სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"
აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკვე მე­რამ­დე­ნედ, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე სა­უბ­რო­ბენ. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, “პრე­ზი­დენ­ტი” ას­ლან ბჟა­ნია მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნისტრს ვი­ტა­ლი სა­ვე­ლი­ევს შეხ­ვდა, სა­დაც აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის გახ­სნის შე­საძ­ლობ­ლო­ბა­სა და სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე იმ­სჯე­ლეს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ბჟა­ნია ამ თე­მით მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და, ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­შიც იყო ჩა­სუ­ლი, რა დრო­საც აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ.

გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ინ­ვეს­ტო­რად რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია “აე­რო­ინ­ვეს­ტი” სა­ხელ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც მინ­ვო­დის აე­რო­პორ­ტის მფლო­ბე­ლია და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რის, არ­სენ კა­ნო­კო­ვის ჰოლ­დინგს, “სინ­დი­კას” უკავ­შირ­დე­ბა. მა­შინ რუსი ინ­ვეს­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ აე­რო­პორ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და მისი აღ­დგე­ნა ნუ­ლი­დან უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

სო­ხუმ­ში ჩა­სულ­მა რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა, პირ­ველ რიგ­ში, რუ­სეთ­თან. გარ­და ამი­სა, “რო­სა­ვი­ა­ცი­ის” წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ავი­ა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც უნდა გა­დამ­ზა­დე­ბი­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჩუმ­და. აფხა­ზეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ხარ­ჯი იმ­დე­ნად დიდი იყო, რუ­სეთს მას­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა არ უღირ­და.

"აფხა­ზებს არც ახლა სჯე­რათ, რომ აე­რო­პორ­ტი აღ­დგე­ბა, ან თუ აღ­დგე­ბა, ის მხო­ლოდ მთლი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც სხვა რა­ღა­ცე­ბიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, “უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბის და­კა­ნო­ნე­ბის ნა­წილ­ზე იქ­ნე­ბა” მიბ­მუ­ლი. სა­უ­ბა­რია, რუ­სე­თის მიერ პრი­ვა­ტი­ზე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კრემ­ლი პირ­და­პირ ითხოვს ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს ენერ­გე­ტი­კა­ზე, ტრან­სპორ­ტსა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე, შე­საძ­ლე­ბო­ბა ჰქონ­დეს, შე­ი­ძი­ნოს აე­რო­პორ­ტი, რკი­ნიგ­ზა და რაც მთა­ვა­რია, ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გა­კეთ­დეს ისე­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ქვე­ყა­ნა­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრი­ვა­ტი­ზე­ბა შე­ეძ­ლოთ...", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებლბის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად უნდა იყოს გან­მარ­ტე­ბუ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი - აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლი­მე კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რის მიერ აფხა­ზე­თის “ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან” ერ­თად მის ამუ­შა­ვე­ბას ნიშ­ნავს, თუ კერ­ძო პირს ამო­ფა­რე­ბუ­ლი რუ­სე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სრულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­როს.

“ერ­თია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლუ­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სა­დაც აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა გა­მიჯ­ნუ­ლი და და­ცუ­ლი, თუმ­ცა ბჟა­ნი­ას გუნ­დი იმ­დე­ნად ჩუ­მად მოქ­მე­დებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­საძ­რო­მად ყვე­ლა­ზე არა­პო­პო­ლა­რუ­ლი გზა აირ­ჩია - და­ა­კა­ნო­ნოს უცხო ქვე­ნე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვა", - წერს ერთ-ერთ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, მი­რი­ან გო­ლან­ძია.

“რას გა­დაგ­ვა­ყო­ლეთ ამ შე­ნო­ბე­ბის და­კონ­სერ­ვე­ბას, ვერ ხე­დავთ, ქვე­ყა­ნა თავ­ზე გვენგრე­ვა. რა ქნას ამ ბჟა­ნი­ა­მაც, მთვა­რი­დან ხომ ვერ ჩა­მო­იყ­ვანს ინ­ვეს­ტო­რებს?! ცხად­ზე ცხა­დია, რომ რუ­სე­თის გარ­და, სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არც აქვთ აფხა­ზე­თის მი­მართ ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი, არც იცი­ან გა­რე­მო და არც უღირთ გა­რის­კვად. იქ­ნებ არ იყოს დამ­ღუპ­ვე­ლი და ვცა­დოთ, გა­ა­კე­თონ ეს აე­რო­პორ­ტი, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მი­მოს­ვლა რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის, აღად­გი­ნონ ეს ჩა­მოშ­ლი­სა და დან­გრე­ვის პი­რამ­დე მი­სუ­ლი შე­ნო­ბე­ბი. რო­დემ­დე უნდა ვე­ლო­დოთ რა­ღაც სას­წა­ულს?! ხომ ხვე­დავთ, თუ აფხა­ზი ფულს სხვა­გან შო­უ­ლობს, უკან არას­დროს ბრუნ­დე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც თან მიჰ­ყავს, გონ­ზე მო­დით ხალ­ხო, ნუ შე­ვე­წი­რე­ბით ურა­პატ­რი­ოტ­რიზმს!" - მი­აჩ­ნია ლე­სია ჯო­პუ­ას.

“აფუთ­ფუთ­დნენ ბჟა­ნი­ას ტრო­ლე­ბი, ცდი­ლო­ბენ, რო­გორ­მე გა­ა­მარ­თლონ ბჟა­ნი­ას გუნ­დის ნა­ბი­ჯე­ბი, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვათ. ამი­ტო­მაც გა­მო­დი­ან რიგ-რი­გო­ბით და ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ასე­თი მძი­მე პე­რი­ო­დი 90-იანი წლის ომის შემ­დე­გაც არ ყო­ფი­ლა. რუ­სეთს ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას არა­ვინ უშ­ლის, მაგ­რამ მის ეკო­ნო­მი­კას ვერ მი­ვუ­ერ­თებთ, რო­გორც არ უნდა შე­ფუ­თონ, თუ მოს­კო­ვი ჩვე­ნი მძი­მე პი­რო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბას გა­და­წყვეტს, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა პრო­ტეს­ტი ჯერ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ", - წერს ლაშა აკირ­თა­ვა.

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი მხა­რის რე­აქ­ცია ასე­თია - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე ავი­ა­კომ­პა­ნია სო­ხუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნებს და­ი­წყებს, რო­გორც მა­შინ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დებ­დნენ, ის და­არ­ღვევს, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს, ასე­ვე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონს, რაც გა­არ­თუ­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ოპე­რი­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ 1993 წლი­დან და­კე­ტა. ის არ არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ. ამას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია (ICAO) აფხა­ზეთს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აღი­ა­რებს.

ICAO-ს არ აქვს სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ოთხნიშ­ნა კოდი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­დის მი­ნი­ჭე­ბა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
5

ეხლა სომხებიც მოითხოვენ რკინიგზა გახსენითო

თენგო
8

აფხაზეთზე როდის ილაპარაკეს ჩვენმა მთავრობამ თუ გახსოვთ შეგეთავაზებიათ აფხაზებისთვის აეროპორტის აღდგენა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"

ბოლო წლების განმავლობაში, უკვე მერამდენედ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე საუბრობენ. აფხაზური მედიის ცნობით, “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს ვიტალი საველიევს შეხვდა, სადაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნის შესაძლობლობასა და სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე იმსჯელეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბჟანია ამ თემით მოსკოვში ჩავიდა, ekhokavkaza.com-ის ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებშიც იყო ჩასული, რა დროსაც აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ.

გასული წლის აგვისტოში, სოხუმის აეროპორტის ინვესტორად რუსული კომპანია “აეროინვესტი” სახელდებოდა, რომელიც მინვოდის აეროპორტის მფლობელია და ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი მეთაურის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, არსენ კანოკოვის ჰოლდინგს, “სინდიკას” უკავშირდება. მაშინ რუსი ინვესტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აეროპორტი, ფაქტობრივად, განადგურებულია და მისი აღდგენა ნულიდან უნდა დაწყებულიყო.

სოხუმში ჩასულმა რუსული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მთავარი ამოცანაა ავიამიმოსვლის აღდგენა, პირველ რიგში, რუსეთთან. გარდა ამისა, “როსავიაციის” წარმომადგენლის განცხადებით, ავიაციის სპეციალისტებიც უნდა გადამზადებილიყვნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მიჩუმდა. აფხაზეთში ამბობენ, რომ ხარჯი იმდენად დიდი იყო, რუსეთს მასში ინვესტიციის ჩადება არ უღირდა.

"აფხაზებს არც ახლა სჯერათ, რომ აეროპორტი აღდგება, ან თუ აღდგება, ის მხოლოდ მთლიანი შეთანხმების ნაწილი იქნება, რომელზეც სხვა რაღაცებიც, დიდი ალბათობით, “უძრავის ქონების პრივატიზების დაკანონების ნაწილზე იქნება” მიბმული. საუბარია, რუსეთის მიერ პრივატიზების პროგრამების განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც კრემლი პირდაპირ ითხოვს ხელი მიუწვდებოდეს ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაზე, შესაძლებობა ჰქონდეს, შეიძინოს აეროპორტი, რკინიგზა და რაც მთავარია, ადგილობრივ კანონმდებლობაში გაკეთდეს ისეთი ჩანაწერი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის პრივატიზება შეეძლოთ...", - წერს ადგილობრივი მედია.

აფხაზი ინტერნეტ მომხმარებლბის თქმით, საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს განმარტებული ყველა დეტალი - აეროპორტის აღდგენა, რომელიმე კერძო ინვესტორის მიერ აფხაზეთის “ხელისუფლებასთან” ერთად მის ამუშავებას ნიშნავს, თუ კერძო პირს ამოფარებული რუსეთი ხელისუფლება ცდილობს რეგიონში არსებულ სრულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლი დაამყაროს.

“ერთია თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელუბული პროექტები, სადაც აფხაზეთის ხელისუფლების უფლებები იქნება გამიჯნული და დაცული, თუმცა ბჟანიას გუნდი იმდენად ჩუმად მოქმედებს, დიდი ალბათობით სოციალური კრიზისიდან გამოსაძრომად ყველაზე არაპოპოლარული გზა აირჩია - დააკანონოს უცხო ქვენებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა", - წერს ერთ-ერთ ერთი ადგილობრივი, მირიან გოლანძია.

“რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა. რა ქნას ამ ბჟანიამაც, მთვარიდან ხომ ვერ ჩამოიყვანს ინვესტორებს?! ცხადზე ცხადია, რომ რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს არც აქვთ აფხაზეთის მიმართ ფინანსური და ეკონომიკური ინტერესი, არც იციან გარემო და არც უღირთ გარისკვად. იქნებ არ იყოს დამღუპველი და ვცადოთ, გააკეთონ ეს აეროპორტი, გაუმჯობესდება მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, აღადგინონ ეს ჩამოშლისა და დანგრევის პირამდე მისული შენობები. როდემდე უნდა ველოდოთ რაღაც სასწაულს?! ხომ ხვედავთ, თუ აფხაზი ფულს სხვაგან შოულობს, უკან არასდროს ბრუნდება, ოჯახის წევრებიც თან მიჰყავს, გონზე მოდით ხალხო, ნუ შევეწირებით ურაპატრიოტრიზმს!" - მიაჩნია ლესია ჯოპუას.

“აფუთფუთდნენ ბჟანიას ტროლები, ცდილობენ, როგორმე გაამართლონ ბჟანიას გუნდის ნაბიჯები, მაგრამ არ გამოუვათ. ამიტომაც გამოდიან რიგ-რიგობით და ლაპარაკობენ, რომ ასეთი მძიმე პერიოდი 90-იანი წლის ომის შემდეგაც არ ყოფილა. რუსეთს ინვესტიციის ჩადებას არავინ უშლის, მაგრამ მის ეკონომიკას ვერ მივუერთებთ, როგორც არ უნდა შეფუთონ, თუ მოსკოვი ჩვენი მძიმე პირობებით სარგებლობას გადაწყვეტს, ამას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ", - წერს ლაშა აკირთავა.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის მცდელობაზე, ქართული მხარის რეაქცია ასეთია - იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, როგორც მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, ის დაარღვევს, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს სახელმწიფომ 1993 წლიდან დაკეტა. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.