მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თომას და მეუღლესთან დაშორებული იყო, აქ ჩამოაკითხა... ეტყობა ამოუყვანა ყელში და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თელავის მკვლელობაზე?
"თომას და მეუღლესთან დაშორებული იყო, აქ ჩამოაკითხა... ეტყობა ამოუყვანა ყელში და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თელავის მკვლელობაზე?

38 წლის მა­მა­კა­ცი, ზუ­რაბ ბე­ნაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფშა­ველ­ში ცო­ლისძმამ, 24 წლის თომა ბა­ბი­საშ­ვილ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. გას­რო­ლის ხმა დი­ლის სა­ა­თებ­ში მე­ზობ­ლებ­მა გა­ი­გეს და წი­ვილ-კი­ვილ­ზე ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლებს მა­მა­კა­ცი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ, მას სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. მოკ­ლულს თო­ფით ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა არ უც­დია, ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი. საქ­მე 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა, რაც 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ. შემ­დეგ ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

ერთი ვერ­სი­ით, მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და სო­ფელ­ში მას­თან შე­სა­რი­გებ­ლად ჩა­ვი­და. ცოლი არ მიყ­ვე­ბო­და და ამი­ტომ მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. მე­ო­რე ვერ­სი­ით, სი­ძე­სა და ცო­ლისძმას შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას მოყ­ვა მკვლე­ლო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად, რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

უც­ნო­ბია ისიც, თუ რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ად­გი­ლობ­რი­ვებს მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. ამ­ბო­ბენ, რომ არ იცი­ან, რა კონ­ფლიქ­ტი იყო სიძე-ცო­ლისძმას შო­რის. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, სიძე-ცო­ლისძმას უთან­ხმო­ე­ბა წარ­სულ­შიც ჰქონ­დათ. თუმ­ცა არ სა­უბ­რო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლად რა­ტომ იყო მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
13:05 / 23-12-2020

თელავში ცოლის ძმამ სიძე მოკლა

"თო­მას უს­ვრია სი­ძის­თვის, რა შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­დათ, არ ვი­ცით. რუს­თავ­ში იყო ეს გოგო გა­თხო­ვი­ლი, გაყ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და კარ­გა ხა­ნია აქ ბე­ბი­ას­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი, ეტყო­ბა ქმარ­მა ჩა­მო­ა­კი­თხა. გას­რო­ლის ხმა­ზე გა­მო­ვე­დი გა­რეთ, უკვე ხალ­ხი იყო მოგ­რო­ვი­ლი, მათ სახ­ლთან ახ­ლოს, ქუ­ჩა­ში ეგდო მოკ­ლუ­ლი. ყვი­რი­ლი და წი­ვი­ლი ის­მო­და, ახ­ლოს არ მივ­სულ­ვარ. თომა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდაა და ეს რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა, არ ვი­ცით" - ამ­ბობს მათი მე­ზო­ბე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა თომა ბა­ბი­საშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი. უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თ.ბ.-მ, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, მის დას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ, 1982 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ბ.-ს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. თუმ­ცა არც შს სა­მი­ნის­ტრო­ში სა­უბ­რო­ბენ რა უთან­ხმო­ე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ცალ­სა­ხაა ტრა­გე­დი­ას წინ უძღო­და ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა.

ბე­სი­კი ჩა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი:

- თომა ბა­ბი­საშ­ვილ­მა ეს­რო­ლა მოკ­ლულს, მი­ზე­ზის შე­სა­ხებ მარ­თლა არა­ფე­რი ვი­ცით. ჯერ ით­ქვა, რომ ყო­ფი­ლი სიძე მოკ­ლა, მერე ით­ქვა, რომ დის მე­ო­რე ქმა­რი იყოო. რა­ტომ მო­უხ­დათ კონ­ფლიქ­ტი, არ ვი­ცით. სო­ფელ­ში არა­ვინ არა­ფე­რი იცის. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი არის რუს­თა­ვი­დან, თო­მას დე­ბიც რუს­თავ­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ, ესეც ახლა გა­ვი­გე, თო­რემ ისიც არ ვი­ცო­დი თო­მას დები რომ ჰყავ­და. თო­მაც რუს­თავ­ში გა­ი­ზარ­და, მა­მა­მისს ყავ­და პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე იქ და იქ გა­და­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თომა მობ­რუნ­და სო­ფელ­ში და აქ ბე­ბი­ას­თან და ბი­ძას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. თომა არ არის ცუდი ბიჭი, ნორ­მა­ლუ­რი ბი­ჭია, მას­ზე ცუდი არა­ფე­რი გა­მი­გია, რომ ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი და ჩხუ­ბი მოს­ვლო­და.

ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბი­ჭია, მაგ­რამ დღეს რა მოხ­და და რა­ტომ ეს­რო­ლა თოფი, არ ვიცი. არც ის ვიცი, ეს თოფი რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მის ხელ­ში. შე­იძ­ლე­ბა სა­ნა­დი­რო თოფი ბი­ძა­მი­სის იყოს. თო­მას ბიძა არის მწყემ­სი და სულ მთა­შია და მწყემ­სავს სა­ქო­ნელს და ცხვარს. ბე­ბი­ის ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და თომა ბი­ძას­თან და ბე­ბოს­თან ერ­თად, მა­მა­მი­სი სხვა­გან ცხოვ­რობს, სხვა ცოლ-შვილ­თან. თო­მა­ზე ცუდს ამ სო­ფელ­ში ალ­ბათ არა­ვინ გე­ტყვით. მე და­დე­ბი­თად ვა­ხა­სი­ა­თებ, რო­გორც უკონ­ფლიქ­ტო პი­როვ­ნე­ბას და ამი­ტომ რაც მოხ­და ეს ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რია. გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს მი­ზე­ზებს.

თა­მა­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი:

- გა­ვი­გე, რომ თო­მას მო­უკ­ლავს, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ ვიცი. თვი­თონ ბა­ბი­საშ­ვი­ლებს კარ­გი ოჯა­ხი აქვთ. თომა კარ­გი ბი­ჭია. მოკ­ლულს არ ვიც­ნობ, და­საც არ ვიც­ნობ, კარ­გი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია, წე­სი­ე­რი, ეტყო­ბა ძა­ლი­ან ამო­უყ­ვა­ნა ყელ­ში და იმი­ტომ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. და­კა­ვე­ბულს ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ და სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს მის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა ბრალ­დე­ბუ­ლის დამ და ბე­ბი­ამ გა­მო­ძი­ე­ბას, ეს და სხვა დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თომა ბა­ბი­საშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიტუა
0

მაინც სიდინჯე სულ სხვაა.

მარიამი
37

7-15 წელს კატის ან ძაღლის მოკვლაზე აძლევენ ევროპაში! ადამიანის კი 15 წლიდან იწყება! 

რა ველურობაა 7 წელი მკვლელობაზე!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თომას და მეუღლესთან დაშორებული იყო, აქ ჩამოაკითხა... ეტყობა ამოუყვანა ყელში და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თელავის მკვლელობაზე?

"თომას და მეუღლესთან დაშორებული იყო, აქ ჩამოაკითხა... ეტყობა ამოუყვანა ყელში და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები თელავის მკვლელობაზე?

38 წლის მამაკაცი, ზურაბ ბენაშვილი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ, 24 წლის თომა ბაბისაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. გასროლის ხმა დილის საათებში მეზობლებმა გაიგეს და წივილ-კივილზე ქუჩაში გასულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მოკლულს თოფით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

დანაშაულში ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია, ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები დიდხანს მუშაობდნენ. შემდეგ ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

ერთი ვერსიით, მამაკაცი მეუღლესთან გაშორებული იყო და სოფელში მასთან შესარიგებლად ჩავიდა. ცოლი არ მიყვებოდა და ამიტომ მოხდა კონფლიქტი. მეორე ვერსიით, სიძესა და ცოლისძმას შორის არსებულ დაპირისპირებას მოყვა მკვლელობა. კონკრეტულად, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, ეს ჯერჯერობით უცნობია.

უცნობია ისიც, თუ რა ჩვენება მისცა გამოძიებას თავად ბრალდებულმა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ არ იციან, რა კონფლიქტი იყო სიძე-ცოლისძმას შორის. კიდევ ერთი ვერსიით, სიძე-ცოლისძმას უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ. თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულად რატომ იყო მათ შორის უთანხმოება.

"თომას უსვრია სიძისთვის, რა შელაპარაკება მოუხდათ, არ ვიცით. რუსთავში იყო ეს გოგო გათხოვილი, გაყრილები იყვნენ და კარგა ხანია აქ ბებიასთან იყო ჩამოსული, ეტყობა ქმარმა ჩამოაკითხა. გასროლის ხმაზე გამოვედი გარეთ, უკვე ხალხი იყო მოგროვილი, მათ სახლთან ახლოს, ქუჩაში ეგდო მოკლული. ყვირილი და წივილი ისმოდა, ახლოს არ მივსულვარ. თომა ძალიან კარგი ახალგაზრდაა და ეს რატომ ჩაიდინა, არ ვიცით" - ამბობს მათი მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა თომა ბაბისაშვილის დაკავების ფაქტი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. თუმცა არც შს სამინისტროში საუბრობენ რა უთანხმოებაზეა საუბარი. ცალსახაა ტრაგედიას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

ბესიკი ჩაველაშვილი, ადგილობრივი:

- თომა ბაბისაშვილმა ესროლა მოკლულს, მიზეზის შესახებ მართლა არაფერი ვიცით. ჯერ ითქვა, რომ ყოფილი სიძე მოკლა, მერე ითქვა, რომ დის მეორე ქმარი იყოო. რატომ მოუხდათ კონფლიქტი, არ ვიცით. სოფელში არავინ არაფერი იცის. მოკლული მამაკაცი არის რუსთავიდან, თომას დებიც რუსთავში იზრდებოდნენ, ესეც ახლა გავიგე, თორემ ისიც არ ვიცოდი თომას დები რომ ჰყავდა. თომაც რუსთავში გაიზარდა, მამამისს ყავდა პირველი მეუღლე იქ და იქ გადავიდნენ ბავშვები საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ თომა მობრუნდა სოფელში და აქ ბებიასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა. თომა არ არის ცუდი ბიჭი, ნორმალური ბიჭია, მასზე ცუდი არაფერი გამიგია, რომ ვინმესთან კონფლიქტი და ჩხუბი მოსვლოდა.

ზრდილობიანი ბიჭია, მაგრამ დღეს რა მოხდა და რატომ ესროლა თოფი, არ ვიცი. არც ის ვიცი, ეს თოფი როგორ აღმოჩნდა მის ხელში. შეიძლება სანადირო თოფი ბიძამისის იყოს. თომას ბიძა არის მწყემსი და სულ მთაშია და მწყემსავს საქონელს და ცხვარს. ბებიის ოჯახში ცხოვრობდა თომა ბიძასთან და ბებოსთან ერთად, მამამისი სხვაგან ცხოვრობს, სხვა ცოლ-შვილთან. თომაზე ცუდს ამ სოფელში ალბათ არავინ გეტყვით. მე დადებითად ვახასიათებ, როგორც უკონფლიქტო პიროვნებას და ამიტომ რაც მოხდა ეს ჩემთვის გასაკვირია. გამოძიება დაადგენს მიზეზებს.

თამარი, ადგილობრივი:

- გავიგე, რომ თომას მოუკლავს, მაგრამ მიზეზი არ ვიცი. თვითონ ბაბისაშვილებს კარგი ოჯახი აქვთ. თომა კარგი ბიჭია. მოკლულს არ ვიცნობ, დასაც არ ვიცნობ, კარგი ახალგაზრდა ბიჭია, წესიერი, ეტყობა ძალიან ამოუყვანა ყელში და იმიტომ დატრიალდა ეს ტრაგედია. საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ და სასამართლო იმსჯელებს მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე. რა ჩვენება მისცა ბრალდებულის დამ და ბებიამ გამოძიებას, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მთავარ ფოტოზე: მკვლელობაში ბრალდებული თომა ბაბისაშვილი