მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეეშინდათ ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას, მათ ააყირავეს მაგიდა" - ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების გადადებაზე
"შეეშინდათ ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას, მათ ააყირავეს მაგიდა" - ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების გადადებაზე

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დღეს ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის არ გაგ­რძელ­და, ოპო­ზი­ცი­ის ბრა­ლია, რად­გან მათ „მა­გი­და აა­ყი­რა­ვეს“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ის კონ­კრე­ტულ წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის უგუ­ლა­ვას, ბო­კე­რი­ას, სა­ა­კაშ­ვილს და გვა­რა­მი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­და­სინ­ჯვის პრო­ცე­სის შე­ე­შინ­და.

„სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მის სა­კი­თხზე ჩვენ გა­მოვ­თქვით მზად­ყოფ­ნა. მზად ვართ ყვე­ლა ჯან­საღ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას­თან და არა ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას­თან გა­ვაგ­რძე­ლოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, თუ ამის ინ­ტე­რე­სი იარ­სე­ბებს. ჩვე­ნი მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ფუნ­და­მენ­ტურ ცვლი­ლე­ბებს და გა­და­სინ­ჯვას. ჩვენ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ, თუმ­ცა ეს ასე იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, გუ­შინ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თეთ, რის მი­ხედ­ვი­თაც, თუ 1% მა­ინც დად­გინ­დე­ბა გა­დახ­რა იმ მო­ნა­ცე­მე­ბი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ, რაც ცეს­კოს მიერ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. ასე­ვე, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­როს­მა ვთქვი, რომ ვტო­ვებ ყვე­ლა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბას და ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კას. არ­ჩევ­ნე­ბის თით­ქოს­და გა­ყალ­ბე­ბის სა­კი­თხი მთლი­ა­ნად მოვხსე­ნით და ამის ფონ­ზე ოპო­ზი­ცია იმა­ვე დღეს აყი­რა­ვებს მა­გი­დას. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ბო­კე­რია და მისი მე­გობ­რე­ბი, გვა­რა­მია და ა.შ. აყი­რა­ვე­ბენ მა­გი­დას. უარი თქვეს დღეს შეკ­რე­ბა­ზე, ეს იყო მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბა. ნა­ხავ­დნენ, რომ არც არა­ფე­რია გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, იყო ლო­კა­ლუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და კონ­კუ­რენ­ტულ და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში, რაც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა. შე­ე­შინ­და ბო­კე­რი­ას, გვა­რა­მი­ას, სა­ა­კაშ­ვილს და უგუ­ლა­ვას და მათ აა­ყი­რა­ვეს მა­გი­და. მაგ­რამ ეს მა­გი­და ჩვენ ან სხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს არ აუ­ყი­რა­ვეს. სა­ბაბს ეძე­ბენ, რაც ად­ვი­ლია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვალ­ში ნა­ცარს ვერ შე­აყ­რი­ან“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
141
თუ მართლები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რატომ არ თანხმდებიან შემოთავაზებებს?მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან,რომ არჩევნები არ გაყალბებულა და იციან რომ გამტყუნდებიან.
კაკო
140

აბა რა გეგონათ ბოკერია უგულავა მელიას რომ აგულავებდით! დაგეჯერებინათ ინაშვილისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შეეშინდათ ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას, მათ ააყირავეს მაგიდა" - ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების გადადებაზე

"შეეშინდათ ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას, მათ ააყირავეს მაგიდა" - ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების გადადებაზე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ მოლაპარაკებები დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ გაგრძელდა, ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ „მაგიდა ააყირავეს“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, მათ შორის უგულავას, ბოკერიას, სააკაშვილს და გვარამიას საგამოძიებო კომისიის შექმნის და არჩევნების შედეგების გადასინჯვის პროცესის შეეშინდა.

„საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის რეფორმის საკითხზე ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა. მზად ვართ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან და არა ყველა ოპოზიციურ ძალასთან გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. ეს შეიძლება გაგრძელდეს, თუ ამის ინტერესი იარსებებს. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებდა ფუნდამენტურ ცვლილებებს და გადასინჯვას. ჩვენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ეს ასე იყო.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, გუშინ ჩვენ მაქსიმალურად თამამი განცხადება გავაკეთეთ, რის მიხედვითაც, თუ 1% მაინც დადგინდება გადახრა იმ მონაცემებიდან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რაც ცესკოს მიერ არის წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასევე, როგორც საარჩევნო შტაბის უფროსმა ვთქვი, რომ ვტოვებ ყველანაირ პოლიტიკურ თანამდებობას და ზოგადად პოლიტიკას. არჩევნების თითქოსდა გაყალბების საკითხი მთლიანად მოვხსენით და ამის ფონზე ოპოზიცია იმავე დღეს აყირავებს მაგიდას. სასოწარკვეთილი ბოკერია და მისი მეგობრები, გვარამია და ა.შ. აყირავებენ მაგიდას. უარი თქვეს დღეს შეკრებაზე, ეს იყო მაგიდის აყირავება. ნახავდნენ, რომ არც არაფერია გაყალბებული. რა თქმა უნდა, იყო ლოკალური ხარვეზები მაგრამ სინამდვილეში, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. შეეშინდა ბოკერიას, გვარამიას, სააკაშვილს და უგულავას და მათ ააყირავეს მაგიდა. მაგრამ ეს მაგიდა ჩვენ ან სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ აუყირავეს. საბაბს ეძებენ, რაც ადვილია, მაგრამ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან“, - განაცხადა კობახიძემ.

"მეეჭვება, მას მიეცეს საშუალება  საკუთარი გუნდი დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს" - "ოცნებამ" პარლამენტს პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის" - ანა ნაცვლიშვილი

"ეს ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საყრდენი" - კობახიძე ISFED-ისგან მოითხოვს წარადგინოს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა