მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს
ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტი 95 წლის გო­გა­ლი არა­ბუ­ლი თა­ვის მკურ­ნალ ექი­მებს მშობ­ლი­უ­რი მხა­რი­დან ხევ­სუ­რე­თი­დან, გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და ახალ წელს ულო­ცავს.

გო­გა­ლი არა­ბუ­ლის ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რო­გორ ტო­ვებს ის კლი­ნი­კას და ემო­ცი­უ­რად ემ­შვი­დო­ბე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, Facebook-ზე გავ­ცელ­და და მთე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­იც­ვა.

მისი შვი­ლი, ზურა არა­ბუ­ლი გვი­ამ­ბობს, რომ 95 წლის პა­ცი­ენ­ტი ახალ წელს მხნედ ხვდე­ბა და თავს შე­და­რე­ბით უკეთ გრძნობს.

„იმე­ო­რებს-ხოლ­მე, რა მიქ­ნა ამ ვირუს­მაო. ისე მხნე­დაა, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რია ექი­მე­ბის და სურს, სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა და მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ გა­დას­ცეს. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, როცა კლი­ნი­კი­დან დაგ­ვი­რე­კეს და ახა­ლი წელი მოგ­ვი­ლო­ცეს, გვინ­და, ჩვენც კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი გა­დავ­ცეთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს“, - აღ­ნიშ­ნავს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ზურა არა­ბუ­ლი.

95 წლის კო­ვიდ ინ­ცი­ფი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბას დუ­შე­თის „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და. რო­გორც მისი შვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნატ­რობ­და, თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი მხა­რე - ხევ­სუ­რე­თი ენა­ხა.

„გვე­უბ­ნე­ბო­და, „წა­მიყ­ვა­ნეთ, ხევ­სუ­რე­თი მინ­და ვნა­ხო ისევ, ჩემი და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი, ჩემი კუ­თხეო!“ - იხ­სე­ნებს გო­გა­ლი არა­ბუ­ლის შვი­ლი.

დუ­შე­თის „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ქე­თე­ვან გვენ­ცა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმ მძი­მე დღე­ე­ბი­სა, რაც 95 წლის პა­ცი­ენ­ტმა თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ა­რა, ის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო, რომ სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი­ყო და მედ­პერ­სო­ნალს COVID-19-თან ბრძო­ლა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და.

„პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, ჰქონ­და თან­დარ­თუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, მათ შო­რის გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბაც და ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მისი მარ­თვა. იყო პირ­ვე­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი დო­ნის ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი და სა­ბო­ლოო შე­დეგს ხე­დავთ - ერ­თობ­ლი­ვად მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ვირუ­სი და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა, პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ეფექ­ტურ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ და მის­მა მხნე­ო­ბამ და იმედ­მა კარგ შე­დე­გამ­დე გაგ­ვიყ­ვა­ნა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

გო­გა­ლი არა­ბუ­ლი არ არის ერ­თა­დერ­თი ხან­დაზ­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა.

რო­გორც სა­გა­რე­ჯოს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი და­ვით ჯი­ქია გვი­ამ­ბობს, ცოტა ხნის წინ ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი­დან კლი­ნი­კა­ში ორი 88 და 84 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­თაც პერ­სო­ნა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და მათი მონ­დო­მე­ბის შე­დე­გად, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს და ჰოს­პი­ტა­ლი­დან გა­ე­წერ­ნენ კი­დეც.

„ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა, იმ­კურ­ნა­ლა და გა­ე­წე­რა. მდგო­მა­რო­ე­ბა მძი­მე იყო, ჰქონ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტარ­და კვლე­ვე­ბი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო, რომ საქ­მე გვქონ­და კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ას­თან, იყო ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, ამას გარ­და, იყო შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და ასა­კის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა პრობ­ლე­მე­ბი, კვე­ბის დარ­ღვე­ვა და ა.შ. მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ მდგო­მა­რო­ე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან კარ­გი ფაქ­ტი იყო. ასე­თი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა გვქონ­და“, - გან­მარ­ტავს და­ვით ჯი­ქია ერთ-ერთ პა­ცი­ენტზე.

პან­სი­ო­ნა­ტის უფ­როს­მა და­რე­ჯან თო­მა­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ორი­ვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი თავს კარ­გად გრძნობს და სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბა ახალ წელს.

„ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ მკურ­ნა­ლობ­დნენ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი დაგ­ვიბ­რუნ­დნენ. ახლა უკვე კარ­გად არი­ან, ბედ­ნი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი, ერ­თად ვხვდე­ბით ახალ წელს!“, - გან­გვი­მარ­ტა თბი­ლი­სის ხან­დაზ­მულ­თა პან­ცი­ო­ნა­ტის უფ­როს­მა.

მცხე­თა­ში, „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში COVID-19 და­ა­მარ­ცხა სა­ინ­გი­ლო­დან ჩა­მო­სულ­მა 83 წლის პა­ცი­ენ­ტმაც.

„83 წლის პა­ცი­ენ­ტი სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლით მი­ვი­ღეთ სა­ინ­გი­ლო­დან, რო­მელ­საც ად­გილ­ზე და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ვიდ კლი­ნი­კა არ ვართ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პა­ცი­ენტს სა­დაც უდას­ტურ­დე­ბა COVID-19, იქ გრძელ­დე­ბა მისი მკურ­ნა­ლო­ბა. გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა ასე­თი შე­დე­გით დას­რულ­და, გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლეთ პა­ცი­ენ­ტი და მშობ­ლი­ურ სა­ინ­გი­ლო­შიც შეძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა, - განვგვი­მარ­ტა მცხე­თის „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ბაკა თავ­ხე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
7

გოგალი არაბული არასოდეს არ იქნება ბაბუ, ის გოგალი პაპაა! გაიგეთ ამ ე.წ. ჟჟჟჟურნალისტებმა! ეგ მაინც უნდა იცოდეთ!

k-s
1

რას "ვბჯოტიალობ" და აღმოსავლეთ საქართველოში ბაბუ= პაპას!

გასაგებიაა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ყველაზე ხანდაზმული კოვიდ პაციენტი 95 წლის გოგალი არაბული თავის მკურნალ ექიმებს მშობლიური მხარიდან ხევსურეთიდან, გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და ახალ წელს ულოცავს.

გოგალი არაბულის ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებს ის კლინიკას და ემოციურად ემშვიდობება სამედიცინო პერსონალს, Facebook-ზე გავცელდა და მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

მისი შვილი, ზურა არაბული გვიამბობს, რომ 95 წლის პაციენტი ახალ წელს მხნედ ხვდება და თავს შედარებით უკეთ გრძნობს.

„იმეორებს-ხოლმე, რა მიქნა ამ ვირუსმაო. ისე მხნედაა, ძალიან მადლიერია ექიმების და სურს, საახალწლო მილოცვა და მადლობა კიდევ ერთხელ გადასცეს. ძალიან გაგვიხარდა, როცა კლინიკიდან დაგვირეკეს და ახალი წელი მოგვილოცეს, გვინდა, ჩვენც კეთილი სურვილები გადავცეთ სამედიცინო პერსონალს“, - აღნიშნავს Ambebi.ge-სთან საუბარში ზურა არაბული.

95 წლის კოვიდ ინციფირებული მკურნალობას დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 2 კვირის განმავლობაში გადიოდა. როგორც მისი შვილი აღნიშნავს, მთელი ამ დროის განმავლობაში ნატრობდა, თავისი მშობლიური მხარე - ხევსურეთი ენახა.

„გვეუბნებოდა, „წამიყვანეთ, ხევსურეთი მინდა ვნახო ისევ, ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი კუთხეო!“ - იხსენებს გოგალი არაბულის შვილი.

დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ქეთევან გვენცაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა, რაც 95 წლის პაციენტმა თავდაპირველად გამოიარა, ის მოტივირებული იყო, რომ სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო და მედპერსონალს COVID-19-თან ბრძოლაში მაქსიმალურად ეხმარებოდა.

„პაციენტი შემოვიდა სუნთქვის უკმარისობით, ჰქონდა თანდართული პათოლოგიები, მათ შორის გულის მწვავე უკმარისობაც და ასაკის შესაბამისად, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა მისი მართვა. იყო პირველი ინტენსიური დონის ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტი და საბოლოო შედეგს ხედავთ - ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ვირუსი დაემარცხებინა, პროტოკოლის შესაბამისად სამედიცინო პერსონალის ეფექტურმა მკურნალობამ და მისმა მხნეობამ და იმედმა კარგ შედეგამდე გაგვიყვანა“, - აღნიშნა მან.

გოგალი არაბული არ არის ერთადერთი ხანდაზმული პაციენტი, რომელმაც „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი დაამარცხა.

როგორც საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით ჯიქია გვიამბობს, ცოტა ხნის წინ ხანდაზმულთა პანსიონატიდან კლინიკაში ორი 88 და 84 წლის ქალბატონი გადაიყვანეს, რომელთაც პერსონალის ჩართულობისა და მათი მონდომების შედეგად, კორონავირუსი დაამარცხეს და ჰოსპიტალიდან გაეწერნენ კიდეც.

„ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, იმკურნალა და გაეწერა. მდგომაროება მძიმე იყო, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და შესაბამისად ჩატარდა კვლევები, დადასტურებული იყო, რომ საქმე გვქონდა კოვიდ ინფექციასთან, იყო ფილტვის დაზიანების მაღალი ხარისხი, ამას გარდა, იყო შაქრიანი დიაბეტი და ასაკისგან გამოწვეული სხვა პრობლემები, კვების დარღვევა და ა.შ. მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გაეწერა გამოჯანმრთელებული, დამაკმაყოფილებელ მდგომაროებაში, რაც ძალიან კარგი ფაქტი იყო. ასეთი არაერთი შემთხვევა გვქონდა“, - განმარტავს დავით ჯიქია ერთ-ერთ პაციენტზე.

პანსიონატის უფროსმა დარეჯან თომაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ორივე გამოჯანმრთელებული პაციენტი თავს კარგად გრძნობს და სიხარულით ხვდება ახალ წელს.

„ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობდნენ 2 კვირის განმავლობაში და გამოჯანმრთელებულები დაგვიბრუნდნენ. ახლა უკვე კარგად არიან, ბედნიერები და ჯანმრთელები, ერთად ვხვდებით ახალ წელს!“, - განგვიმარტა თბილისის ხანდაზმულთა პანციონატის უფროსმა.

მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში COVID-19 დაამარცხა საინგილოდან ჩამოსულმა 83 წლის პაციენტმაც.

„83 წლის პაციენტი სხვადასხვა ჩივილით მივიღეთ საინგილოდან, რომელსაც ადგილზე დაუდასტურდა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ კლინიკა არ ვართ, კანონმდებლობით, პაციენტს სადაც უდასტურდება COVID-19, იქ გრძელდება მისი მკურნალობა. გვიხარია, რომ ჩვენი მცდელობა ასეთი შედეგით დასრულდა, გამოვაჯანმრთელეთ პაციენტი და მშობლიურ საინგილოშიც შეძლო დაბრუნება, - განვგვიმარტა მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ბაკა თავხელიძემ.

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის