სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრი, რომელიც სამტრედიაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა
პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრი, რომელიც სამტრედიაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა

პო­ლი­ცი­ამ იმე­რეთ­ში იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­ჯა­რი­მა.

იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 7 დე­კემ­ბერს, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მ.ბ. იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­ჯა­რი­მეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, “კო­ვიდ-19”-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გინ­და, რის გა­მოც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მის მი­მართ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცა.

"მას შემ­დეგ იგი კო­ვი­დაღ­რი­ცხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა და­არ­ღვია დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი, თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ად­გი­ლი და სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით, სამ­ტრე­დი­ი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.ბ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 42-ე პრი­მა-10 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის 2000 ლა­რით იმ დროს და­ა­ჯა­რი­მეს, როცა იგი სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ია­ნე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კვლავ მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­იც­ვან კა­ნო­ნი და და­ე­მორ­ჩი­ლონ და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნინო
0

ამისთანა უკულტურო და ბოროტები ავრცელებენ ამ დაავადებას და კლავენ საკუთარ ახლობლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრი, რომელიც სამტრედიაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა

პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრი, რომელიც სამტრედიაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა

პოლიციამ იმერეთში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მამაკაცი დააჯარიმა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა.

"მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა.

სამართალდამცველებმა მ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როცა იგი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"კაცი მაღაზიაში პროდუქტებზე ჩავიდა და ავტომატით დაცხრილეს" - მკვლელობა ფონიჭალაში

შიდა ქართლში პედაგოგს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

"სიმღერას თავი დაანება და 1 წლის წინ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა " - რას ყვება ახლობელი ნიუ იორკში მოკლულ ქართველ ბიჭზე