გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი გახარიას თქმით, გოჩა ლორთქიფანიძე, ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.
ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას“, - წერს გახარია.
არაფერი გამიგია მის შესახებ... ვინც აქებს წულუკიანი და გახარია ჩემთვის ორივე ნულის ტოლფასია.. ერთი მეორეზე უარესები არიან. ამიტომ მათი ნაქები ჩემთვის დასაწუნებელია თუმცა ის რომ არაფერი ვიცი მის შესახებ ესეც რაღაცაზე მიუთითებს.. მოკლედ ვნახოთ...
რაც მაგან და წულუკიანმა ვერ მოასწრეს 8 წელიწადში ეტყობა იმის დასრულება უნდა 1-2 თვეში.
როცა წინასწარ იცი რომ მიდის და მით უმეტეს ძველი კადრია და აქამდე არაფერი გაუკეთებია რატომ მოგყავს საერთოდ? ნახე კიდევ ერთი კობახიძე, რა იყო გამოილია?