საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებიან, რა ძალა გადგას, ყოველ კვირა ფშავში რომ დადიხარო..." - გაიცანით ქალი, რომელმაც მივიწყებული ფშაური ხელსაქმე გააცოცხლა და ახალგაზრდებს შეაყვარა
"მეუბნებიან, რა ძალა გადგას, ყოველ კვირა ფშავში რომ დადიხარო..." - გაიცანით ქალი, რომელმაც მივიწყებული ფშაური ხელსაქმე გააცოცხლა და ახალგაზრდებს შეაყვარა

ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, სა­კუ­თა­რი გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ ვინ­მემ ასე კარ­გად და ამ­დე­ნი იცო­დეს, რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა თინა ნა­ყე­ურ­მა, ამა­ში თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რო­დე­საც მის მო­ნა­თხრობს წა­ი­კი­თხავთ. ამი­ტომ, სა­ნამ მის სა­ინ­ტე­რე­სო და სხვე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა­ზე მო­გიყ­ვე­ბით (ის ქარ­თუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია), სწო­რედ ნა­ყე­უ­რე­ბის გვარ­ზე გი­ამ­ბობთ.

"იცით, ალ­ბათ, რომ ფშავ­ში 13 თე­მია. ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ლო­ცა­ვი ხატი აქვს და დღემ­დე თი­თო­ე­უ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა მკაც­რა­დაა და­ცუ­ლი. მე მა­თუ­რის თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, მა­თუ­რის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ხა­ტის ყმა. მა­თუ­რა ჩეჩ­ნეთ­თან მო­სა­ზღვრე სო­ფე­ლია, ამი­ტომ ჩეჩ­ნე­ბის­გან ხში­რი თავ­დას­ხმე­ბის, აწი­ო­კე­ბის, ძარ­ცვის მსხვერ­პლი ყო­ფი­ლა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ერთ-ერთი ასე­თი თავ­დას­ხმის დროს, თით­ქმის მთე­ლი სო­ფე­ლი აუ­ოხ­რე­ბი­ათ, გა­დარ­ჩე­ნი­ლა ერთი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც სხვა სო­ფელ­ში მწყემ­სად იყო გა­ბა­რე­ბუ­ლი.

ოჯახს, რო­მელ­საც ბიჭი გა­უზ­რდია, როცა წა­მო­ი­ზარ­და, ბარ­ში წა­მო­უყ­ვა­ნი­ათ. მათ და­სა­სახ­ლებ­ლად სო­ფელ მა­ღა­როს­კა­რის მი­და­მო­ებ­ში ად­გი­ლი მოს­წო­ნე­ბი­ათ, რად­გა­ნაც სა­თი­ბად კარ­გი ყო­ფი­ლა, არც ზვავ­სა­ში­ში ტე­რი­ტო­რია იყო და მა­მო­ბილს ვა­ჟის­თვის და­სახ­ლე­ბა იქ ურ­ჩე­ვია. მის­თვის ერთი ყე­ვა­რი (ერთ უღელ­ში შებ­მუ­ლი წყვი­ლი ხარი) ხარი და ერთი ბო­ღჩა სა­მო­სი გა­მო­უ­ტა­ნე­ბია. ბიჭს გა­უ­ტე­ხავს ყა­მი­რი მიწა, და­უ­მუშ­ვე­ბია, რა­საც ნა­ყევ­რალს უწო­დებ­და, ხოლო სა­დაც ვაჟი და­სახ­ლდა, იმ სო­ფელს ყოფ­ჩა (ბო­ღჩა­დან) და­ერ­ქვა. გვა­რი ნა­ყე­უ­რი კი ნა­ყევ­რა­ლა­დან მო­დის," - გვიყ­ვე­ბა თინა ნა­ყე­უ­რი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სია.

ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პრო­ფე­სი­ით 9 წელი უმუ­შა­ვია. შემ­დეგ კი ე.წ. „გარ­დაქ­მნის პე­რი­ოდ­ში“ მის სამ­სა­ხურს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­უ­წყვე­ტია და სწო­რედ ეს გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ ხელი ხელ­საქ­მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და.

- ვი­ნა­ი­დან მთის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ხელ­საქ­მეა, რო­გორც ჩანს, მან თქვენც გა­გი­ტა­ცათ. სა­ერ­თოდ, რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით ამ ყვე­ლაფ­რით და პირ­ვე­ლად ვინ მო­ახ­დი­ნა ამ კუ­თხით თქვენ­ზე გავ­ლე­ნა?

- მთა­ში ხელ­საქ­მის არ­ცოდ­ნა ოდით­გან­ვე დიდი სირ­ცხვი­ლი იყო. ქალი ვერ გა­თხოვ­დე­ბო­და, თუ თა­ვი­სი ხე­ლით არ შექ­მნი­და მზი­თევს (ხა­ლი­ჩებს, ფარ­და­გებს, ჯე­ჯი­მებს, წინ­და-ხელ­თათ­მანს...) ამას დიდი დრო სჭირ­დე­ბო­და და ქა­ლე­ბი 30 წლამ­დე თით­ქმის არ თხოვ­დე­ბოდ­ნენ. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა ხელ­საქ­მის ოს­ტა­ტი იყო, მა­მი­დე­ბი, ბე­ბი­ე­ბი, დედა (პრო­ფე­სი­ით ქი­მია-ბი­ო­ლო­გი), რო­მელ­მაც სკო­ლა­ში, რო­მელ­შიც ას­წავ­ლი­და ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ას, პირ­ვე­ლად და­ა­არ­სა ხელ­საქ­მის წრე. პირ­ვე­ლი წინ­და 5 წლის ასაკ­ში მოვ­ქსო­ვე. მა­შინ გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი დღემ­დე მახ­სოვს. რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი დავ­კარ­გე, მივ­ხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქ­მე.

- ქსოვთ, ამუ­შა­ვებთ თე­ქას, ამ­ზა­დებთ სამ­კა­უ­ლებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის?

- პირ­და­პირ გე­ტყვით - სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს, ჩა­ნა­ფიქ­რის სამ­ზე­ო­ზე გა­მო­ტა­ნას, მთე­ლი ში­ნა­გა­ნი ძა­ლის, გან­წყო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი შრო­მი­სა, ესაა ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. ამას­თან, ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც მაქვს, მაგ­რამ სრუ­ლი­ად მა­ვი­წყდე­ბა ეს, როცა გა­მო­ფე­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, ვქმნი ახალ ნა­მუ­შევ­რებს, ვაგ­რო­ვებ ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბის­თვის მცე­ნა­რე­ებს, ძაფ­სა და მა­ტყლს მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ სა­ღე­ბა­ვებ­ში ვღე­ბავ. ჩემ­თვის ესაა ად­რე­ნა­ლი­ნი.

- ფშა­უ­რი სა­მო­სი, სამ­კა­უ­ლი, ორ­ნა­მენ­ტი, რით გან­სხვავ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნი მთის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ შექ­მნი­ლი ორ­ნა­მენ­ტის­გან, რა არის მისი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხი?

- ორ­ნა­მენ­ტი ყვე­ლა ქარ­თუ­ლია, გან­სხვა­ვე­ბა კუ­თხე­ე­ბის მი­ხედ­ვით - ფერ­თა სიმ­კვეთ­რე სი­სა­და­ვე­შია. ამი­ტომ, ფშა­უ­რი სა­მო­სი შე­და­რე­ბით სი­სა­და­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა მძი­ვი­თაა გა­წყო­ბი­ლი, ღილ­კი­ლო­ე­ბი­თაც, მაგ­რამ მშვი­დი, არა­კაშ­კა­შა ფე­რე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რე­ბი ყო­ველ­თვის ყველ­გან ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად დე­ტა­ლის სიმ­ცი­რი­სა.

- და­ინ­ტე­რე­სე­ბას ამ საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდე­ბი იჩე­ნენ. მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ...

- თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ და როცა ფშავ­ში, მა­მის სახ­ლს ვსტუმ­რობ­დი, ვხე­დავ­დი, რომ ქა­ლე­ბი ძვე­ლი დრო­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღარ იჩენ­დნენ ხელ­საქ­მის მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს, ამან 17 წლის წინ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, იქ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და ხელ­საქ­მის სა­ხე­ლოს­ნო შე­მექ­მნა, მეს­წავ­ლე­ბი­ნა ხელ­საქ­მე და ამა­ვე დროს და­მე­საქ­მე­ბი­ნა ხელ­საქ­მის­მცოდ­ნე ქა­ლე­ბი. ფშავ­ში და­შიბ­ვით ქსო­ვა უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­აა, ძა­ფე­ბით მე ვა­მა­რა­გებ, მოს­წავ­ლე­თა ასა­კი შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, ყვე­ლა მსურ­ვე­ლი მო­დი­ო­და და მო­დის სა­ხე­ლოს­ნო­ში, ზოგი სწავ­ლობს, ზო­გიც და­ვა­საქ­მე და ახ­ლაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ.

- სწავ­ლი­სას რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი?

- ახლა, რო­დე­საც სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი, სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბას, მა­სა­ლას და­წყე­ბით კლა­სებ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით მივ­ყვე­ბით, პა­ტა­რებს აქ­ტი­ვო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ძა­ლი­ან ახა­რებთ. მა­ღალ კლა­სებ­ში ეს არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნია და მოს­წავ­ლე­ებს ყო­ველ­თვის ვუ­თან­ხმდე­ბი, რის სწავ­ლა აინ­ტე­რებთ, გვაქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის თვა­ლებ­ში ინ­ტე­რე­სის და­ნახ­ვა ჩემ­თვის მთა­ვა­რია, შემ­დეგ ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას, შე­საძ­ლოა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ დად­გნენ, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო­ე­ბა და­უდ­გე­ბათ, ნას­წავლს აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სე­ნე­ბენ.

- თბი­ლი­სი­დან მა­ღა­როს­კარ­ში და­დი­ხართ, ეს არ არის რთუ­ლი საქ­მე? კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ გი­წევთ ას­ვლა?

- ყვე­ლას ერთი კი­თხვა აქვს - ოჯახ­საც და სხვა­საც - რა ძალა გად­გას, რა­ტომ და­დი­ხარ ყო­ველ კვი­რას ფშავ­ში? ახ­სნას აზრი არ აქვს, ეს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იგ­რძნო... ფშავ­ში აქამ­დე ნორ­მა­ლუ­რი გზაც არ იყო, წელს და­ი­წყეს გა­კე­თე­ბა და იმე­დია, მალე დას­რულ­დე­ბა კი­დეც. ავ­ტო­ბუ­სი დღე­ში მხო­ლოდ ერთხელ და­დის, ხში­რად ავ­ტოს­ტო­პით მი­წევს მგზავ­რო­ბა ჟინ­ვა­ლამ­დე მა­ინც. დი­ლით რომ ავ­დი­ვარ, მე­ო­რე დი­ლი­დან ვი­წყებ გაკ­ვე­თი­ლებს და მე­ო­რე დღეს უკან ვბრუნ­დე­ბი, იქ მა­მის სახ­ლში ვრჩე­ბი, სა­დაც დედა და და ცხოვ­რო­ბენ...

- თქვენს სო­ფელ­ზეც გვი­ამ­ბეთ...

- ჩემი სო­ფე­ლი, ქა­ლი­ლო, სო­ფელ მა­ღა­როს­კარს ებ­მის. არაგ­ვის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, მა­ღა­როს­კა­რი­დან ხი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დავ­დი­ვართ. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად მე­სა­ქონ­ლე­ო­ბი­თა და მე­ურ­ნე­ო­ბის მოვ­ლით ირ­ჩენს თავს, რაც დიდ ფი­ზი­კურ შრო­მას მო­ი­თხოვს, თუმ­ცა ფშავ­ლე­ბი იუ­მო­რი­თა და ლექს-კა­ფი­ა­ო­ბით უმკლავ­დე­ბი­ან რთულ ყო­ფით სიძ­ნე­ლე­ებს...

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი?

- ფშავ­ში ახალ წელს წელ­წადს ეძა­ხი­ან. სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბი­ან მის აღ­სა­ნიშ­ნად. ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის არის, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის აცხობ­დნენ ბე­დის­კვე­რას... მას­ზე გა­მო­სა­ხავ­დნენ ცხვარს, ძრო­ხას, კაცს. ახა­ლი წლის დად­გო­მი­სას დედა თაფ­ლით და­ა­ბე­რებს ყვე­ლა წევ­რს, თითო კოვზ თაფლს შე­აჭ­მევს, შემ­დეგ მივა მეკვლე, და­ლო­ცავს ოჯახს, პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხის გო­გას და­ა­გო­რებ­და, თუ წაღ­მა და­ე­ცე­მო­და, მა­შინ ოჯა­ხის­თვის კარ­გი წელი იქ­ნე­ბო­და, თუ უკუღ­მა, მა­შინ - ცუდი. ასე­ვე იყო თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის წევ­რის ბე­დის­კვერ­ზეც. სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ბე­დის­კვე­რის გა­გო­რე­ბის მო­ლო­დი­ნი, ანუ ამით გან­სა­ზღვრავ­დნენ, შემ­დგო­მი წელი რო­გო­რი ექ­ნე­ბო­დათ. ჩემს სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლებს ამ ფშა­ურ მი­ლოც­ვა­ში გა­მოვ­ხა­ტავ: "შე­მოვ­დგი ფეხი, გწყა­ლობ­დეთ ღმერ­თი, ფეხი ჩემი, კვა­ლი ან­გე­ლო­ზი­ა­სა, დიდი გი­მა­ტე­ბი­ათ, დიდი გი­მა­ტოსთ ახალ­მა წელ­მა, ახა­ლი წლის გა­მოც­ვლა­მა, გამ­ყოფ­ნეს: უჭირ­ველ- უტ­კივ­რა­და, კა­ცით, სა­ქონ­ლით, ბევ­რი ძრო­ხა, ბევ­რი ცხვა­რი, გო­დორ­ში პური ბევ­რი და ბევ­რი და­გე­ბე­დოსთ და გა­დღეგ­რძე­ლოთ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

უსაყვარლესი ქალბატონი,დედა და ბებია! წარმატებას გისურვებთ, ქალბატონო თინა, ბედნიერი წელი გქონოდეთ!

nani
0

ყველფერი ძალიან ლამაზია და გემოვნებით გაკეთებული. წარმატებებს გისურვებთ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მეუბნებიან, რა ძალა გადგას, ყოველ კვირა ფშავში რომ დადიხარო..." - გაიცანით ქალი, რომელმაც მივიწყებული ფშაური ხელსაქმე გააცოცხლა და ახალგაზრდებს შეაყვარა

"მეუბნებიან, რა ძალა გადგას, ყოველ კვირა ფშავში რომ დადიხარო..." - გაიცანით ქალი, რომელმაც მივიწყებული ფშაური ხელსაქმე გააცოცხლა და ახალგაზრდებს შეაყვარა

ალბათ იშვიათია, საკუთარი გვარის წარმომავლობის შესახებ ვინმემ ასე კარგად და ამდენი იცოდეს, როგორც ქალბატონმა თინა ნაყეურმა, ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მის მონათხრობს წაიკითხავთ. ამიტომ, სანამ მის საინტერესო და სხვებისთვის სასარგებლო შრომაზე მოგიყვებით (ის ქართული გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენელია), სწორედ ნაყეურების გვარზე გიამბობთ.

"იცით, ალბათ, რომ ფშავში 13 თემია. ყველას თავისი სალოცავი ხატი აქვს და დღემდე თითოეული წეს-ჩვეულება მკაცრადაა დაცული. მე მათურის თემის წარმომადგენელი ვარ, მათურის მთავარანგელოზის ხატის ყმა. მათურა ჩეჩნეთთან მოსაზღვრე სოფელია, ამიტომ ჩეჩნებისგან ხშირი თავდასხმების, აწიოკების, ძარცვის მსხვერპლი ყოფილა. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, თითქმის მთელი სოფელი აუოხრებიათ, გადარჩენილა ერთი პატარა ბიჭი, რომელიც სხვა სოფელში მწყემსად იყო გაბარებული.

ოჯახს, რომელსაც ბიჭი გაუზრდია, როცა წამოიზარდა, ბარში წამოუყვანიათ. მათ დასასახლებლად სოფელ მაღაროსკარის მიდამოებში ადგილი მოსწონებიათ, რადგანაც სათიბად კარგი ყოფილა, არც ზვავსაშიში ტერიტორია იყო და მამობილს ვაჟისთვის დასახლება იქ ურჩევია. მისთვის ერთი ყევარი (ერთ უღელში შებმული წყვილი ხარი) ხარი და ერთი ბოღჩა სამოსი გამოუტანებია. ბიჭს გაუტეხავს ყამირი მიწა, დაუმუშვებია, რასაც ნაყევრალს უწოდებდა, ხოლო სადაც ვაჟი დასახლდა, იმ სოფელს ყოფჩა (ბოღჩადან) დაერქვა. გვარი ნაყეური კი ნაყევრალადან მოდის," - გვიყვება თინა ნაყეური, რომელიც პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია.

ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროფესიით 9 წელი უმუშავია. შემდეგ კი ე.წ. „გარდაქმნის პერიოდში“ მის სამსახურს ფუნქციონირება შეუწყვეტია და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ხელი ხელსაქმისთვის სერიოზულად მოეკიდა.

- ვინაიდან მთის წარმომადგენელი ქალბატონებისთვის საყვარელი საქმე ხელსაქმეა, როგორც ჩანს, მან თქვენც გაგიტაცათ. საერთოდ, როდის დაინტერესდით ამ ყველაფრით და პირველად ვინ მოახდინა ამ კუთხით თქვენზე გავლენა?

- მთაში ხელსაქმის არცოდნა ოდითგანვე დიდი სირცხვილი იყო. ქალი ვერ გათხოვდებოდა, თუ თავისი ხელით არ შექმნიდა მზითევს (ხალიჩებს, ფარდაგებს, ჯეჯიმებს, წინდა-ხელთათმანს...) ამას დიდი დრო სჭირდებოდა და ქალები 30 წლამდე თითქმის არ თხოვდებოდნენ. ჩემს ოჯახში ყველა ხელსაქმის ოსტატი იყო, მამიდები, ბებიები, დედა (პროფესიით ქიმია-ბიოლოგი), რომელმაც სკოლაში, რომელშიც ასწავლიდა ქიმია-ბიოლოგიას, პირველად დააარსა ხელსაქმის წრე. პირველი წინდა 5 წლის ასაკში მოვქსოვე. მაშინ განცდილი სიხარული დღემდე მახსოვს. როდესაც სამსახური დავკარგე, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე.

- ქსოვთ, ამუშავებთ თექას, ამზადებთ სამკაულებს, ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის?

- პირდაპირ გეტყვით - სულიერ სიმშვიდეს, ჩანაფიქრის სამზეოზე გამოტანას, მთელი შინაგანი ძალის, განწყობის მობილიზებას, მიუხედავად უდიდესი ფიზიკური და გონებრივი შრომისა, ესაა შინაგანი თავისუფლებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება. ამასთან, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც მაქვს, მაგრამ სრულიად მავიწყდება ეს, როცა გამოფენისთვის ვემზადები, ვქმნი ახალ ნამუშევრებს, ვაგროვებ ბუნებრივი საღებავებისთვის მცენარეებს, ძაფსა და მატყლს მხოლოდ ბუნებრივ საღებავებში ვღებავ. ჩემთვის ესაა ადრენალინი.

- ფშაური სამოსი, სამკაული, ორნამენტი, რით განსხვავდება დანარჩენი მთის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი ორნამენტისგან, რა არის მისი სახასიათო შტრიხი?

- ორნამენტი ყველა ქართულია, განსხვავება კუთხეების მიხედვით - ფერთა სიმკვეთრე სისადავეშია. ამიტომ, ფშაური სამოსი შედარებით სისადავით გამოირჩევა, თუმცა მძივითაა გაწყობილი, ღილკილოებითაც, მაგრამ მშვიდი, არაკაშკაშა ფერებით. ბუნებრივი ფერები ყოველთვის ყველგან ჩანს, მიუხედავად დეტალის სიმცირისა.

- დაინტერესებას ამ საქმიანობის მიმართ როგორც ჩანს, ახალგაზრდები იჩენენ. მოგვიყევით თქვენი მოსწავლეების შესახებ...

- თბილისში ვცხოვრობ და როცა ფშავში, მამის სახლს ვსტუმრობდი, ვხედავდი, რომ ქალები ძველი დროისგან განსხვავებით, აღარ იჩენდნენ ხელსაქმის მიმართ დიდ ინტერესს, ამან 17 წლის წინ გადამაწყვეტინა, იქ დავბრუნებულიყავი და ხელსაქმის სახელოსნო შემექმნა, მესწავლებინა ხელსაქმე და ამავე დროს დამესაქმებინა ხელსაქმისმცოდნე ქალები. ფშავში დაშიბვით ქსოვა უძველესი ტრადიციაა, ძაფებით მე ვამარაგებ, მოსწავლეთა ასაკი შეზღუდული არ არის, ყველა მსურველი მოდიოდა და მოდის სახელოსნოში, ზოგი სწავლობს, ზოგიც დავასაქმე და ახლაც ვთანამშრომლობ.

- სწავლისას რა არის თქვენთვის მთავარი?

- ახლა, როდესაც საჯარო სკოლაში ვასწავლი, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, მასალას დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოს მიხედვით მივყვებით, პატარებს აქტივობების მრავალფეროვნება ძალიან ახარებთ. მაღალ კლასებში ეს არჩევითი საგანია და მოსწავლეებს ყოველთვის ვუთანხმდები, რის სწავლა აინტერებთ, გვაქვს თანამშრომლობითი სწავლება. მოსწავლეების თვალებში ინტერესის დანახვა ჩემთვის მთავარია, შემდეგ ვიწყებთ მუშაობას, შესაძლოა, პროფესიონალები არ დადგნენ, მაგრამ თუ საჭიროება დაუდგებათ, ნასწავლს აუცილებლად გაიხსენებენ.

- თბილისიდან მაღაროსკარში დადიხართ, ეს არ არის რთული საქმე? კვირაში რამდენჯერ გიწევთ ასვლა?

- ყველას ერთი კითხვა აქვს - ოჯახსაც და სხვასაც - რა ძალა გადგას, რატომ დადიხარ ყოველ კვირას ფშავში? ახსნას აზრი არ აქვს, ეს შეიძლება მხოლოდ იგრძნო... ფშავში აქამდე ნორმალური გზაც არ იყო, წელს დაიწყეს გაკეთება და იმედია, მალე დასრულდება კიდეც. ავტობუსი დღეში მხოლოდ ერთხელ დადის, ხშირად ავტოსტოპით მიწევს მგზავრობა ჟინვალამდე მაინც. დილით რომ ავდივარ, მეორე დილიდან ვიწყებ გაკვეთილებს და მეორე დღეს უკან ვბრუნდები, იქ მამის სახლში ვრჩები, სადაც დედა და და ცხოვრობენ...

- თქვენს სოფელზეც გვიამბეთ...

- ჩემი სოფელი, ქალილო, სოფელ მაღაროსკარს ებმის. არაგვის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული, მაღაროსკარიდან ხიდის საშუალებით გადავდივართ. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მეურნეობის მოვლით ირჩენს თავს, რაც დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, თუმცა ფშავლები იუმორითა და ლექს-კაფიაობით უმკლავდებიან რთულ ყოფით სიძნელეებს...

- როგორია თქვენი საახალწლო სურვილები?

- ფშავში ახალ წელს წელწადს ეძახიან. საგანგებოდ ემზადებიან მის აღსანიშნად. ერთი განსხვავებული ის არის, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობდნენ ბედისკვერას... მასზე გამოსახავდნენ ცხვარს, ძროხას, კაცს. ახალი წლის დადგომისას დედა თაფლით დააბერებს ყველა წევრს, თითო კოვზ თაფლს შეაჭმევს, შემდეგ მივა მეკვლე, დალოცავს ოჯახს, პირველ რიგში, ოჯახის გოგას დააგორებდა, თუ წაღმა დაეცემოდა, მაშინ ოჯახისთვის კარგი წელი იქნებოდა, თუ უკუღმა, მაშინ - ცუდი. ასევე იყო თითოეული ოჯახის წევრის ბედისკვერზეც. საოცრად ამაღელვებელი იყო ბედისკვერის გაგორების მოლოდინი, ანუ ამით განსაზღვრავდნენ, შემდგომი წელი როგორი ექნებოდათ. ჩემს საახალწლო სურვილებს ამ ფშაურ მილოცვაში გამოვხატავ: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზიასა, დიდი გიმატებიათ, დიდი გიმატოსთ ახალმა წელმა, ახალი წლის გამოცვლამა, გამყოფნეს: უჭირველ- უტკივრადა, კაცით, საქონლით, ბევრი ძროხა, ბევრი ცხვარი, გოდორში პური ბევრი და ბევრი დაგებედოსთ და გადღეგრძელოთ".

"ვაუ, რა მაგარია... ომიკო გილოცავ" - ალუაშვილების ემოციები, როდესაც კახა კალაძემ მის მიერ ნაჩუქარი ბინა აჩვენა (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს

იგეგმება თუ არა სალონების დაკეტვა 3 იანვრის შემდეგ? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი