მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტა­დაა წარ­დგე­ნი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ აირ­ჩი­ეს.

„დღეს ასამ­ბლე­ამ ჯო­ა­ნა კორ­ნე­რი (გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო) და გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე (სა­ქარ­თვე­ლო) სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბად აირ­ჩია. არ­ჩევ­ნებს ორ­შა­ბათს გან­ვა­ახ­ლებთ,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ არ­ჩე­ვას ულო­ცავს იუს­ტი­ცი­ის ექსმი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

"ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ვე­ლად ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის არ­ჩე­ვას! გუ­შინ, ღა­მით, ნიუ-იორკში ჩა­ტარ­და კენ­ჭისყ­რის პირ­ვე­ლი ორი ტური, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც, ბრი­ტა­ნე­ლი კან­დი­და­ტი და ქარ­თვე­ლი გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე აირ­ჩი­ეს. ამ სა­სა­მარ­თლო­ში, ქვეყ­ნებს არ აქვთ თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი (კვო­ტა) და კან­დი­და­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის კან­დი­და­ტებს ეჯიბ­რე­ბი­ან. და­ნარ­ჩე­ნი ოცი­ო­დე კან­დი­და­ტი ორ­შა­ბა­თი­დან გა­აგ­რძე­ლებს მომ­დევ­ნო ტუ­რებ­ში ბრძო­ლას დარ­ჩე­ნი­ლი ად­გი­ლე­ბის­თვის.

ეს სა­სა­მარ­თლო აგ­ვის­ტოს ომის საქ­მეს იძი­ებს! გუ­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბით კი­დევ ერთხელ ვივ­სე­ბი იმე­დით, რომ ჰა­ა­გა­ში მალე იზე­ი­მებს ქარ­თუ­ლი სი­მარ­თლე, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის, ჩვე­ნი დევ­ნი­ლე­ბის, ან­წუ­ხე­ლი­ძის, სოფ­რო­მა­ძის და სხვე­ბის სი­მარ­თლე, რო­მელ­საც აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმა, ქარ­თვე­ლე­ბის დევ­ნა, წა­მე­ბა და მკვლე­ლო­ბა ჰქვია! გოჩა, გი­ლო­ცავ! მად­ლო­ბა ჩვენს ყვე­ლა ელჩს, ვინც ამ წარ­მა­ტე­ბის­თვის ბევ­რი იშ­რო­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრსა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს და სა­მი­ნის­ტროს!" - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე".

ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ არ­ჩე­ვას „ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ამა­ყია, რომ მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ აირ­ჩი­ეს.

"სა­ქარ­თვე­ლო ამა­ყია, რომ მისი კან­დი­და­ტი ჰა­ა­გა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ აირ­ჩი­ეს",- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტი.

ცნო­ბის­თვის, გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 2013 წლი­დან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარას ბულგარეთის სიამაყე
101

კომუნისტ/შევარდნა/ნაციონალისტების გამოზრდილი ადამიანი ეს თეა ახლა გახდა ამ კაცის კომენტატორი, (გულდაწყვეტილი ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე) ქალი პრემიერ მინისტრობას ელოდა და ახლა განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა

დ.დ.
61

პენსიონერო! იმას მაინც თუ ხვდები, რომ გაჩენის წუთიდანვე პენსიაზე ხარ გასული. კიდევ ასი წელი არ მოგშლოდეს ეგ დიდებული თანამდებობა. მე შენ გეტყვი, პენსია არ გეყოფა გასართობად, თუ რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატადაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

„დღეს ასამბლეამ ჯოანა კორნერი (გაერთიანებული სამეფო) და გოჩა ლორთქიფანიძე (საქართველო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებად აირჩია. არჩევნებს ორშაბათს განვაახლებთ,“- აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს იუსტიციის ექსმინისტრი თეა წულუკიანი.

"ვულოცავ საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობებს ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლის არჩევას! გუშინ, ღამით, ნიუ-იორკში ჩატარდა კენჭისყრის პირველი ორი ტური, რომელთა შედეგადაც, ბრიტანელი კანდიდატი და ქართველი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ამ სასამართლოში, ქვეყნებს არ აქვთ თავიანთი ადგილი (კვოტა) და კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანდიდატებს ეჯიბრებიან. დანარჩენი ოციოდე კანდიდატი ორშაბათიდან გააგრძელებს მომდევნო ტურებში ბრძოლას დარჩენილი ადგილებისთვის.

ეს სასამართლო აგვისტოს ომის საქმეს იძიებს! გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია! გოჩა, გილოცავ! მადლობა ჩვენს ყველა ელჩს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს!" - წერს წულუკიანი "ფეისბუქზე".

ლორთქიფანიძეს ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ამაყია, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

"საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს",- განაცხადა პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, ბოლო პერიოდში კი იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"