მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრიწყაროში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას გეგმავდნენ
თეთრიწყაროში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას გეგმავდნენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თეთ­რი­წყა­რო­ში ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი - რ.კ. და ბ.ხ. ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თეთ­რი­წყა­რო­ში, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახლზე ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ­ვა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე მათ­გა­ნი თეთ­რი­წყა­რო­ში იმ დროს და­ა­კა­ვა, რო­დე­საც ისი­ნი სახლზე თავ­დას­ხმას აპი­რებ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს: და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნიღ­ბე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ასე­ვე, გა­დაჭ­რი­ლი თოფი 2 საბ­რძო­ლო ვაზ­ნით და გა­და­კე­თე­ბუ­ლი აი­რის პის­ტო­ლე­ტი.

ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით ყა­ჩა­ღო­ბის ჯგუ­ფუ­რად მომ­ზა­დე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18-179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­თა, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

...
10

 უკვე 3 ფაქტია რაც მე ვიცი. გეგმავდა მამაო შორენას მოწამვლის, ბადრის ძმა გეგმავდა ძმის მონახულებასეხლა ეს არასრულწლოვანები, იქნებ დახუჭობანას თამაშს გეგმავდნენ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თეთრიწყაროში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას გეგმავდნენ

თეთრიწყაროში დააკავეს არასრულწლოვნები, რომლებიც საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას გეგმავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 2 არასრულწლოვანი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული 2 არასრულწლოვანი - რ.კ. და ბ.ხ. ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და გადაკეთებული აირის პისტოლეტი.

ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

შსს-მ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს, გამოძიება დაიწყო

"ფორმულას" ინფორმაცია არის თავდასხმა პოლიციაზე... სიუჟეტში მოხსენიებული პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან" - უწყების განცხადება

"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს