საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს...ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება" - მიხეილ სააკაშვილი
"მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს...ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება" - მიხეილ სააკაშვილი

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის, ვინც უკა­ნო­ნოდ შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მო­ი­პა­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და არ­ჩევ­ნე­ბი, დრო­ზე გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ბო­ი­კოტ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა გა­ერ­თი­ან­და ერთი იდე­ის გარ­შე­მო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რუ­ლია.

"დღეს რაც თბი­ლის­ში მოხ­და, დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის. არა­ვის არ ეჯე­რა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა მოს­ყიდ­ვი­სა, და­ში­ნე­ბი­სა, გა­ყო­ფი­სა, ჭო­რე­ბი­სა, სი­ბინ­ძუ­რი­სა და პრო­პა­გან­დი­სა, მოხ­დე­ბო­და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერთი იდე­ის გარ­შე­მო, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რუ­ლია, მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არა­ვის უნდა შერ­ჩეს.

ეს მარ­თლაც სას­წა­უ­ლია, ერ­თო­ბით ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა. ძალა არის ერ­თო­ბა­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ახლა ოპო­ზი­ცი­ი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ არ შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში. კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ვინც უკა­ნო­ნოდ შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მო­ი­პა­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და არ­ჩევ­ნე­ბი, დრო­ზე გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს გა­უჩ­ნდეს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პარ­ლა­მენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს...ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება" - მიხეილ სააკაშვილი

"მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს...ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება" - მიხეილ სააკაშვილი

"მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომლის მიხედვითაც, არჩევნები მოპარულია.

"დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. დიდი გამარჯვებაა პირველ რიგში ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია, მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს.

ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

როდის გაიმართება მოლაპრაკებების მე-5 რაუნდი - რას ამბობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში?

"მელია მაღალი ტემპერატურის პოლიტიკოსია, შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს იმათშიც კი, ვინც სააკაშვილის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავს" - გია ხუხაშვილი

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ