საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაცამტვერდა" - არჩილ თალაკვაძე
"მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაცამტვერდა" - არჩილ თალაკვაძე

დღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რე­ა­ლო­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა, ვი­ნა­ი­დან, უკვე არ არ­სე­ბობს ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა, ის გაქ­რა, გა­ცამ­ტვერ­და და პირ­და­პირ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალსწინ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის იყო სიც­რუე , - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თიც „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს და­დას­ტურ­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბი არ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლის­თვის ბო­დი­ში უნდა მი­ხა­დონ.

ამას­თა­ნა­ვე, თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბარს მხო­ლოდ იმ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან გა­აგ­რძე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც ჯან­სა­ღად და პრაგ­მა­ტუ­ლად უყუ­რე­ბენ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს.

„ის პო­ზი­ცი­ე­ბი, რა­საც აცხა­დებ­დნენ და რა­საც ახ­მო­ვა­ნებ­დნენ რა­დი­კა­ლუ­რი თუ პრაგ­მა­ტუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, ეფუძ­ნე­ბო­და სწო­რედ ამას, რომ თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ამ­ბობ­და და დღე­საც მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი არის მი­უ­ღე­ბე­ლი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­და­რე­ბით პრაგ­მა­ტუ­ლად და უფრო ჯან­სა­ღად აფა­სებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ეს არის რე­ა­ლო­ბა და რაზე უნდა მო­ვე­ლა­პა­რა­კოთ სა­ნამ ბო­დიშს არ მო­იხ­დი­ან ამ ტყუ­ი­ლის გამო? რაზე უნდა მო­ვე­ლა­პა­რა­კოთ? ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, ვამ­ბობ­დით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და დღეს და­დას­ტურ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა. აი ახლა, ოპო­ზი­ცი­ამ უკვე, რა თქმა უნდა, ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს მხო­ლოდ იმ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან, მხო­ლოდ იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, ვინც ჯან­სა­ღად, პრაგ­მა­ტუ­ლად უყუ­რებს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის გა­მო­სათ­ვლელ ფორ­მუ­ლა­ში. გას­წო­რე­ბის შე­დე­გად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შე­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" ხმე­ბის 47.6% აქვს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
24

არ გაყალბებულა!ფან ნაც კომიისის წევრთან რას გააყალბებდი,დაანგრევდა უბანს!ერთი ნაცი ათასს პატიოსანს თავზე დააჯდება!ასეთი აღვირახსნილები არიან!ყველაფრის მკადრებელი!შეურაცხოფის მომყენებლები!შენ უნდა უთბინო!დროა პასუხი მოეკითხოთ კანონით ცილისწამებებზე!თორემ უარესს იკადრებენ!

!!!
2

აჩო, აჩო, აჩოოოოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაცამტვერდა" - არჩილ თალაკვაძე

"მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაცამტვერდა" - არჩილ თალაკვაძე

დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალსწინ აღმოჩნდა, რომ ის იყო სიცრუე , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და არჩევნები არ არის გაყალბებული, აქედან გამომდინარე, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გავრცელებული ტყუილისთვის ბოდიში უნდა მიხადონ.

ამასთანავე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან გააგრძელებენ, რომლებიც ჯანსაღად და პრაგმატულად უყურებენ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს.

„ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და რასაც ახმოვანებდნენ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული. ყველა მათგანი ამბობდა და დღესაც მოვისმინეთ განცხადებები, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარეშე მათთვის ყველაფერი არის მიუღებელი, ოპოზიციური პოლიტიკოსების მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შედარებით პრაგმატულად და უფრო ჯანსაღად აფასებდა სიტუაციას. ეს არის რეალობა და რაზე უნდა მოველაპარაკოთ სანამ ბოდიშს არ მოიხდიან ამ ტყუილის გამო? რაზე უნდა მოველაპარაკოთ? ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, ვამბობდით, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული და დღეს დადასტურდა, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. აი ახლა, ოპოზიციამ უკვე, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მხოლოდ იმ ოპოზიციონერებთან, მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც ჯანსაღად, პრაგმატულად უყურებს ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"სახლში მზეთუნახავი ჰყავს რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!" - თეა წულუკიანი ნიკა გვარამიაზე

"ჰგონიათ, რომ კელი დეგნანს გააგდებენ და იმას მოიყვანენ, ვინც "ნაცმოძრაობას" ჩაეხუტება და მიშას დააბრუნებს?"- რას ემსახურება დასავლელ პარტნიორებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები?

"რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ესე იგი ივანიშვილის მოსყიდული ხარ" - ალეკო ელისაშვილი