მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში, ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება" - მამუკა მდინარაძე
"ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში, ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება" - მამუკა მდინარაძე

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს "კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გა­ნი­ხი­ლავს“.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” მარ­თა­ლია და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას მყა­რად და­ი­ცავს.

"არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი - რაც არ უნდა გა­და­წი­ონ და მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან ჩვენ­თვის მომ­ხიბ­ვლე­ლი იყოს წი­ნა­და­დე­ბა - 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 თვით ადრე ჩა­ტა­რე­ბა თუ ა.შ. არა­ნა­ი­რი მსგავ­სი სა­კი­თხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა მმარ­თველ გუნდში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს ყვე­ე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. გვაჩ­ვე­ვენ და ცდი­ლო­ბენ, ჩვენც კი დავ­კომ­პლექსდეთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კარ­გად ჩა­ტარ­და - ეს ვე­რა­ვინ ვერ უნდა გა­ბე­დოს. ასე­თი ტრენ­დი მკვიდ­რდე­ბა, ღა­ლა­ტად უთ­ვლი­ან ერ­თმა­ნეთს, თუ ვინ­მე იტყვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა“,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­აჩ­ნია, რომ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წა შე­საძ­ლებ­ლია და ოპო­ზი­ცი­ას მხო­ლოდ "მსგავს თე­მებ­ზე წაყ­ვე­ბა“.

"ჩვენ ვე­რა­ნა­ირ ვა­დამ­დელ და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე ვე­რას­დროს ვერ ვი­ლა­პა­რა­კებთ იმი­ტომ, რომ მარ­თლე­ბი ვართ რე­ა­ლუ­რად. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კად­რუ­ლობს და რა­ღა­ცას აყალ­ბებს, მას ბევრ რა­მე­ზე მო­უ­წევს წას­ვლა, მაგ­რამ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლია, ანუ ჩვენ, ჩვენს პო­ზი­ცი­ებს მყა­რად და­ვი­ცავთ და თუ რა­ი­მე­ზე მივ­ყვე­ბით, იმი­ტომ მივ­ყვე­ბით, რომ მიგ­ვაჩ­ნია, აარ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წა შე­საძ­ლე­ბე­ლია და კი­დევ უფრო მეტი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც ჩვენ­თვის რის­კი­ა­ნი, მაგ­რამ ღია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის ჩა­დე­ბა. მსგავს თე­მებ­ზე წავ­ყვე­ბით. სხვა­ზე - არა”,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად ჟღერს: “სა­ნამ მე არ გა­ვი­მარ­ჯვებ, მე ეს მო­თხოვ­ნა მექ­ნე­ბა”.

"სულ რომ მარ­თლა რა­ღაც დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ე­ჩი­ნათ, შე­იძ­ლე­ბო­და მათი მხრი­დან დათ­მო­ბა, რომ ეთ­ქვათ, რომ დღეს ისე­თი პრობ­ლე­მუ­რი პე­რი­ო­დია, ეკო­ნო­მი­კა ისე ზი­ან­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისე ზი­ან­დე­ბი­ან, ასო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ჩვენ რა­ღა­ცას ვთმობთ. ამ ომის პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი დგა­ნან სხვა მხა­რეს. იბ­რძვი­ან აკ­რძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რო­გორც "ლე­ლოს" ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს ჩა­ტარ­დეს, თუმ­ცა ეს უნდა იყოს სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

„აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ვი­დეს პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე. აქ ხომ მხო­ლოდ იმა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, რომ კა­ლენ­და­რუ­ლად 2021-ში არ გა­მო­ვი­და, 2022-ში ჩა­ვა­ტა­როთ იმა­ვე სის­ტე­მით რა სის­ტე­მი­თაც დღეს ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, აქ ლა­პა­რა­კია პრინ­ცი­პუ­ლად ახალ სის­ტე­მა­ზე ანუ სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
52

ფრიად საოცარი, საკვირველი და საეჭვოა "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია. საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მათი კუთვნილი ხმები "ნაც-ოპოზიციამ" მოიპარა და მიითვისა. ისინი კი, არც საპარლამენტო კომისიის მანდატით ხმების გადათვლას ითხოვენ და არც პარლამენტში არ შედიან. ამით ხომ, ნებსით თუ უნებლიედ "ნაც-ოპოზიციის" მოკავშირეები ხდებიან... ამაზე უარესი არც კი მინდა ვიფიქრო.

???????????????
4

ამ .... იმედი რომ გექნება ქვეყანა რომ დაგილაგოს, თავად ... ხომ ხარ ?????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში, ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება" - მამუკა მდინარაძე

"ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში, ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს "კატეგორიულად არ განიხილავს“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” მართალია და საკუთარ პოზიციას მყარად დაიცავს.

"არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები - რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება - 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა - ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ასეთი ტრენდი მკვიდრდება, ღალატად უთვლიან ერთმანეთს, თუ ვინმე იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შესაძლებლია და ოპოზიციას მხოლოდ "მსგავს თემებზე წაყვება“.

"ჩვენ ვერანაირ ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებთ იმიტომ, რომ მართლები ვართ რეალურად. როდესაც რომელიმე ხელისუფლება კადრულობს და რაღაცას აყალბებს, მას ბევრ რამეზე მოუწევს წასვლა, მაგრამ, როდესაც ხელისუფლება მართალია, ანუ ჩვენ, ჩვენს პოზიციებს მყარად დავიცავთ და თუ რაიმეზე მივყვებით, იმიტომ მივყვებით, რომ მიგვაჩნია, აარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შესაძლებელია და კიდევ უფრო მეტი, შესაძლებელია, თუნდაც ჩვენთვის რისკიანი, მაგრამ ღია, დემოკრატიული მექანიზმის ჩადება. მსგავს თემებზე წავყვებით. სხვაზე - არა”,- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები შემდეგნაირად ჟღერს: “სანამ მე არ გავიმარჯვებ, მე ეს მოთხოვნა მექნება”.

"სულ რომ მართლა რაღაც დარღვევები აღმოეჩინათ, შეიძლებოდა მათი მხრიდან დათმობა, რომ ეთქვათ, რომ დღეს ისეთი პრობლემური პერიოდია, ეკონომიკა ისე ზიანდება, მოქალაქეები ისე ზიანდებიან, ასობით გარდაცვლილი ადამიანი გვყავს, ჩვენ რაღაცას ვთმობთ. ამ ომის პერიოდში, ისინი დგანან სხვა მხარეს. იბრძვიან აკრძალული მეთოდებით“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, როგორც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ერთ-ერთი ვარიანტია, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს, თუმცა ეს უნდა იყოს სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებული.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პროპორციულ არჩევნებზე. აქ ხომ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ კალენდარულად 2021-ში არ გამოვიდა, 2022-ში ჩავატაროთ იმავე სისტემით რა სისტემითაც დღეს ჩატარდა არჩევნები, აქ ლაპარაკია პრინციპულად ახალ სისტემაზე ანუ სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

“ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე

"ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა არ უნდა, ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა" - ირაკლი კობახიძე

"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა