საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე" განცხადებას ავრცელებს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე" განცხადებას ავრცელებს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის პოს­ტკონ­ფლიქ­ტუ­რი მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის აპა­რა­ტი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი იყო.

”სამ­ხრეთ ოსე­თის, აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ხა­ტეს სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის, ნატო-ს სამ­ხედ­რო ყოფ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა­სა და მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბამ ნატო-სთან არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს მღელ­ვა­რე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მართ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბა ვერ შეძ­ლო”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რის დროს „სამ­ხრეთ ოსურ­მა მხა­რემ“ სა­ქარ­თვე­ლოს „ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

„შეხ­ვედ­რის დროს სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მხა­რეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ი­სა და დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. ეს შე­საძ­ლე­ბელს გახ­დი­და სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ბევ­რი იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, რაც სა­სა­ზღვრო შე­თან­ხმე­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გამო არ­სე­ბობს,“ - აცხა­დე­ბენ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბი 10-11 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 10-11 დე­კემ­ბერს, ერ­თწ­ლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 51-ე რა­უნ­დი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მას კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ად­გილ­ზე გამ­წვა­ვე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რუ­სე­თის მიერ დე-ფაქ­ტო ანექ­სი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი წარ­მო­ად­გენ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ მწვა­ვედ დას­ვა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის სივ­რცე­ში ეტა­პობ­რი­ვად ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას 2020 წლის 12 ნო­ემ­ბერს სოჭ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და სო­ხუ­მის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის ლი­დერს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ე.წ. სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას, რაც ანექ­სი­ის ფორ­მა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბი­სა­კენ მი­მარ­თულ დესტრუქ­ცი­ულ ნა­ბი­ჯად შე­ფას­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ ხაზი გა­უს­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის მო­რიგ აგ­რე­სი­ულ მცდე­ლო­ბას, და­ა­კა­ნო­ნოს ევ­რო­პა­ში სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ზღვრე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი გზით ცვლი­ლე­ბის პრაქ­ტი­კა, რაც უხე­შად არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებს და ძირს უთხრის წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მას.

ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ვრცლად ისა­უბ­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ის ფონ­ზე რუ­სე­თის მიერ გახ­ში­რე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის უკა­ნო­ნო მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ა­სა და რე­გუ­ლა­რულ სამ­ხედ­რო წვრთნებ­ზე, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას მიმ­დე­ბა­რედ მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვა­ზე, რაც ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბად შე­ფას­და. აღი­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი დესტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია უხე­შად არ­ღვევს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას ისე­ვე, რო­გორც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­წო­დე­ბას პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აგ­რძე­ლებს ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, მათ შო­რის, კი­ბერ­თავ­დას­ხმებ­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

„სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ დას­ვა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბე­ბის სა­კი­თხი და მო­ი­თხო­ვა ირაკ­ლი ბე­ბუ­ას, ზაზა გა­ხე­ლა­ძის, გე­ნა­დი ბეს­ტა­ვი­სა და უკა­ნო­ნო ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა, თა­ნა­მო­დე­რა­ტო­რებ­მა, აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვრცლად ისა­უბ­რეს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ შე­დე­გებ­ზე, რაც კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ისე­დაც რთულ სო­ცი­ა­ლურ ყო­ფას. ამ კონ­ტექ­სტში, ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო ევა­კუ­ა­ცი­ის ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე შე­ზღუდ­ვის ფაქ­ტებ­ზე, რა­მაც ად­გი­ლობ­რივ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­ერ­თი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­ეთ­მო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კურ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, გა­ლი­სა და ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნე­ბის, ასე­ვე კო­დო­რის ხე­ო­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მდგო­მა­რე­ო­ბას და ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა მათი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კრი­ტი­კუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით აღი­ნიშ­ნა ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შე­წყვე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან იზო­ლი­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ მცდე­ლო­ბებ­ზე და სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ად შე­ა­ფა­სა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რუ­სი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი. ამ კონ­ტექ­სტში კვლავ აღი­ნიშ­ნა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

„ამ ფონ­ზე ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) შეს­ვლის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წვდო­მის სა­ჭი­რო­ე­ბას. კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო კონ­ფლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რაც 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ხაზი გა­ეს­ვა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. აღი­ნიშ­ნა, რომ ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ისე­ვე, რო­გორც ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის (IPRMs) წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ად­გილ­ზე მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამ კონ­ტექ­სტში აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და გა­ლის IPRM-ის წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე აღ­დგე­ნი­სა და ერგნე­თის მე­ქა­ნიზ­მის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ კვლავ დას­ვა და­ვით ბა­შა­რუ­ლის, გიგა ოთხო­ზო­რი­ა­სა და არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებ­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნოდ გან­თავ­სე­ბულ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კი­თხი.

„ვრცე­ლი დის­კუ­სია შედ­გა დღის წეს­რი­გის ისეთ მთა­ვარ სა­კი­თებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო ყოფ­ნი­თა და რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბით მოს­კო­ვი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მუ­ქა­რას, რაც კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბელს ხდის რუ­სე­თის მიერ ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა­სა და შეს­რუ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რან­ტი­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნი­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც მდგრად სა­ფუძ­ველს შექ­მნის ად­გილ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამ კონ­ტექ­სტში, ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კი­დევ ერთხელ მო­ი­თხო­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის გას­ვლა და ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა, ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს და­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, დღის წეს­რი­გის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­კითხს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბი­დან ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის შე­დე­გად გა­მო­დევ­ნი­ლი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რე­ბი­სა და ლტოლ­ვი­ლე­ბის უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. ევ­რო­კავ­ში­რის, გა­ე­როს, ეუ­თოს, აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან აღი­ნიშ­ნა დევ­ნილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის თე­მის საგ­ნობ­რი­ვი გან­ხილ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა რუ­სე­თი­სა ფე­დე­რა­ცი­ი­სა და მისი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კვლავ სცა­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ტო­ვეს.

ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ეუ­თოს სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, რუ­დოლფ მი­ხალ­კას სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვეს მას მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი 2021 წლის 23-24 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
3

ამ გოშიებს განცხადებისბ ტექსტი დაუწერეს თუ თვითონ შეძლეს დამოუკიდებლად რაღაც დაეჯღაბნათ? ცხაინვალიც და აფხაზეთის საქართველოს განუტოფელი ნაწილია და ქართული სახელმწიფო, ცხადია, თავისი ნაწილების წინააღმდეგ ძალას არ იხმარს.

მაშა
0

ბიბილოვი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია. ნობელის პრემიაზეა წარსადგენი. საინტერესოა აქამდე რომ რატომ არ წარადგინეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე" განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე" განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კავკასიის უსაფრთხოების საკითხი იყო.

”სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს მიმდინარე მილიტარიზაციის, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაფართოებასა და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს დაახლოებამ ნატო-სთან არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებების აღება ვერ შეძლო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ საქართველოს „ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით“ მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.

„შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდეს. ეს შესაძლებელს გახდიდა სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი იმ პრობლემის მოგვარებას, რაც სასაზღვრო შეთანხმებების არ არსებობის გამო არსებობს,“ - აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 10-11 დეკემბერს გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

მათივე ცნობით, ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა.

„საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

„საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა“, - აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

„ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

„ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით.

ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?