საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი ივანიშვილზე და რას იხსენებს მასთან პირველი შეხვედრიდან?
"ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი ივანიშვილზე და რას იხსენებს მასთან პირველი შეხვედრიდან?

ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მას­სა და ივა­ნიშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შეხ­ვდა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ, მე გახ­ლდით. "მინ­და მე და შენ და­ვი­წყოთ" - ზუს­ტად მახ­სოვს ეს სი­ტყვე­ბი. სამი დღე ვუ­ყუ­რე ტე­ლე­ვი­ზორს და შენ აგარ­ჩი­ეო. შევ­პირ­დი, და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში არ შე­ვი­დო­დი. მე­ო­რე დღი­დან­ვე გავ­მარ­თე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც ბი­ძი­ნა ბრძო­ლის და­გეგ­მვას აპი­რებ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან". სა­ჯა­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თა­ვი­დან­ვე უარი მქონ­და ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ კუ­ლი­სებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი.

- ამი­ტო­მაც მო­გიხ­სე­ნი­ებ­დნენ რუხ კარ­დი­ნა­ლად.

- დიახ, მახ­სოვს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ნამ­დვი­ლად მე გა­დავ­დგი კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა სწო­რი აღარ იქ­ნე­ბო­და და სა­ჯა­როდ ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში. დღეს აღა­რა­ვის ახ­სოვს და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს აწყო­ბენ, მაგ­რამ მე მა­შინ­ვე ვთქვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გავ­დგე­ბო­დი გან­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ. ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის იყო, რომ დრო­უ­ლად ვერ მო­ვა­ხერ­ხე გან­ზე გად­გო­მა.

და­ვა­პი­რე, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა მთხო­ვა რამ­დე­ნი­მე თვე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან იყო სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თაც ჩემ გარ­და ვე­რა­ვინ მო­აგ­ვა­რებ­და. სწო­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არ დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი. ასე ვერ მო­ვი­ქე­ცი. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი. ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია და­ი­გეგ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, არა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის­გან, არა­მედ თა­ვად გუნდში. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მა­ვანთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფუ­ლის შოვ­ნა უნ­დო­დათ და მე ხელს ვუშ­ლი­დი. ვი­ცო­დი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია რომ წა­მო­ი­წყეს, საქ­მის კურ­სში ბი­ძი­ნაც ჩა­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ ზე­რე­ლედ შე­ხე­და ამ პრობ­ლე­მას. მა­შინ მივ­ხვდი, უკვე პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო იყო. ისევ მთხო­ვა დარ­ჩე­ნა, ამის გამო ურეკ­შიც ჩა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ მე აზრი აღარ შე­ვიც­ვა­ლე.

... ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ვე­რას­დროს გა­დავ­ხა­ზავ იმ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც ერ­თად ბრძო­ლის დროს ჩვენ შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ძა­ლი­ან მაკ­ლია რო­გორც მას­თან, ასე­ვე მის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ და­ვი­ვი­წყებ მის კე­თილ საქ­მე­ებს რო­გორც ქვეყ­ნის, ისე პი­რა­დად ჩემ­თვის. მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, შე­უ­ფა­სე­ბე­ლი რამ გა­მი­კე­თა - ჩემი მე­უღ­ლე დღეს ცო­ცხა­ლი რომ არის, მას უნდა ვუ­მად­ლო­დე. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ისე და­ა­ფი­ნან­სა, არც მი­თხო­ვია მის­თვის. მაგ­რამ თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავ იმა­ზე, რომ დღეს ასე­ვე ჩემ­თვის შე­უ­ფა­სე­ბელ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აზი­ა­ნებს. არ მი­ხა­რია მისი გაკ­რი­ტი­კე­ბა, არც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ვარ. ხვალ რომ დაც­ვა დას­ჭირ­დეს, ისევ მე და­ვი­ცავ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე კი არა. კო­ბა­ხი­ძე დაჯ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და და­წერს, ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრა­ლი იყო, ის მა­ვა­ლებ­და ცუდ საქ­მე­ებ­სო. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერმინე
26

...უმადურთა მოდგმის წარმომადგენელი.

taso
21

იმიტომ იგესლები?შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს,ძალიან ბევრი შეცდომები ქონდეს,მაგრამ არასდროს ის სიკეთე არ უნდა დაივიწყო რაც ადამიანმა პირადად გაგიკეთა,არ მოგწონს?გადექი გვერძე და ნურც კარგს იტყვი და ნურც ავს,მაგრამ ჩვენ ქართველებს ეს როგორ შეგვიძლია,ათი სიკეთე რომ გააკეთო და ერთი ჩაგივარდეს აი იმ ერთს ამოგადენენ ყელში,აბა ქართველი რის ქართველია ზურგში ლახვარს სანამ არ ჩაგცხებს ვერ მოისვენებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი ივანიშვილზე და რას იხსენებს მასთან პირველი შეხვედრიდან?

"ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი ივანიშვილზე და რას იხსენებს მასთან პირველი შეხვედრიდან?

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მასსა და ივანიშვილს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

გია ხუხაშვილი:

- პირველი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. "მინდა მე და შენ დავიწყოთ" - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და "თავისუფალ დემოკრატებთან". საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული.

- ამიტომაც მოგიხსენიებდნენ რუხ კარდინალად.

- დიახ, მახსოვს. პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა.

დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი. ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე.

... ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ძალიან მაკლია როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან ურთიერთობა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა - ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა. კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო. წაიკითხეთ სტატია სრულად

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?