მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"
სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან - ვახო ნი­კო­ლა­იშ­ვილ­თან და ოთხ შვილ­თან ერ­თად ვა­კე­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობს. კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ეზო, აუზი, კი­ნო­თე­ატ­რი, ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი - ისაა, რაც ერთი თვა­ლის შევ­ლე­ბი­თაც კი იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ინ­ტე­რი­ერ­სა და სახ­ლის გან­ლა­გე­ბა-მო­წყო­ბა­ზე სა­ლო­მე თა­ვად გვე­სა­უბ­რა და კარ­გი გი­დო­ბაც გაგ­ვი­წია.

- უკვე 10 წე­ლია, ამ სახ­ლში ვცხოვ­რობთ. აშე­ნე­ბის პრო­ცეს­ში მე არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან მა­შინ ვა­ხოს ცოლი არ ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ჩემი გე­მოვ­ნე­ბით შე­ირ­ჩა ფე­რე­ბი. უპი­რა­ტე­სო­ბას ღია, ნა­თელ ტო­ნებს ვა­ნი­ჭებ, მარ­თა­ლია, მუქი ფე­რე­ბი მო­და­შია, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მღლის და არ მა­ყე­ნებს კარგ ხა­სი­ათ­ზე.შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტე­რი­ე­რი უფრო ღია ტო­ნა­ლო­ბა­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. რად­გა­ნაც ძა­ლი­ან სულსწრა­ფი ვარ ყვე­ლა­ფერ­ში და არ შე­მიძ­ლია ლო­დი­ნი, სას­წრა­ფოდ შე­ვარ­ჩი­ეთ ავე­ჯი, მერე რა­ღა­ცე­ბი აღარ მოგ­ვე­წო­ნა და გა­მოც­ვლა მოგ­ვი­წია.

ამი­ტო­მაც სულ კა­მა­თია იმა­ზე, რომ ჯობს და­ვე­ლო­დოთ და ჩა­მო­ვი­დეს ის, რაც გვინ­და, ვიდ­რე აქ ვი­ყი­დოთ. მაგ­რამ მე მა­ინც ვერ ვით­მენ ხოლ­მე და ხან­და­ხან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად გვიხ­დე­ბა რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა. ზო­გა­დად, მი­მაჩ­ნია, რომ სახ­ლში პე­რი­ო­დუ­ლად ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­ი­ტა­ნო, რად­გან ერთი და იგი­ვეს ყუ­რე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. მაგ­რამ ჩვე­ნი სახ­ლი ძა­ლი­ან დი­დია და მარ­ტი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც კი დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თა­ნაც მირ­ჩევ­ნია, ფი­ნან­სე­ბი უფრო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას მოხ­მარ­დეს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ნივ­თი შევ­ცვა­ლო. თუ ფუჭ­დე­ბა და გა­მო­საც­ვლე­ლია, ეს სხვა საქ­მეა.

ვერ ვი­ტყვი, რომ სახ­ლი კლა­სი­კურ სტილ­შია მო­წყო­ბი­ლი. არ მიყ­ვარს ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი, შე­იძ­ლე­ბა ასაკ­თან ერ­თად და­ვი­წყო მისი სი­დი­ა­დის აღ­ქმა, მაგ­რამ ახლა არ მი­ზი­დავს. დე­და­ჩე­მი გიჟ­დე­ბა ასეთ ნივ­თებ­ზე და სულ მე­უბ­ნე­ბა, შენ ვერ ხვდე­ბი ამის ფას­სო. მამ­ძი­მებს და არ მიყ­ვარს სხვი­სი გა­მო­ნაც­ვა­ლი ნივ­თი, მძი­მე აურა აქვს, ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, ვი­ყი­დო რამე მარ­ტი­ვი, რო­მელ­საც და­უ­ნა­ნებ­ლად შევ­ცვლი, როცა მომ­ბეზ­რდე­ბა. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვე­ნი სახ­ლი არც კლა­სი­კურ სტილ­შია და არც სრუ­ლი­ად თა­ნა­მედ­რო­ვეა, უფრო ამ ორი სტი­ლის მიქ­სია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
2

კაი ვახუნხულა გამოუჭერია

hehebooii
8

სხვისი შექმნილის ათვისება კაია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან - ვახო ნიკოლაიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ვაკეში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. კეთილმოწყობილი ეზო, აუზი, კინოთეატრი, ულამაზესი ხედები - ისაა, რაც ერთი თვალის შევლებითაც კი იქცევს ყურადღებას. ინტერიერსა და სახლის განლაგება-მოწყობაზე სალომე თავად გვესაუბრა და კარგი გიდობაც გაგვიწია.

- უკვე 10 წელია, ამ სახლში ვცხოვრობთ. აშენების პროცესში მე არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან მაშინ ვახოს ცოლი არ ვიყავი. თუმცა ჩემი გემოვნებით შეირჩა ფერები. უპირატესობას ღია, ნათელ ტონებს ვანიჭებ, მართალია, მუქი ფერები მოდაშია, მაგრამ მე ძალიან მღლის და არ მაყენებს კარგ ხასიათზე.შესაბამისად, ინტერიერი უფრო ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი. რადგანაც ძალიან სულსწრაფი ვარ ყველაფერში და არ შემიძლია ლოდინი, სასწრაფოდ შევარჩიეთ ავეჯი, მერე რაღაცები აღარ მოგვეწონა და გამოცვლა მოგვიწია.

ამიტომაც სულ კამათია იმაზე, რომ ჯობს დაველოდოთ და ჩამოვიდეს ის, რაც გვინდა, ვიდრე აქ ვიყიდოთ. მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ ხოლმე და ხანდახან გაუთვალისწინებლად გვიხდება რაღაცების შეცვლა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, რადგან ერთი და იგივეს ყურება მთელი ცხოვრება მოსაბეზრებელია. მაგრამ ჩვენი სახლი ძალიან დიდია და მარტივი ცვლილებებიც კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თანაც მირჩევნია, ფინანსები უფრო სწავლა-განათლებას მოხმარდეს, ვიდრე უბრალოდ მობეზრებული ნივთი შევცვალო. თუ ფუჭდება და გამოსაცვლელია, ეს სხვა საქმეა.

ვერ ვიტყვი, რომ სახლი კლასიკურ სტილშია მოწყობილი. არ მიყვარს ანტიკვარიატი, შეიძლება ასაკთან ერთად დავიწყო მისი სიდიადის აღქმა, მაგრამ ახლა არ მიზიდავს. დედაჩემი გიჟდება ასეთ ნივთებზე და სულ მეუბნება, შენ ვერ ხვდები ამის ფასსო. მამძიმებს და არ მიყვარს სხვისი გამონაცვალი ნივთი, მძიმე აურა აქვს, ამიტომ მირჩევნია, ვიყიდო რამე მარტივი, რომელსაც დაუნანებლად შევცვლი, როცა მომბეზრდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი სახლი არც კლასიკურ სტილშია და არც სრულიად თანამედროვეა, უფრო ამ ორი სტილის მიქსია. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები