მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?
ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუსს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­უბ­რის ძი­რი­თა­დი თე­მე­ბი იყო გლო­ბა­ლუ­რად პან­დე­მი­ის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ეფექ­ტუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დრო­უ­ლად და­წყე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს რო­გორც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, ისე მე­ო­რე ტალ­ღის პი­რო­ბებ­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მარ­თვის თვალ­საზ­რი­სით.

ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, კლი­ნი­კუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის როლს და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის მუ­შა­ო­ბას მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში. ასე­ვე აღი­ნიშ­ნა ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დრო­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის, იზო­ლა­ცი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცეს­ში.

"სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბას მსოფ­ლი­ო­ში და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნის დრო­უ­ლი შე­მო­ტა­ნის, ისე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ლო­გის­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის კუ­თხით. კი­დევ ერთხელ გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა იმ ფაქ­ტზე, რომ გარ­და COVAX პლატ­ფორ­მი­სა, აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან და ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­თან, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აწარ­მო­ებს. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­მო მზად არის, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში, რათა ქვე­ყა­ნამ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე მი­ი­ღოს.

აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია ჯან­მოს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას შედ­გა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­გორც СOVID-19-ის მარ­თვის ნა­წილ­ში, ისე ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში სა­მო­მავ­ლო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
24
ეს მთავრობა მარტო ფულის კეთებაში არიან მაგრები ბიუჯეტს,რომ არიან წურბელებივით,თორემ რაც უნიათოები არიან ყველაფერში,ისე უნიათოდ მოიქცევიან ვაქცინაშიც.დარწმუნებული ვარ თავს ვერ მოაბავენ ამ ამბავს!
zura
18

ნაძირლები განწირულია ქართველი ერი ვსო ეკლესიამ ამოიროს ხმა დროზე ტორე შეამცირებენ ესენი 3,5 მილიონიდან 2 მილიონმსწ მოაზწლწობა ვკკხინწბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით.

ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.

"საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"