მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიძულვილი ჩემთვის უცხოა, ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..." - ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით
"სიძულვილი ჩემთვის უცხოა, ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..." -  ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­თან ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა: სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც სიზ­მა­რი­ვი­თაა, აერ­თი­ა­ნებს ადა­მი­ა­ნებ­სა და ცხო­ველ-ფრინ­ვე­ლებს, მცე­ნა­რე­ებ­სა და და­მუნ­ჯე­ბულ კლდე­ებს... მთის ბი­ლი­კებ­სა და და­ხუ­ჭუ­ჭე­ბულ ცხვრის ფა­რებს... აქ ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად სუფ­თაა, შე­ხე­ბა მო­გე­რი­დე­ბა, რამე არ გა­ვუ­ფუ­ჭო, ჩემი სი­ტყვი­თა და ფიქ­რით უნე­ბუ­რად არ შევ­ბღა­ლოო. ამი­ტომ ისე ფრთხი­ლად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი მისი ცხოვ­რე­ბის­სიმ­ფო­ნი­ას, რომ ჩემი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა არ ის­მო­დეს...

სა­მა­გი­ე­როდ, მეს­მის მისი ნათ­ქვა­მი:

მა­მა­ჩე­მო, თოვ­ლის­ფე­რო,

მზე ტკი­ვი­ლებს არ მი­ა­მებს,

გა­ვაგ­რძე­ლო კიდე ფრე­ნა?

ფიქ­რი და­მიკ­ვა­ლი­ა­ნე.

მა­მა­ჩე­მო, თოვ­ლის­ფე­რო...

მაღ­ლობს შე­მა­ცუ­რე ცე­რით,

ქა­რის ხმა­ზე ქრის სიმ­ღე­რა,

წვი­მის ხმა­ზე წვე­თავს ცრემ­ლი.

დე­და­ჩე­მო, ფერო მი­წის

გა­მიმ­წუხ­რის­ფერ­და სული,

შავი ზოლი მა­წევს სივ­რცის

ვარ ლან­დე­ბით და­ნის­ლუ­ლი.

შუბ­ლზე მა­დევს და­ნაც­რუ­ლი

ცა, ასე არ მითრთო­ლია,

მა­მა­ჩე­მო, და­მის­რუ­ლე

წუ­თი­სოფ­ლის სიმ­ფო­ნია...

მერე წუ­თი­სოფ­ლის სიმ­ფო­ნი­აც მეს­მის, და რაც მთა­ვა­რია, ვხე­დავ კი­დეც... ეს არ არის უბ­რა­ლოდ დილა, შუ­ა­დღე და მიმ­წუხ­რი მისი ცხოვ­რე­ბი­სა... ეს გახ­ლავთ სიზ­მა­რი დი­ლით, შუ­ა­დღე­სა და დღის მი­წუ­რულს.

* * *

- ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა პა­პა­ჩე­მით იწყე­ბა. ყვე­ლა კუნ­წყუ­ლას ეძახ­და. დე­დის მხრი­დან მყავ­და, ბა­ი­აშ­ვი­ლი იყო გვა­რად. ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მას აქვს უდი­დე­სი წვლი­ლი. მას­თან გა­ვი­ზარ­დე სი­მო­ნი­ან­თხევ­ში. გლეხს თუ შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი ჰქონ­დეს, მას ჰქონ­და ნამ­დვი­ლად. მი­წას კი­თხუ­ლობ­და. აი­ღებ­და მუ­ჭით, და­ხე­დავ­და და იტყო­და: ჯერ ად­რეა, ორი დღეც ვა­ცა­ლოთ და მერე დავხნა­თო... მისი წიგ­ნი მიწა იყო. მარ­ტო ეს კი არ იცო­და, სა­ერ­თოდ, ბრძე­ნი კაცი იყო.

პაპა ერ­თა­დერ­თი კაცი იყო, ვის­გა­ნაც აუგ სი­ტყვას ვერ გა­ი­გო­ნებ­დი. ის ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც გაბ­რა­ზე­ბა არ იცო­და... რა­ღაც თუ არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, ამო­ი­ოხ­რებ­და. დღე­საც კი, და­სა­ძი­ნებ­ლად რომ დავ­წვე­ბი და ვი­ფიქ­რებ, აბა, რა შე­მე­შა­ლა, რა გა­ვა­კე­თე ცუდი-მეთ­ქი, თვალ­წინ პაპა მიდ­გე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი პა­პას ამო­ა­ოხ­რე­ბი­ნებ­და, ჰოდა, ვცდი­ლობ, აღა­რა­სო­დეს გა­ვი­მე­ო­რო.პაპა გუთ­ნის­დე­და იყო. ხვნა-თეს­ვა რომ მთავ­რდე­ბო­და, მერე ცხვარ­ში მი­დი­ო­და.ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გვერ­დით და­მი­ყე­ნა ხვნის დროს. კვალ­ში და­მი­ყე­ნებ­და. ამას ეძა­ხი­ან ჩე­კა­ნოს. გუ­თა­ნი რომ ამო­ვარ­დე­ბა მი­წი­დან, უნდა გა­ა­სუფ­თა­ვო.

ფი­ზი­კუ­რად კი არ მტვირ­თავ­და, მი­წას მაყ­ვა­რებ­და...დღეგ­რძე­ლი და გო­ნე­ბა­ნა­თე­ლი კაცი იყო. 86 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა.მე პა­პა­სა­ვით არ მეს­მის მი­წი­სა. იმას თა­ვი­სი სა­ი­დუმ­ლო ჰქონ­და და ეტყო­ბა, ბო­ლომ­დე გად­მო­ცე­მა ვერ შეძ­ლო.სა­ო­ცა­რია, რომ ბევ­რი რამ არ მახ­სოვს... ვერ ვიხ­სე­ნებ, ვინ მეჯ­და გვერ­დით პირ­ველ კლას­ში. გა­რე­ულს მე­ძახ­დნენ, იმი­ტომ, რომ სულ გან­ცალ­კე­ვე­ბით ვი­ყა­ვი. თით­ქოს და­ნარ­ჩე­ნე­ბი სხვა­გან იყ­ვნენ, მე - სხვა­გან. მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი თა­მა­ში­სას თუ გა­ვე­რე­ო­დი ბავ­შვებ­თან. მერე ისევ გან­ვმარ­ტოვ­დე­ბო­დი და წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დი. არ მიყ­ვარ­და ზე­ი­მე­ბი, ხალ­ხში გას­ვლა.

ვსწავ­ლობ­დი მარ­ტო იმას, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჩუ­მად ვი­ჯე­ქი, ხელს არა­ვის ვუშ­ლი­დი. მარ­თა­ლია, მა­თე­მა­ტი­კას არ ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­ყავ­დი კლა­სი­დან კლას­ში. ისე ახლა ვნა­ნობ... მა­თე­მა­ტი­კა უფრო სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა ცხოვ­რე­ბა­ში...ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი, მიყ­ვარ­და ნელა კი­თხვა, წა­ვი­კი­თხავ­დი, ვფიქ­რობ­დი... მერე რა­ღაც მტან­ჯავ­და და კა­ლამ­თან მის­ვლა მა­ინც მე­ში­ნო­და. ვეკ­რძა­ლე­ბო­დი, მე­გო­ნა ეს ქა­ლის საქ­მე იყო, თუმ­ცა ვაჟა-ფშა­ვე­ლა წინ მყავ­და და ასე არ უნდა მე­ფიქ­რა. მე­ექ­ვსე კლას­ში­ღა გავ­ბე­დე კა­ლამ­თან მის­ვლა. ვწერ­დი ჩემ­თვის, არა­ვის ვა­კი­თხებ­დი.

ძა­ლი­ან კარ­გი ალღო და მეხ­სი­ე­რე­ბა მქონ­და...

დავ­დი­ო­დი ტყე­ში, დავ­ხე­ტი­ა­ლობ­დი, გზა თუ ამ­ბნე­ვია? - არა­სო­დეს. ყიზ­ლარ­შიც კი, სა­დაც ვაკე ად­გი­ლია და იქა­უ­რებ­საც უჭირთ ნისლში გა­და­ად­გი­ლე­ბა, მე არა­სო­დეს დავ­ბნე­ულ­ვარ. ინ­ტუ­ი­ცია მაქვს ისე­თი, რომ მკარ­ნა­ხობს, საით უნდა წა­ვი­დე.

იცი რა მიყ­ვარს ძა­ლი­ან? როცა მთა­ში ვი­ყა­ვი, ნის­ლი რომ დაბ­ლა იყო, ვიდ­რე მთის თავს და­ეხ­ვე­ო­და... მე გა­ვუდ­გე­ბო­დი გზას, მთის­კენ რომ მო­მეს­წრო, ავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ისე ამოვ­ტივ­ტივ­დე­ბო­დი ზე­მოთ, რო­გორც წყლი­დან ამო­სუ­ლი... სა­ო­ცა­რია, მთის წვე­რი­დან დაბ­ლა და­წო­ლილ ნისლს რომ და­ხე­დავ.

მე­ხუ­თე კლა­სი­დან მა­მას ყო­ველ ზა­ფხულს დავ­ყავ­დი ცხვარ­ში. სკო­ლა რომ დაგ­ვიმ­თავ­რდე­ბო­და, მთა­ში მივ­დი­ო­დი. იქ მი­ვი­ღე ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი წრთო­ბა. მწყემ­სი არ მო­გა­ტყუ­ებს, რაც არის, - ის არის, არ გე­პირ­ფე­რე­ბა... იმი­ტომ გა­მი­ჭირ­და, ქა­ლაქ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი. ვგრძნობ­დი, ცრუ იყო სამ­ყა­რო. მე ხომ ვხე­დავ­დი, ის კაცი ისე­თი არ იყო, თავს რო­გორც მაჩ­ვე­ნებ­და... თვა­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი...

1976 წელს 30 წლი­სა ვი­ყა­ვი. მა­შინ ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. ვერ გავ­ძე­ლი. მე­ო­რე კურ­სი­დან წა­ვე­დი. იქ ჩემი სამ­ყა­რო არ იყო, არ იყო გა­რე­მო, სა­დაც გავძლებ­დი. მიყ­ვარს მარ­ტო­ო­ბა, სივ­რცე...

ჩემი ლექ­სე­ბი რომ და­ი­ბეჭ­და, ისე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა, რომ ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი. ეს სულ არ შე­მეძ­ლო. ამი­ტო­მაც წა­ვე­დი. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი და­ბეჭდ­ვის მერე ორ კვი­რა­ში მო­მი­ვი­და 2000 წე­რი­ლი, სულ გო­გო­ე­ბი­სა იყო, არც ერთი კა­ცი­სა. მა­მა­ჩე­მი კი­თხუ­ლობ­და და გა­და­არ­ჩევ­და ხოლ­მე, ეს წა­ი­კი­თხე, ეს არ გინ­დაო... ჩემი პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო... მა­მამ ვაჟა-ფშა­ვე­ლა იცო­და ზე­პი­რად თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. ამი­სი დრო თუ ჰქონ­და? რო­გორ არა, მი­დი­ო­და ცხვარ­ში, ხელ­ში წიგ­ნი ეჭი­რა და კი­თხუ­ლობ­და.მეც ასე­თი სივ­რცე მინ­დო­და... წიგ­ნი და სივ­რცე...

მერე ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­მა გა­მი­კე­თა ისე, რომ და­უს­წრე­ბელ­ზე გა­და­მიყ­ვა­ნა და მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე­ღა ჩა­მოვ­დი­ო­დი...სწო­რად მო­ვი­ქე­ცი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა­სო­დე­საა მზად, რომ გაგ­ზარ­დოს. მას თა­ვი­სი დაკ­ვე­თა აქვს, და უნდა შე­ას­რუ­ლო. როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ, პო­ეტს კლავ.აქ გა­ვი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. ვი­საც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვა­ინ­ტე­რე­სებ­დი, ის მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად. ვგრძნობ­დი, რომ ის იყო ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­ეძ­ლო ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა. არც შევ­მცდარ­ვარ. დღემ­დე არ მიგ­რძნია, ოჯახს თუ რამე აკ­ლდა. ყვე­ლა­ფერს უძღვე­ბა მე­უღ­ლე... მე კი მაქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მჭირ­დე­ბა.

ჩემი დაღ­ლა არ შე­იძ­ლე­ბო­და. 50 წლამ­დე ისე­თი ვი­ყა­ვი, ჩვე­ნი მთის წვერ­ზე ავი­დო­დი, გა­და­ვი­დო­დი ჩარ­გალ­ში და დავ­ბრუნ­დე­ბო­დი სირ­ბი­ლით... დღე­საც არ ვიღ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად...

გულ­ქანს თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი, ჩა­ვი­დო­დი მთი­დან და პური ჩარ­გლი­დან ამომ­ქონ­და. ვი­ჯე­ქი ჩუ­მად და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ ქსოვ­და წინ­დას... ლა­მა­ზი სახე ჰქონ­და... ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მისი ყუ­რე­ბა.

ცხვა­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ თუ­ში­სა და მო­ხე­ვის­ნა­ი­რად მა­ინც არა­ვის უყ­ვარს ცხვა­რი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიდ ქართველს
1

ცოცხალ პოეტებს შორის საქართველოში ცოტაა ბ-ნ ტარიელის დონის პოეტი, დიდხანს იცოცხლეთ დიდო კაცო 

კ ო მ ბ ლ ე
69

კაცი კაცსა შემასტყორცნა, დოუძახა ჟორას ბიჭსა,

ხამს მოყვარე მოყვარისთვის, უკან მიყვებოდა ვირსა,

მისი რაში და აქლემი, ორნივ წაუღია ჭირსა,

შენ ქალაქის დამპყრობელმა, ვერას ავნებ ჭიან კბილსა..........

,,,,,,,,,,,,,,

ფილოსოფოსნიმშემოკრბენ, ამაზე ქონდათ ცილობა,

ნახეთ ამ პატრინ მიჯ...სა კუდზე ნაზად გაკრავს კბილსა.

გაკრავს და გაკრული ივლის, ტურფასა ყურებ პარტყუნას... და ილია გარდაბნელი, ან მაია წყნეთელიიი.. თინა ვაშლოვნელი იყო, ჩინურ მწვანე კეტებშიიი.

აწი ვეღარ დაიძინებ, სამ ჭიქაშიეცემიიი, დუნდულების რხევით მოაქვთ ვარიები კეცეებიი ჯაააან აია ჯან აია ჯან აია ჯანაი ჯანაი ჯან... ჰეიიი

სასწრაფო აღარ არსებობს, მუმლივით რად მესევით,

თავის მოკატუნებას სჯობს, გამოტყდეთ რას ეწევით?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სიძულვილი ჩემთვის უცხოა, ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..." - ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით

"სიძულვილი ჩემთვის უცხოა, ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..." -  ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით

ტარიელ ხარხელაურთან ყველაფერი სხვაგვარადაა: სიცოცხლე, რომელიც სიზმარივითაა, აერთიანებს ადამიანებსა და ცხოველ-ფრინველებს, მცენარეებსა და დამუნჯებულ კლდეებს... მთის ბილიკებსა და დახუჭუჭებულ ცხვრის ფარებს... აქ ყველაფერი იმდენად სუფთაა, შეხება მოგერიდება, რამე არ გავუფუჭო, ჩემი სიტყვითა და ფიქრით უნებურად არ შევბღალოო. ამიტომ ისე ფრთხილად ვუახლოვდები მისი ცხოვრებისსიმფონიას, რომ ჩემი ნაბიჯების ხმა არ ისმოდეს...

სამაგიეროდ, მესმის მისი ნათქვამი:

მამაჩემო, თოვლისფერო,

მზე ტკივილებს არ მიამებს,

გავაგრძელო კიდე ფრენა?

ფიქრი დამიკვალიანე.

მამაჩემო, თოვლისფერო...

მაღლობს შემაცურე ცერით,

ქარის ხმაზე ქრის სიმღერა,

წვიმის ხმაზე წვეთავს ცრემლი.

დედაჩემო, ფერო მიწის

გამიმწუხრისფერდა სული,

შავი ზოლი მაწევს სივრცის

ვარ ლანდებით დანისლული.

შუბლზე მადევს დანაცრული

ცა, ასე არ მითრთოლია,

მამაჩემო, დამისრულე

წუთისოფლის სიმფონია...

მერე წუთისოფლის სიმფონიაც მესმის, და რაც მთავარია, ვხედავ კიდეც... ეს არ არის უბრალოდ დილა, შუადღე და მიმწუხრი მისი ცხოვრებისა... ეს გახლავთ სიზმარი დილით, შუადღესა და დღის მიწურულს.

* * *

- ჩემი მეხსიერება პაპაჩემით იწყება. ყველა კუნწყულას ეძახდა. დედის მხრიდან მყავდა, ბაიაშვილი იყო გვარად. ჩემს ჩამოყალიბებაში მას აქვს უდიდესი წვლილი. მასთან გავიზარდე სიმონიანთხევში. გლეხს თუ შეიძლება მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, მას ჰქონდა ნამდვილად. მიწას კითხულობდა. აიღებდა მუჭით, დახედავდა და იტყოდა: ჯერ ადრეა, ორი დღეც ვაცალოთ და მერე დავხნათო... მისი წიგნი მიწა იყო. მარტო ეს კი არ იცოდა, საერთოდ, ბრძენი კაცი იყო.

პაპა ერთადერთი კაცი იყო, ვისგანაც აუგ სიტყვას ვერ გაიგონებდი. ის ერთადერთი იყო, ვინც გაბრაზება არ იცოდა... რაღაც თუ არ მოეწონებოდა, ამოიოხრებდა. დღესაც კი, დასაძინებლად რომ დავწვები და ვიფიქრებ, აბა, რა შემეშალა, რა გავაკეთე ცუდი-მეთქი, თვალწინ პაპა მიდგება. ვფიქრობ, რომ ეს საქციელი პაპას ამოაოხრებინებდა, ჰოდა, ვცდილობ, აღარასოდეს გავიმეორო.პაპა გუთნისდედა იყო. ხვნა-თესვა რომ მთავრდებოდა, მერე ცხვარში მიდიოდა.ექვსი წლის ვიყავი, პირველად რომ გვერდით დამიყენა ხვნის დროს. კვალში დამიყენებდა. ამას ეძახიან ჩეკანოს. გუთანი რომ ამოვარდება მიწიდან, უნდა გაასუფთავო.

ფიზიკურად კი არ მტვირთავდა, მიწას მაყვარებდა...დღეგრძელი და გონებანათელი კაცი იყო. 86 წლისა გარდაიცვალა.მე პაპასავით არ მესმის მიწისა. იმას თავისი საიდუმლო ჰქონდა და ეტყობა, ბოლომდე გადმოცემა ვერ შეძლო.საოცარია, რომ ბევრი რამ არ მახსოვს... ვერ ვიხსენებ, ვინ მეჯდა გვერდით პირველ კლასში. გარეულს მეძახდნენ, იმიტომ, რომ სულ განცალკევებით ვიყავი. თითქოს დანარჩენები სხვაგან იყვნენ, მე - სხვაგან. მხოლოდ სპორტული თამაშისას თუ გავერეოდი ბავშვებთან. მერე ისევ განვმარტოვდებოდი და წიგნს ვკითხულობდი. არ მიყვარდა ზეიმები, ხალხში გასვლა.

ვსწავლობდი მარტო იმას, რაც მაინტერესებდა. ჩუმად ვიჯექი, ხელს არავის ვუშლიდი. მართალია, მათემატიკას არ ვსწავლობდი, მაგრამ მაინც გადავყავდი კლასიდან კლასში. ისე ახლა ვნანობ... მათემატიკა უფრო საჭირო ყოფილა ცხოვრებაში...ბევრს ვკითხულობდი, მიყვარდა ნელა კითხვა, წავიკითხავდი, ვფიქრობდი... მერე რაღაც მტანჯავდა და კალამთან მისვლა მაინც მეშინოდა. ვეკრძალებოდი, მეგონა ეს ქალის საქმე იყო, თუმცა ვაჟა-ფშაველა წინ მყავდა და ასე არ უნდა მეფიქრა. მეექვსე კლასშიღა გავბედე კალამთან მისვლა. ვწერდი ჩემთვის, არავის ვაკითხებდი.

ძალიან კარგი ალღო და მეხსიერება მქონდა...

დავდიოდი ტყეში, დავხეტიალობდი, გზა თუ ამბნევია? - არასოდეს. ყიზლარშიც კი, სადაც ვაკე ადგილია და იქაურებსაც უჭირთ ნისლში გადაადგილება, მე არასოდეს დავბნეულვარ. ინტუიცია მაქვს ისეთი, რომ მკარნახობს, საით უნდა წავიდე.

იცი რა მიყვარს ძალიან? როცა მთაში ვიყავი, ნისლი რომ დაბლა იყო, ვიდრე მთის თავს დაეხვეოდა... მე გავუდგებოდი გზას, მთისკენ რომ მომესწრო, ავჩენილიყავი. ისე ამოვტივტივდებოდი ზემოთ, როგორც წყლიდან ამოსული... საოცარია, მთის წვერიდან დაბლა დაწოლილ ნისლს რომ დახედავ.

მეხუთე კლასიდან მამას ყოველ ზაფხულს დავყავდი ცხვარში. სკოლა რომ დაგვიმთავრდებოდა, მთაში მივდიოდი. იქ მივიღე ფიზიკური და სულიერი წრთობა. მწყემსი არ მოგატყუებს, რაც არის, - ის არის, არ გეპირფერება... იმიტომ გამიჭირდა, ქალაქში რომ ჩამოვედი. ვგრძნობდი, ცრუ იყო სამყარო. მე ხომ ვხედავდი, ის კაცი ისეთი არ იყო, თავს როგორც მაჩვენებდა... თვალებში ვკითხულობდი...

1976 წელს 30 წლისა ვიყავი. მაშინ ჩამომიყვანეს უნივერსიტეტში სასწავლებლად. ვერ გავძელი. მეორე კურსიდან წავედი. იქ ჩემი სამყარო არ იყო, არ იყო გარემო, სადაც გავძლებდი. მიყვარს მარტოობა, სივრცე...

ჩემი ლექსები რომ დაიბეჭდა, ისეთი ამბავი მოჰყვა, რომ ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი. ეს სულ არ შემეძლო. ამიტომაც წავედი. მახსოვს, პირველი დაბეჭდვის მერე ორ კვირაში მომივიდა 2000 წერილი, სულ გოგოებისა იყო, არც ერთი კაცისა. მამაჩემი კითხულობდა და გადაარჩევდა ხოლმე, ეს წაიკითხე, ეს არ გინდაო... ჩემი პრესცენტრის ხელმძღვანელი იყო... მამამ ვაჟა-ფშაველა იცოდა ზეპირად თავიდან ბოლომდე. ამისი დრო თუ ჰქონდა? როგორ არა, მიდიოდა ცხვარში, ხელში წიგნი ეჭირა და კითხულობდა.მეც ასეთი სივრცე მინდოდა... წიგნი და სივრცე...

მერე ვახუშტი კოტეტიშვილმა გამიკეთა ისე, რომ დაუსწრებელზე გადამიყვანა და მხოლოდ გამოცდებზეღა ჩამოვდიოდი...სწორად მოვიქეცი. საზოგადოება არასოდესაა მზად, რომ გაგზარდოს. მას თავისი დაკვეთა აქვს, და უნდა შეასრულო. როცა საზოგადოების დაკვეთას ასრულებ, პოეტს კლავ.აქ გავიცანი მომავალი მეუღლე. ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი, ის მოვიყვანე ცოლად. ვგრძნობდი, რომ ის იყო ადამიანი, ვისაც შეეძლო ჩემ გვერდით ყოფნა. არც შევმცდარვარ. დღემდე არ მიგრძნია, ოჯახს თუ რამე აკლდა. ყველაფერს უძღვება მეუღლე... მე კი მაქვს თავისუფლება, რომელიც მჭირდება.

ჩემი დაღლა არ შეიძლებოდა. 50 წლამდე ისეთი ვიყავი, ჩვენი მთის წვერზე ავიდოდი, გადავიდოდი ჩარგალში და დავბრუნდებოდი სირბილით... დღესაც არ ვიღლები ფიზიკურად...

გულქანს თითქმის ყოველდღე ვხედავდი, ჩავიდოდი მთიდან და პური ჩარგლიდან ამომქონდა. ვიჯექი ჩუმად და ვაკვირდებოდი, როგორ ქსოვდა წინდას... ლამაზი სახე ჰქონდა... ძალიან მიყვარდა მისი ყურება.

ცხვარი ძალიან მიყვარს, მაგრამ თუშისა და მოხევისნაირად მაინც არავის უყვარს ცხვარი. წაიკითხეთ სრულად