მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე
"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია არ იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ "ყვე­ლა­ნა­ი­რი უკა­ნო­ნო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს".

ამის შე­სა­ხებ მან "ღა­მის კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე დე­მონ­ტაჟს.

"მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი უკა­ნო­ნო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იყო. ეს მიდ­გო­მა მი­უ­ღე­ბე­ლია. რას ვე­უბ­ნე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც 500 ლა­რის მით­ვი­სე­ბა­ზე კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით ვსჯით? აბა რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა? მიგ­ვე­შა მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და მერე გა­მოგ­ვე­ყა­რა?

ჩემ­თვის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მე ყვე­ლა­ნა­ი­რი პე­რი­ო­დი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი სი­ღა­რი­ბეც, რთუ­ლი პე­რი­ო­დიც, მაგ­რამ გა­ვი­ზარ­დე ისე, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ რაც არ უნდა გა­მი­ჭირ­დეს ცხოვ­რე­ბა­ში, არას­დროს უნდა შევ­ხე­დო წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს ცუდი თვა­ლით, არ უნდა შე­მე­ხარ­ბოს მისი, არას­დროს უნდა მო­ვი­პა­რო, არ უნდა და­ვი­ტა­ცო.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ეს ხომ ჩემი სა­კუ­თა­რი მი­წე­ბი არ არის? ეს ხომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ქო­ნე­ბა არის და რო­დე­საც ხდე­ბა მი­წე­ბის და­ტა­ცე­ბა, რო­დე­საც ხდე­ბა უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა, ეს მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია..." - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ დრო­ის­თვის მომ­ხა­და­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 8 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახას
12

მაგრად გიჩალიჩია

დ.დ.
86

ამხ, კალაძე ! ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ჯერ შეეკითხე ნაცებს, არასამთავრობოებს, გვარგადაკეთებულებს, ზოგზოგიერთების უკმაყოფილო ცოლებს, ტრანსგენდერებს, ზოგიერთი ტელეკანალიზაციის უცნობილეს ტელემეძავებს, პარლამენტის წინ მდგარ მომიტინგეებს და უამრავი სხვა კატეგორიის უსაქმურებს. აბა დემოკრატია გვინდებლარიანო! ისე, ფეხფედერაციის უჭკვიანეს პირველ სამეულსაც თუ დაეკითხები რჩევებს, სულ აშენდები შენც და ქვეყანაც.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ "ყველანაირი უკანონობა დაშვებული იყოს".

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აფრიკის დასახლებაში მიმდინარე დემონტაჟს.

"მძიმე ეპიდემიოლოგიური და სოციალური მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი უკანონობა დაშვებული იყო. ეს მიდგომა მიუღებელია. რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც 500 ლარის მითვისებაზე კანონის სრული სიმკაცრით ვსჯით? აბა როგორ გაგვეკეთებინა? მიგვეშა მშენებლობები და მერე გამოგვეყარა?

ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს უნდა შევხედო წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს უნდა მოვიპარო, არ უნდა დავიტაცო.

შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები, ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არ არის? ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია..." - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.

კახი კალაძის მამიდა კორონავირუსით გარდაიცვალა - "წავიდა ყველაზე კეთილშობილი ადამიანი"

"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

"სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები" - პაატა იმნაძე