სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები რჩება და დარჩება ხელშეუხებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს ხელმოწერილი ყარაბაღის ზავის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
"სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება. მაგრამ გადაუჭრელი საკითხები უნდა გადაწყდეს ცივად, მშვიდად, მუშაობის შედეგად ”, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სიუნიქის მონაკვეთში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლების დადგენა მიმდინარეობს.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განმარტა, რომ 9 ნოემბრის განცხადებაში არ არის ნახსენები ზანგელანისა და კუბატლის რეგიონები, რადგან ზავის დადების დროს ამ ტერიტორიების 90% და მეტი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იყო და მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ იქ სასაზღვრო ხაზების კორექტირება მოხდება. ფაშინიანის თქმით, კორექტირება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდება.
ამ ომის ერთ-ერთი მიზანიც არცთუ მორჩილი ფაშინიანის გადაგდება იყო; სომეხი ხალხი არ უნდა აყვეს ჩრდილოეთის პროვოკაციას
ჩვენი საზღვრები თუ არის დაზუსტებული სომხებთან თ არა და რატომ