საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს
სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

რო­გორ შეხ­ვდეთ ახალ წელს და რო­მე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ სუფ­რას უნდა ამ­შვე­ნებ­დეს. ქეთი კვი­ჭი­ძე - გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის გარ­და, ქეთი ჩვენს მკი­თხველს სამი კერ­ძის რე­ცეპტს გა­უმ­ხელს, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში, სუფ­რა გემ­რი­ე­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ხა­დოთ.

- 2020 წელი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მო­მა­ვალ წელს, რო­გორც მო­მავ­ლის იმედს, ყვე­ლა­ნი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლით. ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­გორც შევ­ხვდე­ბით ახალ წელს, ისე­თი­ვე წელი გვექ­ნე­ბა, ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი გვქონ­დეს, რო­გორც ტკბი­ლი წე­ლის სიმ­ბო­ლო, ბევ­რი საჭ­მე­ლი გვქონ­დეს, რო­გორც ბა­რა­ქის სიმ­ბო­ლო.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში სუფ­რის სხვა­დას­ხვა ტრა­დი­ცია გვხვდე­ბა, მათ შო­რის სა­ა­ხალ­წლო­დაც. მა­გა­ლი­თად, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში, გოჭი და სა­ცი­ვი ჰქონ­დათ სუფ­რა­ზე, ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლიც სა­კა­ლან­დო სუფ­რა­ზე გოჭს, ხა­ჭა­პუ­რებს, სა­ცივს და გო­ზი­ნაყს აღ­წერს.

გუ­რი­ა­ში გუ­რულ ღვე­ზელს კა­ლან­და­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ა­ცხობ­დნენ, თი­თო­ე­ულ ოჯა­ხის წევ­რს თითო ღვე­ზე­ლი ერ­გე­ბო­და, ღვე­ზე­ლი მთვა­რის ფორ­მის ცხვე­ბო­და, ყველ­თან ერ­თად მო­ხარ­შულ კვერ­ცხს დაჭ­რიდ­ნენ და ჩა­დებ­დნენ შიგ­ნით, რო­გორც ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოს.

ზემო აჭა­რა­ში სი­რა­ბაჯს (ლაბა) მო­ამ­ზა­დებ­დნენ, ქო­ბუ­ლე­თის­კენ იახ­ნის, სა­ცივს, აჩ­მას გა­მო­ა­ცხობ­დნენ.

იმე­რე­თი, რა თქმა უნდა, იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რით იწო­ნებ­და თავს. სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ მთი­ა­ნეთ­ში ხინ­კა­ლი იყო უპი­რო­ბო ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი. დღეს უკვე და­სავ­ლე­თი იქ­ნე­ბა თუ აღ­მო­სავ­ლე­თი, ახალ წელს სა­ცი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მზად­დე­ბა.

ადრე სა­ცი­ვი ქათ­მის­გან მზა­დე­ბო­და, რად­გან ინ­და­უ­რი გვი­ან პე­რი­ოდ­ში შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. წელს რად­გან პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და ეკო­ნო­მი­უ­რი კრი­ზი­სია, შე­გიძ­ლი­ათ ქათ­მის­გან მო­ამ­ზა­დოთ, თუ თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი ინ­და­ურს ვერ გაწ­ვდე­ბა.

გა­გი­ზი­ა­რებთ ქო­ბუ­ლე­თუ­რი იახ­ნის რე­ცეპტს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გავს ხარ­ჩოს

  • იახ­ნი

1 კი­ლოგ­რა­მი სა­ქონ­ლის მკერ­დი და რბი­ლი ხორ­ცი დავ­ჭრათ სა­შუ­ა­ლო ნაჭ­რე­ბად და მოვ­ხარ­შოთ.

3 თავი ხახ­ვი ალყა-ალ­ყად დავ­ჭრათ და კა­რაქ­ში მოვ­შუ­შოთ, ნა­ხე­ვარ ჩაის კოვზ ზაფ­რა­ნას­თან და ნა­ხე­ვარ ჩაის კოვზ შავ პილ­პილ­თან ერ­თად.

300 გრა­მი ნი­გო­ზი გა­ვა­ტა­როთ, და­ვუ­მა­ტოთ ნა­ხე­ვა­რი ჩაის კოვ­ზი ზაფ­რა­ნა, ერთი კოვ­ზი ხმე­ლი დაფ­ქუ­ლი ქინ­ძი და მოვ­ზი­ლოთ ხე­ლით კარ­გად, სა­სურ­ვე­ლია ზე­თიც გა­მო­ვუყ­ვა­ნოთ.

მო­ხარ­შულ ხორ­ცში ჩა­ვუშ­ვათ ნი­გო­ზი, მო­შუ­შუ­ლი ხახ­ვი, და­ნა­ყი­ლი 3 კბი­ლი ნი­ო­რი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით და ვა­დუ­ღოთ. ღომ­თან ერ­თად მი­ვირ­თვათ.

იახ­ნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა 32 ლა­რია.

  • თევ­ზის ბუღ­ლა­მა

1 კი­ლოგ­რა­მი თევ­ზი (სა­სურ­ვე­ლია თარ­თი, თო­რუ­ჯი ან ზუ­თხი, მაგ­რამ ორა­გუ­ლიც შე­გიძ­ლი­ათ)

1 კი­ლოგ­რა­მი ჩერი პო­მი­დო­რი

4 თავი ხახ­ვი მსხვი­ლად ჩავ­ჭრათ

ქინ­ძი 7 ძირი

დაფ­ნის ფო­თო­ლი 2 ცალი

წი­წა­კა ერთი მთლი­ა­ნი

ბა­ჰა­რი 2 -3 ცალი

მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით

ეს ყვე­ლა­ფე­რი, დაჭ­რილ თევზთან ერ­თად, ფენა-ფენა ჩა­ვა­ლა­გოთ ქვაბ­ში, მო­ვას­ხათ 2 ჭიქა თეთ­რი ღვი­ნო, და­ვა­ხუ­როთ თავ­ზე და ვხარ­შოთ, ვიდ­რე მზად არ იქ­ნე­ბა. სუფ­რა­ზე მი­ტა­ნის წინ მო­ვას­ხათ ცი­ვად გა­მო­წუ­რუ­ლი წიპ­წის ზეთი (ღვი­ნის და ზე­თის გემო ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა თევზს).

კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა, ქარ­თულ ორა­გულს თუ შე­ი­ძენთ, 20 ლარი და­გიჯ­დე­ბათ.

  • ფე­ლა­მუ­ში

დაგ­ჭირ­დე­ბათ 1 ლიტ­რი ყუ­რძნის წვე­ნი, სა­სურ­ვე­ლია სა­ფე­რა­ვი ან ადე­სის, რო­მელ­შიც გახ­სნით 100 გრა­მი სი­მინ­დის და 100 გრა­მი ხორ­ბლის წვრილ სა­ცერ­ში გაც­რილ ფქვილს, დად­გამთ და­ბალ ცე­ცხლზე და ადუ­ღებთ, ვიდ­რე არ შე­ს­ქელ­დე­ბა და არ და­ი­დუ­ღებს.

500 გრა­მი გა­ტა­რე­ბუ­ლი ნი­გო­ზი და თხი­ლი ჩა­ვა­ფი­ნოთ სა­სურ­ველ ფორ­მა­ში, ზე­მო­დან და­ვას­ხათ მზა ფე­ლა­მუ­ში, გა­ცი­ე­ბულს მო­ვა­ყა­როთ ისევ და­ტე­ხი­ლი ნი­გო­ზი და დავ­ჭრათ სა­სურ­ველ ფორ­მე­ბად (ფე­ლა­მუ­შის ნამ­ცხვა­რი გა­მო­გი­ვათ).

ფე­ლა­მუ­შის მომ­ზა­დე­ბა 30 ლა­რამ­დე და­გიჯ­დე­ბათ

ნათელა
16

Მეტს არაფერს გააკეთებ შენ აბაა...დაგვარიგა ჭკუა ვითომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

როგორ შეხვდეთ ახალ წელს და რომელია ტრადიციული კერძები, რომლებიც ჩვენ სუფრას უნდა ამშვენებდეს. ქეთი კვიჭიძე - გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელია. საინტერესო ამბების გარდა, ქეთი ჩვენს მკითხველს სამი კერძის რეცეპტს გაუმხელს, რომლითაც შეგიძლიათ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში, სუფრა გემრიელი და ტრადიციული გახადოთ.

- 2020 წელი ძალიან რთული იყო. მომავალ წელს, როგორც მომავლის იმედს, ყველანი სულმოუთქმელად ველით. ჩვენს წარმოდგენაში, როგორც შევხვდებით ახალ წელს, ისეთივე წელი გვექნება, ამიტომ ვცდილობთ, ბევრი ტკბილეული გვქონდეს, როგორც ტკბილი წელის სიმბოლო, ბევრი საჭმელი გვქონდეს, როგორც ბარაქის სიმბოლო.

საქართველოს ყველა კუთხეში სუფრის სხვადასხვა ტრადიცია გვხვდება, მათ შორის საახალწლოდაც. მაგალითად, გურიასა და სამეგრელოში, გოჭი და საცივი ჰქონდათ სუფრაზე, ეგნატე ნინოშვილიც საკალანდო სუფრაზე გოჭს, ხაჭაპურებს, საცივს და გოზინაყს აღწერს.

გურიაში გურულ ღვეზელს კალანდაზე აუცილებლად გამოაცხობდნენ, თითოეულ ოჯახის წევრს თითო ღვეზელი ერგებოდა, ღვეზელი მთვარის ფორმის ცხვებოდა, ყველთან ერთად მოხარშულ კვერცხს დაჭრიდნენ და ჩადებდნენ შიგნით, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს.

ზემო აჭარაში სირაბაჯს (ლაბა) მოამზადებდნენ, ქობულეთისკენ იახნის, საცივს, აჩმას გამოაცხობდნენ.

იმერეთი, რა თქმა უნდა, იმერული ხაჭაპურით იწონებდა თავს. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში ხინკალი იყო უპირობო ტრადიციული კერძი. დღეს უკვე დასავლეთი იქნება თუ აღმოსავლეთი, ახალ წელს საცივი საქართველოს ყველა რეგიონში მზადდება.

ადრე საცივი ქათმისგან მზადებოდა, რადგან ინდაური გვიან პერიოდში შემოვიდა საქართველოში. წელს რადგან პანდემია მძვინვარებს და ეკონომიური კრიზისია, შეგიძლიათ ქათმისგან მოამზადოთ, თუ თქვენი ბიუჯეტი ინდაურს ვერ გაწვდება.

გაგიზიარებთ ქობულეთური იახნის რეცეპტს, რომელიც ძალიან გავს ხარჩოს

  • იახნი

1 კილოგრამი საქონლის მკერდი და რბილი ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ.

3 თავი ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, ნახევარ ჩაის კოვზ ზაფრანასთან და ნახევარ ჩაის კოვზ შავ პილპილთან ერთად.

300 გრამი ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი ზაფრანა, ერთი კოვზი ხმელი დაფქული ქინძი და მოვზილოთ ხელით კარგად, სასურველია ზეთიც გამოვუყვანოთ.

მოხარშულ ხორცში ჩავუშვათ ნიგოზი, მოშუშული ხახვი, დანაყილი 3 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით და ვადუღოთ. ღომთან ერთად მივირთვათ.

იახნის თვითღირებულება 32 ლარია.

  • თევზის ბუღლამა

1 კილოგრამი თევზი (სასურველია თართი, თორუჯი ან ზუთხი, მაგრამ ორაგულიც შეგიძლიათ)

1 კილოგრამი ჩერი პომიდორი

4 თავი ხახვი მსხვილად ჩავჭრათ

ქინძი 7 ძირი

დაფნის ფოთოლი 2 ცალი

წიწაკა ერთი მთლიანი

ბაჰარი 2 -3 ცალი

მარილი გემოვნებით

ეს ყველაფერი, დაჭრილ თევზთან ერთად, ფენა-ფენა ჩავალაგოთ ქვაბში, მოვასხათ 2 ჭიქა თეთრი ღვინო, დავახუროთ თავზე და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ცივად გამოწურული წიპწის ზეთი (ღვინის და ზეთის გემო ძალიან მოუხდება თევზს).

კერძის მომზადება, ქართულ ორაგულს თუ შეიძენთ, 20 ლარი დაგიჯდებათ.

  • ფელამუში

დაგჭირდებათ 1 ლიტრი ყურძნის წვენი, სასურველია საფერავი ან ადესის, რომელშიც გახსნით 100 გრამი სიმინდის და 100 გრამი ხორბლის წვრილ საცერში გაცრილ ფქვილს, დადგამთ დაბალ ცეცხლზე და ადუღებთ, ვიდრე არ შესქელდება და არ დაიდუღებს.

500 გრამი გატარებული ნიგოზი და თხილი ჩავაფინოთ სასურველ ფორმაში, ზემოდან დავასხათ მზა ფელამუში, გაციებულს მოვაყაროთ ისევ დატეხილი ნიგოზი და დავჭრათ სასურველ ფორმებად (ფელამუშის ნამცხვარი გამოგივათ).

ფელამუშის მომზადება 30 ლარამდე დაგიჯდებათ

"როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით" - სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა