კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს
მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

დღეს, 11 დე­კემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გახ­სნის.

პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, სი­ტყვა პარ­ლა­მენ­ტის უხუ­ცეს წევ­რს გა­და­ე­ცე­მა, რო­მე­ლიც, პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვამ­დე ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას გა­უ­ძღვე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ წევ­რებს შო­რის უხუ­ცე­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ბუბა კი­კა­ბი­ძეა, თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის გამო, ამ შემ­თხვე­ვა­ში სხდო­მას დამ­სწრე უხუ­ცე­სი ჩა­ი­ბა­რებს, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლადო კა­ხა­ძეა.

სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის წევრთა­გან, დამ­სწრე­თა ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით, პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი ხმის დამ­თვლელ კო­მი­სი­ას 11 წევ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით, ხოლო დრო­ე­ბი­თი სა­მან­და­ტო კო­მი­სი­ას 17 წევ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით აირ­ჩე­ვენ.

ასე­ვე, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნია სხდო­მას წა­რუდ­გენს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და პარ­ლა­მენ­ტის წევრთა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას.

პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­მან­და­ტო კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და შე­დე­გებს პარ­ლა­მენტს მო­ახ­სე­ნებს, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლე­ბით ცნობს დრო­ე­ბი­თი სა­მან­და­ტო კო­მი­სი­ის მიერ ერ­თი­ა­ნი სიით წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას.

პარ­ლა­მენ­ტი სრულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შე­ი­ძენს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 2/3-ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის მო­მენ­ტი­დან, რა დრო­ი­და­ნაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდე­ბა წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს.

ამის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და­დე­ბენ ქვეყ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის ფიცს, რომ­ლის ტექ­სტსაც წა­ი­კი­თხავს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ხელს მო­ა­წე­რენ ფი­ცის ტექსტს და ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი შეს­რულ­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­მან­და­ტო კო­მი­სია პირ­ველ სხდო­მას მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ე­ბის შექ­მნის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრთა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წევრთა სი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ. დე­პუ­ტა­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს და მო­ად­გი­ლე­ებს აირ­ჩე­ვენ. ამა­ვე სხდო­მა­ზე მოხ­დე­ბა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვა.

ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე მოწ­ვე­უ­ლი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, აჭა­რი­სა და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, აჭა­რი­სა და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი, გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, ქა­ლაქ თბი­ლი­სი­სი მერი და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
85

კარგია რომ პარლამენტში ნაცანალები არ იქნებიან ! 

ვახო
18

მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. დაუკარით ახლა რუსეთის გიმნი და შეხვდით მქუხარე ტაშით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

დღეს, 11 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.

პარლამენტის არჩეულ წევრებს შორის უხუცესი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტირების გამო, ამ შემთხვევაში სხდომას დამსწრე უხუცესი ჩაიბარებს, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძეა.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.

ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

ამის შემდეგ პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ. დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ქალაქ თბილისისი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალიწინებით, პარლამენტის შენობაში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მისი პირმშო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია" - სააკაშვილი