სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხის თანამშრომელი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე დააკავეს, ბრალს აღიარებს
ციხის თანამშრომელი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე დააკავეს, ბრალს აღიარებს

N8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ლე­ვან გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი მე­წი­ლის, გი­ორ­გი რუ­რუ­ას ჯგუ­ფუ­რად ცე­მის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, ბრალს აღი­ა­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი ორი პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე უნდა იმ­სჯე­ლონ, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

„სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შე­დის, ჩვენ აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ვი­თხოვთ, თუმ­ცა, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით სა­სა­მარ­თლოს გი­რა­ოს შევ­თა­ვა­ზებთ, ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს აღი­ა­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას ეთან­ხმე­ბა, მე არ ვე­თან­ხმე­ბი. როცა გი­ორ­გი რუ­რუა საკ­ნი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და, რო­მელ­მაც გი­ორ­გი რუ­რუ­ას ცემა და­უ­წყო, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­საშ­ვე­ლებ­ლად გა­მო­ვარ­და, რო­მელ­საც საკ­ნის კა­რის ურ­დუ­ლის გა­და­კეტ­ვა და­ა­ვი­წყდა, უფრო სწო­რად, თქვა, რომ ხელი მი­არ­ტყა და სიჩ­ქა­რე­ში არ ჩა­ი­კე­ტა, პრი­ო­რი­ტე­ტად იმ მო­მენ­ტში გა­საშ­ვე­ლებ­ლად მის­ვლა ჩავ­თვა­ლე, ვიდ­რე კა­რებ­ზე ფიქ­რიო. ზუს­ტად, ამას ედა­ვე­ბი­ან, რომ ურ­დულს ხელი არ გაკ­რა, კად­რებ­შიც ჩანს, რომ ყვე­ლას ხელი ამას ხვდე­ბა“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს N8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან გე­ლაშ­ვი­ლი და შალ­ვა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, #8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ინ­სპექ­ტორ­მა შალ­ვა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვარ­მა ინ­სპექ­ტორ­მა ლე­ვან გე­ლაშ­ვილ­მა არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა, მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, და­არ­ღვი­ეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის 2013 წლის 01 აგ­ვის­ტოს №200 ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი „პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის ორ­გა­ნი­ზე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ის” მო­თხოვ­ნე­ბი, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა პა­ტიმ­რე­ბის მიერ 2020 წლის 02 ნო­ემ­ბერს, ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გი­ორ­გი რუ­რუ­ას ჯგუ­ფუ­რად ცემა, რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

და­კა­ვე­ბუბ­ლებს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას, ესე იგი მო­ხე­ლის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას, ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
10
ბარემ სასწრაფოდ გაანთავისუფლეთ მკვლელი რურუა და “ოცნების” თავჯდომარის, ანუ ბიძინას უპირველეს მოადგილედ დანიშნეთ, ლაჩარო და კარიკატურულო “ხელისუფალნო”! ტტფფფუუუ....
ნოდარი
6

ჯგუფურად სცემეს და ერთი დააკავეს მარტო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ციხის თანამშრომელი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე დააკავეს, ბრალს აღიარებს

ციხის თანამშრომელი, რომელიც გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე დააკავეს, ბრალს აღიარებს

N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან გელაშვილი, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის შუამდგომლობით შედის, ჩვენ აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, თუმცა, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ, ბრალდებული ბრალს აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება, მე არ ვეთანხმები. როცა გიორგი რურუა საკნიდან გამოიყვანეს, ერთ-ერთი ბრალდებული ტელეფონზე საუბრობდა, რომელმაც გიორგი რურუას ცემა დაუწყო, ბრალდებული გასაშველებლად გამოვარდა, რომელსაც საკნის კარის ურდულის გადაკეტვა დაავიწყდა, უფრო სწორად, თქვა, რომ ხელი მიარტყა და სიჩქარეში არ ჩაიკეტა, პრიორიტეტად იმ მომენტში გასაშველებლად მისვლა ჩავთვალე, ვიდრე კარებზე ფიქრიო. ზუსტად, ამას ედავებიან, რომ ურდულს ხელი არ გაკრა, კადრებშიც ჩანს, რომ ყველას ხელი ამას ხვდება“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შალვა მარგველაშვილმა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლევან გელაშვილმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დაკავებუბლებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

პროკურატურა განმარტავს, როდის მიმართავს სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით

როდის შეძლებს ნიკა მელია საპატიმროს დატოვებას - ადვოკატის განმარტება

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე