მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ კავკასიაზე გავლენების განაწილების ახალი ხაფანგი? - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივამ საქართველოს
სამხრეთ კავკასიაზე გავლენების განაწილების ახალი ხაფანგი? - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივამ საქართველოს

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას "ექ­ვსე­უ­ლის პლატ­ფორ­მა“, რომ­ლის მი­ზა­ნიც რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა. "დღეს ჩემ ძმას­თან (ილ­ჰამ ალი­ევ­თან) ერ­თად გან­ვი­ხი­ლავ­დით შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­იქ­მნას პლატ­ფორ­მა ექ­ვსი ქვეყ­ნის­გან, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, თურ­ქე­თი, რუ­სე­თი, ირა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში - სომ­ხე­თი. ეს იქ­ნე­ბო­და კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რე­გი­ო­ნის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა ბა­ქო­ში ვი­ზი­ტის დროს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. გა­მო­ით­ქვა უკვე ვა­რა­უ­დე­ბი, რომ შე­საძ­ლოა ამ­გვა­რი ფორ­მა­ტით სამი ქვე­ყა­ნა - თურ­ქე­თი, ირა­ნი და რუ­სე­თი ცდი­ლობ­დნენ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას და რე­გი­ონ­ში და­სავ­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ამოკ­ვე­თას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ სამი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში მარ­თლაც და­ემ­თხვას კი­დეც, თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ცოტა რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია.

რა ფორ­მა­ტია ეს, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი რე­ა­ლი­ზე­ბა რე­გი­ონ­ში, აქვს თუ არა თურ­ქეთს კავ­კა­სი­ა­ში მთა­ვა­რი მო­თა­მა­შის ამ­ბი­ცია და რა საფრ­თხე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სპე­ცი­ა­ლის­ტის გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ერ­დო­ღა­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი “ექ­ვსე­უ­ლის პლატ­ფორ­მა” და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი რე­ა­ლი­ზა­ცია რე­გი­ონ­ში? რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, თურ­ქეთს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მთა­ვა­რი მო­თა­მა­შის ამ­ბი­ცია გა­უჩ­ნდა...

- თურ­ქეთს სურს, რომ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი მო­დე­ლი შექ­მნას. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ამ­ჟა­მად კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ორი მო­დე­ლი მუ­შა­ობს:

1. და­სავ­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი მო­დე­ლი, რომ­ლის ნა­წი­ლიც სა­ქარ­თვე­ლოა და ეს არის ევ­რო­კავ­ში­რი და ნატო;

2. რუ­სე­თის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­დე­ლი, რომ­ლის ნა­წი­ლიც არის სომ­ხე­თი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თურ­ქე­თი ცდი­ლობს შექ­მნას ამ ყვე­ლაფ­რის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, სა­დაც თვი­თონ იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ასე იყო 2008 წელ­საც, რო­დე­საც თურ­ქეთს უნ­დო­და კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პლატ­ფორ­მა შექ­მნი­ლი­ყო, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის პე­რი­ოდ­ში გა­ახ­მი­ა­ნეს ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და მა­შინ არ გა­მო­ვი­და. თურ­ქე­თი ახ­ლაც იმა­ვეს ცდი­ლობს, თუმ­ცა ძნე­ლია თქმა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი შან­სე­ბი აქვს.

ერ­დო­ღანს დე­ტა­ლე­ბი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია და ჯერ­ჯე­რო­ბით ის ვი­ცით, რომ მისი სურ­ვი­ლით, ეს ექ­ვსი ქვეყ­ნის­გან შემ­დგა­რი პლატ­ფორ­მა უნდა იყოს - სა­ქარ­თვე­ლო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რუ­სე­თი, თურ­ქე­თი, ირა­ნი და თუ მო­ი­სურ­ვებს, სომ­ხე­თი­ცო. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნად დი­დია ამის პერ­სპექ­ტი­ვა, ეს დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ზი­ცია ამ შემ­თხვე­ვა­ში არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მას გა­აჩ­ნია თა­ვი­სი დღის წეს­რი­გი და ის თურ­ქე­თის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­უ­წევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს და­სავ­ლე­თი რე­გი­ონ­ში არ არის ისე­თი ძლი­ე­რი და არ არის იმი­ტომ, რომ ჩვენ არ ვართ ძლი­ე­რი, რო­გორც და­სავ­ლე­თის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი რე­გი­ონ­ში, რა­ღაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გი რომ და­ვუ­პი­რის­პი­როთ. თან ჩვენ ვხე­დავთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ, რე­გი­ო­ნი რუ­სულ-თურ­ქუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის ზო­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ვიდ­რე ჩვენ დავ­ლაგ­დე­ბით, ასე­თი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბის მო­წო­დე­ბე­ბი - და­ვას­რუ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, სწო­რედ იმით აიხ­სნე­ბა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, აქ და­სა­ლა­გე­ბე­ლია მათი პო­ზი­ცი­აც.

- ხომ არ უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რე­გი­ონ­ში სა­მო­მავ­ლოდ რუ­სეთ-თურ­ქე­თის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბას და და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბას, სა­ბო­ლო­ოდ კი კავ­კა­სი­ი­დან მის გა­ძე­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს?

- და­სავ­ლე­თის გა­ძე­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ, რა თქმა უნდა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ერთი მხრივ, თვი­თონ და­სავ­ლეთ­ზე - რამ­დე­ნად მა­ღა­ლია მისი ინ­ტე­რე­სი და რამ­დე­ნად მზად არის, რომ დიდი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დოს რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ყოფ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ასე­ვე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნა­ლურ მო­კავ­ში­რე­ებ­ზე, ანუ - ჩვენ­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ თუ ვერ შევ­დე­ქით, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­სავ­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს რე­გი­ონ­ში და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის ეტა­პობ­რივ შე­სუს­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს. რაც შე­ე­ხე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბას, მე არ მახ­სენ­დე­ბა, რო­დის იყ­ვნენ ეს ქვეყ­ნე­ბი (რუ­სე­თი და თურ­ქე­თი) რე­გი­ონ­ში სუს­ტე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ყა­რა­ბა­ღის თემა, პრაქ­ტი­კუ­ლად, დღეს კი­დევ უფრო შე­უძ­ლე­ბელს ხდის სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რა­ი­მე თე­მა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და შე­თან­ხმე­ბას. ხოლო თუ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტე­ბი და სი­სუს­ტე­ე­ბიც, ეს რე­გი­ონს ძა­ლი­ან მო­წყვლადს გახ­დის გარე ძა­ლე­ბის შიდა ჩა­რე­ვე­ბის­თვის.

- ანუ თურ­ქე­თის ჰე­გე­მო­ნია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რე­გი­ონ­ში, რისი პრე­ტენ­ზი­აც მას აქვს. და რუ­სე­თი ამას შე­ე­გუ­ე­ბა?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. საქ­მე იმა­შია, რომ ამ­ჟა­მად უკვე თურ­ქე­თი ცდი­ლობს იქ­ცეს რე­გი­ონ­ში ლი­დე­რად. იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კონ­კუ­რენ­ცია. ხე­ლა­ღე­ბით იმის თქმა, რომ ცალ­სა­ხად რუ­სეთს, ან თურ­ქეთს დარ­ჩე­ბა ჰე­გე­მო­ნია, ძნე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო ის უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამ ორი ძა­ლის კონ­კუ­რენ­ცია სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­ახ­დენს ერ­თმა­ნე­თის გავ­ლე­ნე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას და ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, ერ­თმა­ნე­თის გავ­ლე­ნე­ბის შე­სუს­ტე­ბით იქ­ნე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი ახა­ლი გავ­ლე­ნე­ბის შექ­მნით.

სა­კუ­თა­რი ახა­ლი გავ­ლე­ნე­ბის შექ­მნა არ გა­მო­ვა მა­ნამ, ვიდ­რე არ შე­სუს­ტდე­ბა მე­ო­რე ძა­ლის გავ­ლე­ნა და ეს იქ­ნე­ბა ამ ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის რა­ღაც კონ­კუ­რენ­ცია-თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­ჟიმ­ში, რაც მათ­თვის დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

- რა შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს რე­გი­ო­ნი და კონ­კრე­ტუ­ლად - სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ-თურ­ქე­თის კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და რო­გორ გა­მო­ვალთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს და­სავ­ლეთ­მა, და რა - ჩვენ?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის თურ­ქუ­ლი პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ არის, მე­ტიც, ეს მის­თვის იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი წარ­მა­ტე­ბაც. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თურ­ქუ­ლი პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა, ზო­გა­დად, არ არის სა­სურ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­თვის რამ­დე­ნა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თურ­ქეთ­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, პარტნი­ო­რო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია ბევრ სა­კი­თხებ­ზე, იმ­დე­ნად თურ­ქუ­ლი გავ­ლე­ნა არ უნდა გა­და­ვი­დეს იმ ნიშ­ნულს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის ზრდა ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სომ­ხეთს აწყობს, იმავდრო­უ­ლად, ეს ძა­ლი­ა­ნაც არ აზა­რა­ლებს აზერ­ბა­ი­ჯანს იმი­ტომ, რომ რუ­სეთ­მა შე­იქ­მნა საკ­მა­რი­სი პო­ზი­ცია აზერ­ბა­ი­ჯან­ში და მას­ზე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბი მო­ი­პო­ვა. რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ზრდა, პრაქ­ტი­კუ­ლად, იყო ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რა­საც და­თან­ხმდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბით და რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ნა­წი­ლე­ბის ჩა­ყე­ნე­ბით. რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ზრდა ჩვენ­თვის არის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლი სცე­ნა­რი გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ:

1. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რჩე­ბა ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ;

2. ჩვენ ვრჩე­ბით რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე მუდ­მი­ვი საფრ­თხის ქვეშ.

შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ სა­სურ­ვე­ლი ჩვენ­თვი­საა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თვის ისაა, რომ შევ­ძლოთ და მე­სა­მე აქ­ტო­რის – და­სავ­ლე­თის ჩარ­თუ­ლო­ბა გავ­ზარ­დოთ იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე დღეს არის. და­სავ­ლეთ­მა რა უნდა გა­ა­კე­თოს, მა­ნამ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო ჰგავს იმას, რა­საც ჰგავს? ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­სავ­ლე­თი ვე­რა­ფერს იზამს იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დგას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის პრობ­ლე­მა, ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­მე­ლი­მე პარტნი­ო­რი იყოს აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი და ვი­ლა­პა­რა­კოთ უფრო სე­რი­ო­ზულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, გვჭირ­დე­ბა ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა სრულ­ფა­სოვ­ნად იმუ­შა­ოს, მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს შე­უქ­ცე­ვა­დი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს სტა­ბი­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და მრა­ვალ­მხრი­ვი პრო­აქ­ტი­უ­რი დიპ­ლო­მა­ტია. ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვი­სი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვის და მათი ინ­ვეს­ტი­ცია წა­მო­ვი­დეს ჩვენ­კენ. ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ში არ ვგუ­ლის­ხმობ მხო­ლოდ ფი­ნან­სურ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ ინ­ვეს­ტი­ცი­ა­საც და მხარ­და­ჭე­რას.

- სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ გა­მო­სა­ვა­ლი შე­საძ­ლოა იყოს ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­თავ­სე­ბა, ახა­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია რომ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან...

- ბა­ზებს რაც შე­ე­ხე­ბა, აქ არის ასე სა­კი­თხი, რა პი­რო­ბე­ბი აქვს აშშ-ს აქ სამ­ხედ­რო ბა­ზის გან­თავ­სე­ბის­თვის, რა ამო­ცა­ნა დგას, ან რა ორ­მხრი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ამის­თვის? არ ვიცი, რამ­დე­ნად გა­ნი­ხი­ლავს აშშ სამ­ხედ­რო ბა­ზის გან­თავ­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ისიც ფაქ­ტია, რომ ჩვენ რე­ა­ლუ­რად გვაქვს რის­კე­ბი და ამ რის­კებს ორი რა­ღა­ცით უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ.

1. შევ­დგეთ, რო­გორც კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია;

2. სტა­ბი­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მი­ა­ნიშ­ნა, “ტრაქ­ტა­ტი-2 მზად­დე­ბა, და­სავ­ლეთ­მა სას­წრა­ფოდ რამე თუ არ მო­ი­მოქ­მე­დაო...

- ჩვე­ნი ამ კრი­ზის­ში ყოფ­ნა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რად ასუს­ტებს და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ას, იმა­ვე - ჩვენ­სას იმი­ტომ, რომ ვიდ­რე ჩვენ ვით­ვლით ხმებს, ვიდ­რე ვერ ვკრებთ პარ­ლა­მენტს და ვართ ერ­თპარ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ღიად უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის რე­ჟიმ­ში და ვიდ­რე ვართ ამ­ხე­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, აქ რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აზრი, რა თქმა უნდა, არ აქვს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, რომ ქვე­ყა­ნის შიგ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. არა და, ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა სხვა რა­ღა­ცე­ებ­ზე უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს და არა იმა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ახ­ვედ­რონ და და­ა­ლა­პა­რა­კონ. ჩვენ იმ­დე­ნად გარე პრობ­ლე­მა არ გვიდ­გას, რამ­დე­ნა­დაც შიდა და თუ ისი­ნი გა­დავ­ლა­ხეთ, გა­რეთ შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად შევ­ძლებთ და­ვა­ლა­გოთ სი­ტუ­ა­ცია. ჩვენ თვი­თონ თუ იმა­ზე მეტი გა­ვა­ფუ­ჭეთ, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ­მა მტერ­მა შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­შა­ოს, მა­შინ სა­ერ­თოდ, რა აზრი აქვს რა­ი­მე ტი­პის დიპ­ლო­მა­ტი­ას, ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას?

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
20

ოოო ახალი დიქტატურა ყალიბდება ჩვენს გვერდით აზერები გვაკლადა 21 საუკუნეა და დიქტატორები კი არ იკლებს მატულობს . თუ ნატოს ჯარები აქ არ განლაგდა თუნდაც სიმბოლურად უახლოეს ორ წელში მაინც მოგვიწევს რაღაც რაღაცეებზე შეგუება. თუ არა და ამ სამი მონსტრის გვერდით ცხოვრება დღითი დღე გართულდება .

Gio
67

ისევ რუსეთი თუ შეგვიფარებს თორემ ეგენი საბოლოოდ მაინც გადაგვყლაპავენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სამხრეთ კავკასიაზე გავლენების განაწილების ახალი ხაფანგი? - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივამ საქართველოს

სამხრეთ კავკასიაზე გავლენების განაწილების ახალი ხაფანგი? - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივამ საქართველოს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას "ექვსეულის პლატფორმა“, რომლის მიზანიც რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება იქნება. "დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში - სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განსავითარებლად", - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე. გამოითქვა უკვე ვარაუდები, რომ შესაძლოა ამგვარი ფორმატით სამი ქვეყანა - თურქეთი, ირანი და რუსეთი ცდილობდნენ სამხრეთ კავკასიაში გავლენების განაწილებას და რეგიონში დასავლური ინტერესების ამოკვეთას. არ არის გამორიცხული, რომ ამ სამი ქვეყნის ინტერესი კონკრეტულ პერიოდში მართლაც დაემთხვას კიდეც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მათი თანამშრომლობა ცოტა რთულად წარმოსადგენია.

რა ფორმატია ეს, რამდენად შესაძლებელია მისი რეალიზება რეგიონში, აქვს თუ არა თურქეთს კავკასიაში მთავარი მოთამაშის ამბიცია და რა საფრთხეები შეიძლება დადგეს საქართველოს წინაშე, ამ კითხვებზე პასუხს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი გობრონიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რას ითვალისწინებს ერდოღანის მიერ ინიცირებული “ექვსეულის პლატფორმა” და რამდენად შესაძლებელია მისი რეალიზაცია რეგიონში? როგორც იკვეთება, თურქეთს სამხრეთ კავკასიაში მთავარი მოთამაშის ამბიცია გაუჩნდა...

- თურქეთს სურს, რომ კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტეგრაციული მოდელი შექმნას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად კავკასიის რეგიონში ორი მოდელი მუშაობს:

1. დასავლური ინტეგრაციული მოდელი, რომლის ნაწილიც საქართველოა და ეს არის ევროკავშირი და ნატო;

2. რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიული ინტეგრაციის მოდელი, რომლის ნაწილიც არის სომხეთი.

საბოლოო ჯამში, თურქეთი ცდილობს შექმნას ამ ყველაფრის ალტერნატივა, სადაც თვითონ იქნება რეგიონული ლიდერის სახით წარმოდგენილი. ასე იყო 2008 წელსაც, როდესაც თურქეთს უნდოდა კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების პლატფორმა შექმნილიყო, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაახმიანეს ეს ინიციატივა და მაშინ არ გამოვიდა. თურქეთი ახლაც იმავეს ცდილობს, თუმცა ძნელია თქმა, რამდენად რეალური შანსები აქვს.

ერდოღანს დეტალები არ გაუხმაურებია და ჯერჯერობით ის ვიცით, რომ მისი სურვილით, ეს ექვსი ქვეყნისგან შემდგარი პლატფორმა უნდა იყოს - საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი და თუ მოისურვებს, სომხეთიცო. უახლოეს მომავალში რამდენად დიდია ამის პერსპექტივა, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ შემთხვევაში არის განსხვავებული, მას გააჩნია თავისი დღის წესრიგი და ის თურქეთის ამ ინიციატივას გაუწევს წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთი რეგიონში არ არის ისეთი ძლიერი და არ არის იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ძლიერი, როგორც დასავლეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში, რაღაც ალტერნატიული დღის წესრიგი რომ დავუპირისპიროთ. თან ჩვენ ვხედავთ, რომ საბოლოოდ, რეგიონი რუსულ-თურქული კონკურენციის ზონად ჩამოყალიბდა და ვიდრე ჩვენ დავლაგდებით, ასეთი ვითარება იქნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოწოდებები - დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი, სწორედ იმით აიხსნება, რომ ამ შემთხვევაში, აქ დასალაგებელია მათი პოზიციაც.

- ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინიციატივა რეგიონში სამომავლოდ რუსეთ-თურქეთის კიდევ უფრო გაძლიერებას და დასავლეთის პოზიციების შესუსტებას, საბოლოოდ კი კავკასიიდან მის გაძევებას გულისხმობს?

- დასავლეთის გაძევებას ცდილობენ, რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, თვითონ დასავლეთზე - რამდენად მაღალია მისი ინტერესი და რამდენად მზად არის, რომ დიდი ინვესტიცია ჩადოს რეგიონში თავისი ყოფნის შენარჩუნებაში. ასევე, დამოკიდებულია დასავლეთის რეგიონალურ მოკავშირეებზე, ანუ - ჩვენზე. იმ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ შევდექით, როგორც წარმატებული კონსოლიდირებული დემოკრატია, რომელიც იქნება დასავლური ინტეგრაციული პროექტის ორგანული ნაწილი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს რეგიონში დასავლეთის პოზიციების ეტაპობრივ შესუსტებას გამოიწვევს. რაც შეეხება გაძლიერებას, მე არ მახსენდება, როდის იყვნენ ეს ქვეყნები (რუსეთი და თურქეთი) რეგიონში სუსტები.

სამწუხაროდ, ყარაბაღის თემა, პრაქტიკულად, დღეს კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის სომხეთისა და აზერბაიჯანის რაიმე თემაზე კომუნიკაციასა და შეთანხმებას. ხოლო თუ იქნება საქართველოს კონფლიქტები და სისუსტეებიც, ეს რეგიონს ძალიან მოწყვლადს გახდის გარე ძალების შიდა ჩარევებისთვის.

- ანუ თურქეთის ჰეგემონია შენარჩუნდება რეგიონში, რისი პრეტენზიაც მას აქვს. და რუსეთი ამას შეეგუება?

- განსაკუთრებული სიახლე აქ არაფერი მომხდარა. საქმე იმაშია, რომ ამჟამად უკვე თურქეთი ცდილობს იქცეს რეგიონში ლიდერად. იქნება ძალიან მაღალი ხარისხის კონკურენცია. ხელაღებით იმის თქმა, რომ ცალსახად რუსეთს, ან თურქეთს დარჩება ჰეგემონია, ძნელია. ამ შემთხვევაში, უფრო ის უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორი ძალის კონკურენცია საბოლოო ჯამში, მოახდენს ერთმანეთის გავლენების კომპენსირებას და ისინი, ძირითადად, ერთმანეთის გავლენების შესუსტებით იქნებიან დაკავებულები, ვიდრე საკუთარი ახალი გავლენების შექმნით.

საკუთარი ახალი გავლენების შექმნა არ გამოვა მანამ, ვიდრე არ შესუსტდება მეორე ძალის გავლენა და ეს იქნება ამ ორ სახელმწიფოს შორის რაღაც კონკურენცია-თანამშრომლობის რეჟიმში, რაც მათთვის დიპლომატიაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

- რა შესაძლო საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს რეგიონი და კონკრეტულად - საქართველო რუსეთ-თურქეთის კონკურენციის პირობებში და როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა, და რა - ჩვენ?

- აზერბაიჯანისთვის თურქული პროექტის რეალიზება არანაირი საფრთხე არ არის, მეტიც, ეს მისთვის იქნება ერთგვარი წარმატებაც. საქართველოსთვის თურქული პროექტის რეალიზება, ზოგადად, არ არის სასურველი, ვინაიდან ჩვენთვის რამდენადაც მნიშვნელოვანია თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, პარტნიორობა და კომუნიკაცია ბევრ საკითხებზე, იმდენად თურქული გავლენა არ უნდა გადავიდეს იმ ნიშნულს, რომლის შედეგადაც შეიძლება საფრთხედ ჩამოყალიბდეს. თავისთავად ცხადია, რუსული გავლენების ზრდა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად სომხეთს აწყობს, იმავდროულად, ეს ძალიანაც არ აზარალებს აზერბაიჯანს იმიტომ, რომ რუსეთმა შეიქმნა საკმარისი პოზიცია აზერბაიჯანში და მასზე საკმაოდ სერიოზული გავლენის ბერკეტები მოიპოვა. რუსული გავლენის ზრდა, პრაქტიკულად, იყო ის მოცემულობა, რასაც დათანხმდა აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებით და რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ჩაყენებით. რუსეთის გავლენის ზრდა ჩვენთვის არის ყველაზე ნაკლებად სასურველი სცენარი გამომდინარე იქიდან, რომ:

1. ჩვენი ტერიტორიები რჩება ოკუპაციის ქვეშ;

2. ჩვენ ვრჩებით რუსეთიდან მომდინარე მუდმივი საფრთხის ქვეშ.

შესაბამისად, ყველაზე ნაკლებ სასურველი ჩვენთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ისაა, რომ შევძლოთ და მესამე აქტორის – დასავლეთის ჩართულობა გავზარდოთ იმაზე მეტად, ვიდრე დღეს არის. დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს, მანამ, ვიდრე საქართველო ჰგავს იმას, რასაც ჰგავს? ჩვენთან მიმართებაში დასავლეთი ვერაფერს იზამს იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც დგას სახელმწიფოებრიობის პრობლემა, ძალიან რთულია, რომელიმე პარტნიორი იყოს აქტიურად ჩართული და ვილაპარაკოთ უფრო სერიოზულ თანამშრომლობაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება ის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებმა სრულფასოვნად იმუშაოს, მიმდინარეობდეს შეუქცევადი დემოკრატიზაციის პროცესი, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური ეკონომიკური განვითარების გარანტიები და მრავალმხრივი პროაქტიური დიპლომატია. ეს არის აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს საინტერესო თავისი მოკავშირეებისთვის და მათი ინვესტიცია წამოვიდეს ჩვენკენ. ინვესტიციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ ინვესტიციასაც და მხარდაჭერას.

- საუბრობენ იმაზე, რომ გამოსავალი შესაძლოა იყოს ამერიკული სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსება, ახალი ინტერვენცია რომ ავიცილოთ თავიდან...

- ბაზებს რაც შეეხება, აქ არის ასე საკითხი, რა პირობები აქვს აშშ-ს აქ სამხედრო ბაზის განთავსებისთვის, რა ამოცანა დგას, ან რა ორმხრივი ვალდებულებაა ამისთვის? არ ვიცი, რამდენად განიხილავს აშშ სამხედრო ბაზის განთავსებას საქართველოში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს რისკები და ამ რისკებს ორი რაღაცით უნდა ვუპასუხოთ.

1. შევდგეთ, როგორც კონსოლიდირებული დემოკრატია;

2. სტაბილური ეკონომიკური განვითარება.

- სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილმა მიანიშნა, “ტრაქტატი-2 მზადდება, დასავლეთმა სასწრაფოდ რამე თუ არ მოიმოქმედაო...

- ჩვენი ამ კრიზისში ყოფნა, საბოლოო ჯამში, ყველანაირად ასუსტებს დასავლეთის პოზიციას, იმავე - ჩვენსას იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენ ვითვლით ხმებს, ვიდრე ვერ ვკრებთ პარლამენტს და ვართ ერთპარტიულ რეჟიმში ცხოვრების პირობებში, ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ღიად უპატივცემულობის რეჟიმში და ვიდრე ვართ ამხელა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, აქ რაიმე სერიოზულ თანამშრომლობას აზრი, რა თქმა უნდა, არ აქვს. ელემენტარულად, იქამდე მივიდა საქმე, რომ ქვეყანის შიგნით პოლიტიკური აქტორები დიპლომატიური წარმომადგენლების გარეშე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. არა და, ეს დიპლომატიური ძალისხმევა სხვა რაღაცეებზე უნდა იხარჯებოდეს და არა იმაზე, ადამიანები ერთმანეთს შეახვედრონ და დაალაპარაკონ. ჩვენ იმდენად გარე პრობლემა არ გვიდგას, რამდენადაც შიდა და თუ ისინი გადავლახეთ, გარეთ შედარებით მარტივად შევძლებთ დავალაგოთ სიტუაცია. ჩვენ თვითონ თუ იმაზე მეტი გავაფუჭეთ, ვიდრე ნებისმიერმა მტერმა შეიძლება დაგვიშაოს, მაშინ საერთოდ, რა აზრი აქვს რაიმე ტიპის დიპლომატიას, ან სხვა მიმართულებას?

"უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელ არაკომუნისტურ რუსეთთან" - რას აცხადებს ზატულინი  ე.წ. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე სომხურ გამოცემასთან

"მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს" - რას პასუხობს ბოკერია სააკაშვილს?

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"