სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს და პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ს განცხადებით მიმართეს
5 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს და პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ს განცხადებით მიმართეს

რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ, რომ­ლებ­მაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მან­და­ტე­ბი მი­ი­ღეს, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სი­ე­ბის ანუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს.

პრო­პორ­ცი­უ­ლი სი­ე­ბის ჩახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცეს­კო-ს მი­მარ­თა: "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ“, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა“, "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“, "ლე­ლომ“ და "ლე­ი­ბო­რის­ტულ­მა პარ­ტი­ამ“.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი დღე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში "შავ ლა­ქად“ დარ­ჩე­ბა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ა­ფორ­მა ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად არ ვა­პი­რებთ ამ ფარსში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. ამი­ტომ ვაგ­რძე­ლებთ იუ­რი­დი­ულ პრო­ცე­დუ­რებს, რო­გორ დავ­ტო­ვოთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ტო პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენ შე­მოგ­ვაქვს დღეს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ბლო­კის „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის“ სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ჩავ­ხსნით პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სიას და რო­დე­საც სამი დღის ვა­და­ში დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, ნა­ძა­ლა­დე­ვად ცნო­ბი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, პარ­ლა­მენტს მივ­მარ­თავთ გან­ცხა­დე­ბით, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­წყვე­ტი­ლი იქ­ნას და იუ­რი­დი­უ­ლად გა­ფორმ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი”, - აღ­ნიშ­ნა ბეჟაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან გან­მარ­ტა, თუ რას ნიშ­ნავს პრო­პორ­ცი­უ­ლი სიის ჩახ­სნა.

„თუ ჩვენ ახლა მივ­მარ­თავ­დით გან­ცხა­დე­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, შემ­დგომ გა­იხ­სნე­ბო­და სია და პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, და­ნარ­ჩენ 36 დე­პუ­ტატს ექ­ნე­ბო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან. ახლა, რო­დე­საც ჩავ­ხსნით ამ სიას, ამ ადა­მი­ა­ნებს არ ექ­ნე­ბათ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. დარ­ჩე­ბა მარ­ტო ის 36 დე­პუ­ტა­ტი, ვისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც ძა­ლით ცნეს. შემ­დეგ ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი მი­მარ­თა­ვენ ხე­ლა­ხა­ლი გან­ცხა­დე­ბით, რომ მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­წყდეს და სა­ბო­ლო­ოდ გა­ფორმ­დე­ბა ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში უნდა გა­მოს­ცეს გან­კარ­გუ­ლე­ბა, თუ არ გა­მოს­ცემს ამ გან­კარ­გუ­ლე­ბას, სია ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 17 დე­კემ­ბერს ჩვენ მივ­მარ­თავთ პარ­ლა­მენტს, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­წყვე­ტი­ლი იქ­ნეს. პარ­ლა­მენტს აქვს და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კვი­რი­ა­ნი ვადა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლოს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს“,- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ყრილობის გადაწყვეტილება გაქვთ ასეთ რამეებს რომ ასე ერთპიროვნულად წყვეტთ, "ასეულ ათასობით:" თქვენს წევრ მხარდამჭერს კითხეთ ? როდის , სადა ? აბა გამააქვეყნეთ რეზოლუცია ! ფაშიო ხართ თქვენა, არა ხართ პარტია და ციხეშია თქვენი ადგილი !

მაკაკო
5

საქართველოს შავი ლაქა თქვენ ხართ. აქამდე ამას ვერ მიხვიდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

5 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს და პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ს განცხადებით მიმართეს

5 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს და პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ს განცხადებით მიმართეს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს.

პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, "სტრატეგია აღმაშენებელმა“, "ევროპულმა საქართველომ“, "ლელომ“ და "ლეიბორისტულმა პარტიამ“.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში "შავ ლაქად“ დარჩება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც სამი დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ, ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები, პარლამენტს მივმართავთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას და იურიდიულად გაფორმდება ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი”, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ამასთან, მან განმარტა, თუ რას ნიშნავს პროპორციული სიის ჩახსნა.

„თუ ჩვენ ახლა მივმართავდით განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, შემდგომ გაიხსნებოდა სია და პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით, დანარჩენ 36 დეპუტატს ექნებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ცნობილიყო პარლამენტის მხრიდან. ახლა, როდესაც ჩავხსნით ამ სიას, ამ ადამიანებს არ ექნებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მარტო ის 36 დეპუტატი, ვისი უფლებამოსილებაც ძალით ცნეს. შემდეგ ეს დეპუტატები მიმართავენ ხელახალი განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს და საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. ცესკო-ს თავმჯდომარემ დაახლოებით სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოსცეს განკარგულება, თუ არ გამოსცემს ამ განკარგულებას, სია ავტომატურად ჩახსნილი იქნება და დაახლოებით 17 დეკემბერს ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნეს. პარლამენტს აქვს დაახლოებით 2-3 კვირიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში