ნიუ იორკში, ბრუკლინში 18 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს. ჯაბა ადამიას კვირას, დაახლოებით, საღამოს 5:30 საათზე, E. 21st-ის ქუჩაზე დაესხნენ თავს - ამბობენ ადგილბრივი სამართალდამცველები. პოლიცია ეძებს თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა. ახალგაზრდას დაზიანებები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ირაკლი დანელიამ ეს ამბავი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:
"ცოტა ხნის წინ შემძრა ინფორმაციის გაგებამ, რომ 18 წლის ეს საოცარი ბიჭი - ჯაბა ადამია სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ იორკში. ვინც იცის ნიუ იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს(P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა, - ფაქტზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობსო... დაზუსტებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია, არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში… "ბიჭი მხიარული და ასეთი სიცოცხლით სავსე მეორე არ დადიოდაო" - ასე ახასიათებენ მას მეგობრები.
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მართლაც რომ ზედმეტია სანუგეშო სიტყვები ამ დროს".
როგორც გავრაკვიეთ, 18 წლის ჯაბა ადამია თბილისიდან იყო. იგი ნიუ იორკში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.