმის­თვის, რომ უს­მენთ ჩემს მუ­სი­კას, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნი ეს სიმ­ღე­რა და მად­ლი­ე­რი ვარ იმ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც ხალ­ხი გა­მო­ხა­ტავს!“ - ამ­ბობს დიდი კომ­პო­ზი­ტო­რი.

ავ­ტო­რი: ნინო წი­ფუ­რია

00:00 / 00:00
mia
0

სიამოვნებით მოვისმინე ბატონ ფილ სფრინგერის შესრულებით გენიალური ნაწარმოები მთვარის სონატა გმადლობთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა

94 წლის ფილ სფრინგერის მუსიკალური გზავნილი ქართველებს - რას ამბობს კომპოზიტორი, რომელიც მუსიკას ფრენკ სინატრასა და ელვის პრესლისთვის წერდა

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი, 94 წლის ფილ სფრინგერი "მთვარის სონატას“ ასრულებს და მის შვილს ასე ულოცავს დაბადების დღეს. ინტერვიუს იდეაც ზუსტად ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ დაიბადა.

მის შვილთან თამარ სფრინგერთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფილ სფრინგერი გაზეთ "კვირის პალიტრას“ ინტერვიუზე დათანხმდა. სტატია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მანამდე კი გთავაზობთ ფრაგმენტს 94 წლის კომპოზიტორის ინტერვიუდან, რომელშიც ის მსოფლიოში ცნობილი საახალწლო სიმღერის "Santa Baby”- ის დაწერის ისტორიას ყვება.

"1953 წლის ზაფხული იდგა, მე და ჩემი პარტნიორი ჯოან ჯევითსი (ავტ. მისიკის ტექსტის ავტორი) მიგვიწვიეს საშობაო სიმღერის დასაწერად. სპეციალურად 26 წლის ბროდვეის ვარსკვლავ - ერთა ქითისთვის უნდა შეგვექმნა მუსიკა. ნიუ-იორკში, ბრილის სახელგანთქმულ შენობაში შევხვდით ერთმანეთს, რომ ახალ პროექტზე გვემსჯელა. შეხვედრაზე ჯოან ჯევითსი უკვე მოფიქრებული სახელწოდებით მოვიდა - "სანტა ბეიბი“, ეს იქნება სიმღერის სახელიო და ყველანი ერთხმად დავეთანხმეთ, ერთას ემოციურ და სექსუალურ ვოკალს ეს სახელი უხდებოდა.

იმ დღესვე დავიწყეთ მუშაობა მე და ჯოანამ. შემდეგ შეხვედრაზე პროდიუსერებს კომპოზიციის რამდენიმე აკორდი დავუკარი, თუმცა არც კი მიოცნებია, რომ ეს მელოდია მოეწონებოდათ, სანამ ხმა არ მომესმა - "ფილ, ძალიან მაგარია!“ - ყვება კომპოზიტორი.

ასე შეიქმნა ცნობილი ჰიტი, რომელიც უკვე 68 წელია საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია. ფილ სფრინგერი ახლა 94 წლისაა, ის კალიფორნიაში ცხოვრობს და დღემდე წელიწადში, სულ ცოტა, 35 კომპოზიციას ქმნის. ცნობილი კომპოზიტორი მუსიკამ ძალიან პატარა, 6 წლის ასაკში გაიტაცა, როდესაც ის ბახის ნაწარმოებებს სმენით აწყობდა ფორტეპიანოზე და ოჯახის წევრებისთვის უკრავდა.

ფილ სფრინგერს შექმნილი აქვს კომპოზიციები ფრენკ სინატრასთვის, ჯუდი გარლენდისთვის, ელვის პრესლისთვის, არეტა ფრანკლინისთვის.

საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების გარდა, ამერიკელი კომპოზიტორი ცნობილია მისი თავგადასავლებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წასვლის დროს გადახდა.

ვრცელი, გულწრფელი საუბრის შემდეგ, კი ჩემს თხოვნაზე ვიდეო ჩაეწერა სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის, უარი არ თქვა.

ფილ სფრინგერი მადლობას უხდის ქართველ მსმენელს.

"ძვირფასო ქართველებო, ახლა რამდენიმე აკორდი დავუკარი ჩემი საახალწლო სიმღერიდან "Santa Baby”, ძალიან გაფასებთ იმისთვის, რომ უსმენთ ჩემს მუსიკას, დაახლოებით 20 წლის ასაკში შევქმენი ეს სიმღერა და მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, რასაც ხალხი გამოხატავს!“ - ამბობს დიდი კომპოზიტორი.

ავტორი: ნინო წიფურია

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

"მოველი, რომ შემოტევა იქნება, მაგრამ მზად ვარ" - ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს