მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში
საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 064 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა,-ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 22 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

"ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 17 007 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 11 288 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 5 719 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 064 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 212 526-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 3 740 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 188 408-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 42 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 2 182 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 064 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 1 241 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 191, იმე­რე­თი - 497, ქვე­მო ქარ­თლი - 246, შიდა ქარ­თლი - 244, გუ­რია - 52, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 264, კა­ხე­თი - 196, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 63, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 53, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 17.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 21 910, სა­ი­და­ნაც, 6 358 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 787, აჭა­რა­ში - 692, იმე­რეთ­ში - 1 293. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 1 104 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 534, აჭა­რა­ში - 123, იმე­რეთ­ში - 242. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 427 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 216, აჭა­რა­ში - 37, იმე­რეთ­ში - 62. 1 671 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 603 - თბი­ლის­ში, 747 - აჭა­რა­ში, 110 - იმე­რეთ­ში. 13 881 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 470 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 201, აჭა­რა­ში - 137, ხოლო იმე­რეთ­ში - 6.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 21 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 20 799 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 41 006 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 19 651 პირი, აჭა­რა­ში - 4 766, იმე­რეთ­ში - 5 570“,- გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
2

ე.ი. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა პირდაპირპროპორციულია გაკეთებულ ტესტების რაოდენობასთან, ნაკლებია ტესტები ნაკლებია (ქაღალდზე) დაინფიცირებულთა რაოდენობა.

დასაჩიპი.
25

ცოტა ნამეტანი ხომ არ მოგდით. მაინც გავიკეთებთ ყველა ჩიპებს და რაღა საჭიროა ხალხის ასე დაზაფრვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 212 526-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 787, აჭარაში - 692, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 534, აჭარაში - 123, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 37, იმერეთში - 62. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 747 - აჭარაში, 110 - იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 137, ხოლო იმერეთში - 6.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 799 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 651 პირი, აჭარაში - 4 766, იმერეთში - 5 570“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

წინასაახალწლოდ ბილაინის აბონენტები სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

Ambebi.ge, მკითხველთან ერთად, წლის ადამიანებს ასახელებს - Covid 19-თან მებრძოლი მედპერსონალი, გიორგი გახარია... კიდევ ვინ მოხვდა 10 ფინალისტს შორის

საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა - 3 560 - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით